ხუთშაბათი, 2024-04-25, 1:20 PM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილიგასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 870



 



მთავარი » 2008 » აგვისტო » 10 » კოდორზე შეტევა დაიწყო
კოდორზე შეტევა დაიწყო
1:43 PM

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ჯერ კიდევ დილით განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება ზემო კოდორის ხეობაში 1’000 სამხედროს გაგზავნის თაობაზე.

ზემო კოდორის ხეობაზე ამჟამად რუსული და აფხაზური ძალების მიერ სახმელეთო და საჰაერო შეტევა ხორციელდება, განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
- ”ხეობა იბომბება. იყო ხეობის ხმელეთიდან შეტევის მცდელობა, თუმცა ჩვენმა ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს”, - განუცხადა Civil.Ge-ს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.

მისი თქმით, ჯერ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, იბომბება სოფლები აჟარა, გენწვისი, ქვაფჩარა.

- ”მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის, მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუირება გუშინ ღამით მოხდა”, - აცნობეს Civil.Ge-ს მთავრობაში.

- ”ჩვენ არ გვეშინია არანაირი შეტევისა კოდორის ხეობაზე,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ჯერ კიდევ დილით განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება ზემო კოდორის ხეობაში 1’000 სამხედროს გაგზავნის თაობაზე. მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაში 11 აგვისტოს შედის.

იმავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები საქართველოს საზღვაო საზღვარზე განთავსდნენ. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მათი ამოცანაა საზღვაო მარშრუტებით საქართველოში იარაღის შეტანის აღკვეთა

კატეგორია: სხვა | ნახვა: 900 | ავტორი: Michael | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლა

კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა

მეგობარი საიტები
Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Created By CHAP-CHAP & Pirlo © 2024