გიტარის აწყობა - 6 თებერვალში 2009 - WwW.CHAP-CHAP.UcOz.CoM™
ორშაბათი, 2017-01-23, 5:04 PM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილიგასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 859



 



მთავარი » 2009 » თებერვალი » 6 » გიტარის აწყობა
გიტარის აწყობა
1:21 PM

გიტარის აგებულება

გიტარა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან - კორპუსისა და გრიფისაგან.

გიტარის სარეზონანსო კორპუსი მოგვაგონებს რვიანის ფორმას. კორპუსი შედგება ზედა და ქვედა დეკებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გვერდით. დეკაზე დიდად არის დამოკიდებული ინსტრუმენტის ხმოვანების ხარისხი. ზედა დეკაზე ამოჭრილია მრგვალი ფორმის სარეზონატორო ღრუ. კორპუსის ქვემოთ მიმაგრებულია ქვედა საყრდენი, რომელზედაც მაგრდება სიმების ქვედა წვეროები. გიტარის კორპუსის ბოლოში არის კნოპი, იგი იცავს კორპუსს დაზიანებებისაგან და შეიძლება გამოვიყენოთ ზონარის მისამაგრებლადაც.

გრიფი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მოთხოვნას, იყოს დამკვრელისათვის მოსახერხებელი. მაგალითად: გიტარისტები, რომლებიც უკრავენ ჯაზ ორკესტრებში, იყენებენ სიგანით ვიწრო და ფორმით ოვალურ გრიფიან გიტარას, რადგანაც ეს უკანასკნელნი უკრავენ ეგრეთ წოდებულ ”ბარეს”-ს ილეთის ხშირი გამოყენებით.

გრიფი შედგება ცხრამეტი ლადისაგან (წყობისაგან), რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ზღურბლებით. გრიფის თავზე დამონტაჟებულია სიმების ასაწევ-დასაწევი მექანიზმი. სიმები ლადების დასაწყისში ეყრდნობა ზედა საყრდენს. ლადების ათვლას ვიწყებთ ზემო საყრდენიდან, ქვემო საყრდენისაკენ. სიმების ათვლას კი მაღალი ბგერის მქონე სიმიდან დაბალი ბგერის მქონე სიმისაკენ. ყველაზე მაღალი ბგერა აქვს პირველ სიმს, ყველაზე დაბალი მეექვსეს.

მუსიკალური ინსტრუმენტის ხმოვანების ხარისხი დიდად არის დამოკიდებული სიმების ხარისხზე. ამიტომ ისინი სწორედ უნდა იყვნენ შერჩეულნი.

გიტარის სიმები შეიძლება იყოს ფოლადის და ნეილონის. ფოლადის სიმებს ახასიათებს იშვიათი ჟღერადობა და კარგად ისმის ფართე აუდიტორიაში. სამაგიეროდ მათ აქვთ დიდი ნაკლიც, ისინი ნაწილობრივ ახშობენ თავიანთ ბუნებრივ ტემბრს. მარცხენა ხელის თითების არასწორი დაჭერით იძლევიან ყალბ ბგერებს. ამასთან ფოლადის სიმებისთვის საჭიროა მეტი ძალა, რაც თითებს ტკენს.

ამ მხრივ ყველაზე კარგია ნეილონის სიმები. მათ შედარებით ნაკლები ძალა სჭირდება და ამიტომ ნაკლებად ღლის თითებს. ნეილონის სიმებს აქვს სასიამოვნო ტემბრი, მაგრამ ლითონის სიმებთან შედარებით ბგერის დაბალი სიძლიერე.

სიმი რომ შევამოწმოთ, ამისათვის სიმი ნორმალური დაჭიმვის შემდეგ უნდა შემოწმდეს ღია და მეთორმეტე ლადზე, რომელზედაც უნდა იძლეოდეს ერთი და იგივე ნოტს, რომლებიც ერთმანეთისაგან ოქტავით განსხვავდებიან.

გიტარა უნდა შეინახოთ მშრალ ადგილზე, უნდა მოარიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, რაც ცუდად მოქმედებს ხეზე და ლაქზე. არ არის რეკომენდირებული, რომ ინსტრუმენტი ახლოს იყოს ღუმელთან, მას არ უნდა უდგებოდეს მზე, რაც იწვევს მისი აკუსტიკის დაკარგვას.

კატეგორია: სხვა | ნახვა: 1291 | ავტორი: CHAP-CHAP | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 2
2009-02-09 Spam
2. Pirlo (Pirlo)
applause applause applause

2009-02-06 Spam
1. levani (CHAP-CHAP)
იქნებ ვინმეს გამოადგეს. wink

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლა

კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ძებნა

მეგობარი საიტები
Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Created By CHAP-CHAP & Pirlo © 2017