Pro Evolution Soccer 2010 Details - 22 მაისში 2009 - WwW.CHAP-CHAP.UcOz.CoM™
კვირა, 2016-12-04, 12:18 PM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილიგასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 859



 



მთავარი » 2009 » მაისი » 22 » Pro Evolution Soccer 2010 Details
Pro Evolution Soccer 2010 Details
9:45 AM
 
ყველაზე ძლიერი შესაძლებლობები თამაშის მთელი ისტორიის მანძილზე, სადაც თითოეული წვრილმანიც კი შეფასებულია,როგორც გადამწყვეტი.PES Productions მზადაა შესთავაზოს მსოფლიოს ყველაზე რეალური ფეხბურთის სიმულატორი, რომელიც კი გამოსულა სათამაშო პლატფორმებზე.PES2010-ში ფეხბურთის გულშემატკივრები ნახავენ უდიდესი რაოდენობის შესაძლებლობებს, რომლებსაც ხალხი ასე ითხოვდა (იმედია მართალია) იტყობინება PES Productions-ის პროდუსერი ნოია ჰაცუმი.-ჩვენ ვაპირებთ PES2010 გავხადოთ უფრო მეგობრული თამაში, გეიმპლეი კი უფრო მრავალფეროვანი იქნება.თვითონ თამაშშიც დიდი ევოლუცია მოხდება.თვითონ თამაში იმდენად რეალური გახდება, რამდენის საშუალებასაც დღევანდელი სათამაშო პლატფორმები მოგვცემენ.ამ თამაშის გამო, თამაშის შემქმნელებმა გაზარდეს სამუშაო ძალები,შეიქმნა ახალი განყოფილებები და თითოეული განყოფილება იმუშავებს თამაშის თითოეულ ასპექტზე.აი ჩამონათვალი იმ ცვლილებებისა რომელიც მოხდება Pro Soccer Evolution 2010 -ში.


გეიმპლეი

Pro Soccer Evolution 2010-ის შემქმნელებმა იზრუნეს, რომ გამოვდეს ფეხბურთის რეალური სიმულატორი, სადაც აუცილებელია როგორც სტრატეგია, ასევე სწრაფი რეაქცია. ახლა მეკარეები იქნებიან უფრო აქტიურები და გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობები ექნებათ. მსაჯებზეც დიდი სამუშაო ტარდება რათა უფრო დაბალანსებული გახდეს თამაში.

თანამედროვე გრაფიკა

Pro Soccer Evolution 2010-მა გაიარა რამდენიმე სერიოზული მოდერნიზაცია. ბურთის მიმართულებიდან ფეხბურთელების მოძრაობამდე,ახლა უკვე მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან. თვით ფეხბურთელის სახის გამომეტყველებაც კი რეალურია !!! ეს იმის დამსახურებაა,რომ შუქის და ჩრდილის სისტემა ახლა იცვლება მდგომარეობის გათვალისწინებით.სტადიონის დეტალიზაციაც გაუმჯობესებულია მარტო ახალი ურეალურესი ბალახის ნახვა ღირს სხვა რომ არაფერი ვთქვათ.

სრულიად ახალი ანიმაცია და მოძრაობები

დამატებულია უფრო მეტი ინდივიდუალიზმი კარში დარტყმისას. უფრო მრავალფეროვანია შორეული თუ ახლო პასები. რამდენიმე ელემენტი მთლიანად გადაამუშავეს, მაგალითად შემოტრიალება და დარტყმა ახლა მათი ანიმაცია გაცილებით უფრო რბილია. ამ ცვლილებებს რასაკვირველია თამაშის დინამიკაზე არ უმოქმედია.

გაუმჯობესებული მასტერ ლიგა

მასტერ ლიგა მთლიანად განახლდა მენეჯმენტის კუთხით,რაც მოთამაშეს საშუალებას აძლევს აკონტროლოს თავისი გუნდი გაცილებით უფრო დიდი დროის განმავლობაში.ზოგი მასტერ ლიგას Pro Evolution Soccer წარმატების მთავარ ასპექტად მიიჩნევს ამიტომაც PES 2010 -ში მოხდა უამრავი დამატება მასტერ ლიგაში, რაც თამაშს უფრო მდიდარს გახდის შესაძლებლობების მხრივ.

ინდივიდუალური მახასიათებლები

წინა PES-ებში, გუნდის შემადგენლობა წყდებოდა ფეხბურთელის მოძრაობით. PES 2010 წარმოგიდგენთ ახალ სისტემას,სადაც შეგეძლებათ აირჩიოთ შემტევი, თუ დაცვითი სტილი. ეს მახასიათებლები თითოეული ფეხბურთელისთვის იქნება ინდივიდუალური. მაგალითად თუ რომელიმე ფეხბურთელი განთქმულია იმით,რომ შეუძლია კარგი პასებით გუნდის მომარაგება, მაშინ სხვები ცდილობენ მას მიაწოდონ ბურთი.

სტრატეგია

ახალი სისტემა საშუალებას მოგცემთ დააბალანსოთ სტრატეგია თითოეული მატჩის წინ.თითოეული ელემენტი-პასების სიხშირე,მოძრაობა მინდორზე,დაცვის ხაზი და უამრავი სხვა რამ შეგიძიათ მოაწყოთ ისე, როგორც თქვენს საყვარელ გუნდს შეეფერება.მაგალითად იუვენტუსი განთქმულია თავისი კონტრშეტევებით, ბარსელონა კი თავისი შეტევებით. ამ ყველაფრის დაყენება შეგიძლიათ თამაშშივე.

განახლებული ონლაინი

შეიქმნა ცალკე ჯგუფი, რომელიც იმუშავებს PES 2010-ს ონლაინ რეჟიმზე. დაგეგმილია უფრო მეტი შესაძლებლობების დამატება რაც საშუალებას მისცემთ გეიმერებს გამოავლინონ თავისი ძალა.

სტადიონის ატმოსფერო

მაყურებლების რეაქცია იმაზე თუ რა ხდება სტადიონზე იქნება უფრო მრავალფეროვანი. ახალი შეძახილები, აპლოდისმენტები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია გაუმჯობესებისა.ახლა ნამდვილად მიხვდებით თუ რომელია გასვლითი გუნდი და რომელი თამაშობს სახლში. მაყურებლები გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას თუ მხარდაჭერას თითოეულ მომენტში.

პენალტი

სისტემის გაუმჯობესების წყალობით პენალტის დარტყმა ახლა უფრო მართვადი გახდება და თქვენზე იქნება დამოკიდებული მისი გატანა.

ექსკლუზიურად ევროპული ლიგა

კონამიმ წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები უეფასთან და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ჩემპიონთა ლიგის გარდა იქნება Europa League (Europa League ანუ ადრე იყო უეფას თასი სახელი გადაერქვა).

Pro Evolution Soccer გამოსვლა იგეგმება შემდეგ პლატფორმებზე:

Xbox 360, PC, PS3, PS2, PSP და მობილურ ტელეფონებზე
.
 
კატეგორია: თამაში | ნახვა: 1164 | ავტორი: Pirlo | რეიტინგი: 4.7/6 |
სულ კომენტარები: 3
2009-06-27 Spam
3. Pirlo (Pirlo)
ჩემი ლაბათ ვერა, სანამ არ დავამატებ...
შენი კიი ალბათ wink

2009-06-03 Spam
2. saba
bijo, chveni kompebi gaqachaveen? ... haaa?

2009-05-22 Spam
1. Pirlo (Pirlo)
ნეტა როდის გამოვააააა....

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლა

კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა

მეგობარი საიტები
Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Created By CHAP-CHAP & Pirlo © 2016