ქართული ინტერნეტი არ გაითიშება! “კავკასუს ონლაინმა” მოსალოდნელ საბოტაჟთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა ძალოვან სტრუქტურას.
ასევე ინფორმირებული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ამერიკის სავაჭრო პალატა და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ინტერნეტის გათიშვა, ან სხვა რაიმე სახის არაკანონიერი შეფერხება, რომელსაც შექმნიან ანტისაზოგადოებრივი ჯგუფები, ნებისმიერი სახელწიფოს მხრიდან აღიქმება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
“კავკასუს ონლაინი” ინტერნეტს თავის მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწვდის. ხოლო ამა წლის შემოდგომაზე იგეგმება საქართველოს მოსახლეობის ჩართვა ყველაზე მაღალ სიჩქარიან და ხარისხიან ევროპული ინტერნეტის ქსელში.
|