რამოდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავრაამ გრანტს სტივენ ჯერარდის ჩელსიში გადაყვანა სურდა. სტივენ ჯერარდმა კი დღეს განაცხადა, რომ არცერთ კლუბში არ სურს თამაში გარდა ლივერპულისა.
"ჩელსი კარგი გუნდია, მაგრამ მე ვერსად ვერ ვითამაშებ ლივერპულის გარდა. მე 3 წელი მქონდა დარჩენილი კონტრაქტით და ეს კონტრაქტი გავახანგრძლივე, ასე, რომ მხოლოდ ლივერპულის წარმატებაზე უნდა ვიზრუნო. "
" მე დარჩენა მსურს და კარიერის დასრულება ლივერპულში. მე კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით ამ გუნდში და არსად წასვლას არ ვაპირებ. მე ვხედავ, რომ გუნდი თანდათან ძლიერდება. "
სტივენ ჯერარდმა ჩელსისთან მატჩზე კითხვას ასეთი პასუხი გასცა :
" ჩვენ ვიცით მათი სუსტი წერტილები და ვიცით როგორ უნდა დავამარცხოთ ისინი "
წყარო:http://www.liverpoolfc.com