მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიობას ანუ ბზობას უწოდებთ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე არდგომის წინა კვირა დღეს. ამავე დროს, წმინდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან. ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს აფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციააა. მეხუთესაუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარ ეპისკოპოსი წმინდა პროკლეკ, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამვბობს:"ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შეეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსასა". ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც უფალი იერუსალიმში. იერუსალიმში დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშვალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა. p.s. ხალხნო გილოცავთ ბზობას მრავალს დაესწარით და სულ გახარებული ყოფილიყავით
|