ყველას კარგად მოეხსენება,რომ პირველი სეზონი ჩელსიში დროგბას ცუდად წაუვიდა. ის ვერ იყენებდა 100%-იან შანსს და უმეტეს დროს გაზონზე კოტრიალობაში ატარებდა, მაგრამ მისი სიმულიანტობა დაივიწყეს შარშანდელი შედეგიანი სეზონის შემდეგ. თუმცა ლივერპულთან მატჩში დროგბას წინააღმდეგ თამაშში შვდიჯერ დაარღვიეს წესი. ამიტომ ბენიტესმა გადაწყვიტა ხალხისთვის შეეხსენებინა ”დროგბა-სიმულიანტზე”. მან განაცხადა:
”ჩელსის თავდასხმელი ძალიან ადვილად ეცემა გაზონზე მიუხედავად მისი გაბარიტებისა. მე მაქვს შენახული რამოდენიმე ჩანაწერი მისი თამაშისა ლივერპულის წინააღმდეგ. ლივერპული ჩელსის 15 ჯერ ეთამაშა და თითოეული თამაშიდან შეიძლება დროგბაზე კლიპის გაკეთება. მე ეს კადრები ვანახე მარტინ შკრტელსა და ჯემი კარაგერს და ისინი წინა თამაშში მას გაუმკლავდნენ, თუმცა არბიტრი რამოდენიმეჯერ დროგბას ტრიუკებზე წამოეგო. ვიმედოვნებ საპასუხო მატჩში ეს არ განმეორდება. ამის თავიდან ასაცილებლად მჭიდროდ თამაშია საჭირო.”
მაგრამ ეს არ არის რაფასთვის მთავარი საზრუნავი. ის უფრო მეტ ყურადღებას წითლების თავდასხმას უთმობს. მას შემდეგ რაც ბენიტესი 2004 წელს ლივერპულის სათავეში მოვიდა, ლონდონში გამართულ 8 მატჩში ჩელსის ლივერპულმა ვერც ერთხელ ვერ გაუტანა.
”მაგრამ რეკორდები იმისათვის არსებობს რომ ისინი მოიხსნას”- ფილოსოფიურად განაცხადა რაფამ.
სავარაუდოდ ამ რეკორდის დამსხვრევას ის ფერნანდო ტორესსა და პეტერ კრაუჩს მიანდობს.
წყარო:news.sportbox.ru