ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:01 PM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილიგასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 870



 



მთავარი » 2008 » ივლისი » 21 » ღვთისმშობელი გვაფრთხილებს...
ღვთისმშობელი გვაფრთხილებს...
10:14 AM
                                                

ღვთისმშობელი ქართველებს გვაფრთხილებს


შეგახსენებთ ღვთისმშობლის გამოცხადებას ვაზისუბნის ტერიტორიაზე, რომელიც რატომღაც პრესამ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა მიივიწყეს. გთავაზობთ ამ გამოცხადების განხილვას.

2001 წლის 10 სექტემბერს, ანუ აშშ_ში განხორციელებულ სამხედრო დივერსიამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი სასწაული აღესრულა:მორწმუნე ქალბატონს, გულნარა კუკულაძეს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გამოეცხადა, რომელმაც მას საქართველოში უახლოეს ხანში მოსალოდნელ უმძიმეს განსაცდელზე აცნობა და მისგან თავის დახსნის შესაძლებლობაც აუწყა. მომხდარი სასწაული მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის, ამიტომ მეტად სამწუხაროა, რომ არ ხდეება ამ მოვლენის სათანადო გაშუქება.
ყურადსაღებია, რომ გამოცხადება მოხდა ჩვეულებრივ რიგით მორწმუნე ადამიანზე (ისიც დედაკაცზე) და არა რომელიმე სამღვდელო პირზე, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო . მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენი თანამემამულე, მათ შორის სამღვდელოების და მრევლის წარმომადგენლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ამ სასწაულებრივ მოვლენას, რომლის სინამდვილეს და სერიოზულობას ისიც ადასტურებს, რომ ქალბატონი გულნარა ძალზედ უბრალო და გასაგები ენით საუბრობს მეტად მნიშვნელოვან რელიგიურ საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ ყოფიერების მომენტებზე.
ქ-ნ გულნარას, როგორც აღვნიშნეთ, გამოეცხადა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი (მეორე სახელწოდებით ,,კარიბჭისა ''), რაც მეტად მნიშვნელოვანი მინიშნებაა, რამეთუ ეკლესიის ღირსი მამები სწორედ ამ ხატის საქართველოში დაბრუნებას უკავშირებენ ივერიის სულიერ გაბრწყინებას.
ქ-ნ გულნარამ, იხილა ,,მოტრიალე ხატი'' რაც უდიდესი განსაცდელის მომასწავებელი ნიშანია; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ათონის მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ მოთავსებული მარადუქრობი კანდელიც სწორედ მაშინ იწყებს ტრიალს , როდესაც რაიმე მძიმე განსაცდელია მოსალოდნელი.
მეტად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 10 სექტემბრის გამოცხადებაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს მოსალოდნელ ძნელბედობას - მსოფლიოში განვითარებულ გლობალურ კატაკლიზმებს უკავშირებს: ,,ძალიან დიდია განსაცდელი... მესამე მსოფლიო ომი იწყება''. ამ საშიშროების წინაშე კი მსოფლიო აღნიშნული გამოცხადების მეორე დღესვე აღმოჩნდა --- 11 სექტემბერი აშშ. ეს საშიშროება კი არ კლებულობს, არამედ დღითი დღე იზრდება და სულ უფრო რეალური ხდება.
ქ-ნ გულნარას თქმით, მან ღვთისმშობელს სთხოვა - ნიშანი მიეცა მისი ხილვის დასტურად, რაზეც ღვთისმშობელმა უპასუხა: ,,ამაზე მეტი ნიშანი რა გინდა, ამერიკა იწვის ზეციდან''
ღვთისმშობლის ეს სიტყვები სრულ შესაბამისობაში მოდის იოანე ღვთისმეტყველის ,,გამოცხადებაში'' აღწერილ ბოლო ჟამის მოვლენებთან, რომლის მიხედვით ,,ახალი ბაბილონის'' დაქცევა და განადგურება ზეციდან გარდამომავალ სასჯელს უკავშირდება: ,,და შემდგომად ამისა ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ჩამოდიოდა და მისი დიდებისგან განათდა მიწა. და შეჰღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო ბაბილონი დიდი, და ეშმაკთა სამკვიდროდ , და ყოველი უქმინდური და ბილწი ფრინველის საბუდად იქცა''.
აშშ-სთვის რომელიც ,,ტერორიზმთან საყოველთაო ბრძოლის'' ლოზუნგით მესამე მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავს, მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით რეალურ პერსპექტივად ჩანს.
ღვთისმშობელი გვიცხადებს, რომ ,,მესამე მსოფლიო ომის ტალღა საქართველოსაც გადაუვლის და გადმოუვლის'', რაც ერთობ შესაძლებელია და ამავე დროს ლოგიკურიც, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ (შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს) აშშ-ს შესთავაზა საქართველოს ტერიტორია სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად, ზოგიერთი ისლამური სახელმწიფოს ლიდერები და იგივე ტერორისტთა საველე მათაურები კი ღიად აცხადებენ, რომ ნებისმიერი ქვეყანა ვინც ამერიკას ღიად უჭერს მხარს ისინი საომარ შეტევას განახორციელებენ, და აშკარაა რომ საქართველო როგორც ამერიკის მოკავშირე ქვეყანა 3-ე მსოფლიო ომის მონაწილეთა სიაში წერია. აშშ კი ნამდვილად ვერ დაიცავს ჩვენ უსაფრთხოებას, რამეთუ მას საკუთარი თავი ვერ დაუცვია მსგავსი მოვლენებისგან, გარდა ამისა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უდავოდ აღიზიანებს ერთმორწმუნე რუსეთს, რომელსაც საყოველთაო არეულობის ვითარებაში არ გაუჭირდება საქართველოზე თავდასხმის საბაბის მოძიება. ასე რომ საქართველო ორმაგი დარტყმის ქვეშ ექცევა.
ღვთისმშობელი მარიამი ჩვენ, ქართველებს გვადანაშაულებს საქართველოს ამჟამინდელ უმძიმეს მდგომარეობაში, რაც აუცილებლად ჩვენი ურწმუნოებიდან და ღვთისგან განდგომისგან მომდინარეობს: ,,რას დაამსგავსეთ ჩემი საყვარელი საქართველო, როგორ დღეში ჩააგდეთ იგი. რატომ მიიყვანეთ საქართველო ამ მდგომარეობამდე, როგორ ჩააგდეთ ამ გაჭირვებაში'' ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა მთელი გამოცხადების განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატი და გამუდმებულად ტიროდა.
---თუმცა ღვთისმშობელი არ გვტოვეს ბედის ანაბარა და გვისახავს ხსნის გზას. იგი მოგვიწოდებს სინანულის (ცოდვების მონანიების) და ლოცვებისაკენ, რაც ერთად ერთი საშუალებაა საქართველოს როგორც სულიერი ისე ფიზიკური გადარჩენისა: ,,თუ გულით ილოცებთ, გადარჩებით და საქართველოც გაბრწყინდება სულიერად... განსაკუთრებით ახალშენებულმა ტაძრებმა გააძლიერონ ლოცვა და ცოდები მოინანიონ... 3-ე მსოფლიო ომის ტალღა საქართველოსაც გადაუვლის და გადმოუვლის, თუ თქვენი ლოცვა არ დამეხმარება, რომ გავძლიერდე და ისევ თქვენთვის ვიბრძოლო''. რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი მარიამი ზეცაში იბრძვის და ევედრება უფალს გადაარჩინოს საქართველო ფიზიური განადგურებისგან.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი ჰფარავდეს ქართველ ერს და ყველა მორწმუნე ქრისტიანს. ამინ!


კატეგორია: სხვა | ნახვა: 2487 | ავტორი: GeoRge | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლა

კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ძებნა

მეგობარი საიტები
Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

Created By CHAP-CHAP & Pirlo © 2024