ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: საბჭოთა ისტორია
ორიგინალური დასახელება: The Soviet Story
გამოშვების წელი: 2008
ჟანრი: დოკუმენტური, ისტორიული, პოლიტიკური
რეჟისორი: ედვინს სნორი
ფილმის შესახებ:
დოკუმენტური ფილმში ასახულია კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც
... საკუთარი ხალხი შიმშილით ამოხოცა კლასობრივი თანაფარდობის მიზნით (დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი)
... ნაცისტებს დაეხმარა ებრაელების(არა მარტო) განადგურებაში
... სცადა ლატვიელი(არა მარტო) ხალხის გადაგვარება
... მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სურსათით და ტყვია–წამალით ნაცისტებს ეხმარებოდა, როცა ამ დროს საკუთარი ხალხი შიმშილით იხოცებოდა
... ბოლო–ბოლო კომუნისტური რეჟიმი ნაცისტური რეჟიმისგან იდეოლოგიურად არაფრით განსხვავდებოდა
... და კიდევ უამრავი რამ
..............................................................................................................................
ფილმის გადაღება მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთშ, დიდ ბრიტანეთში და ბელგიაში. დოკუმენტური მასალები და არქივები შეგროვილ იქნა რეჟსორის მიერ, რომელმაც ამ ყველაფერს დაახლოებით 10 წელი მოანდომა. ფილმი "საბჭოთა ისტორია" უკვე კრიტიკოსებმა შერაცხეს როგორც ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური დოკუმენტური ფილმი. მეტიც, ამ ფილმს უკვე პოლიტიკური გააქტიურებაც მოყვა. კერძოდ: ლატვიელებმა სარჩები შეიტანეს ევროპის სასამართლოში მოთხოვნით, რომ რუსეთმა აღიაროს ლატვიელების წინააღმდეგ აგრესია. ასევე უკრაინელები მოითხვენ 1932–1933 წლების გამოძიებას, რომლის პერიოდში სტალინის ბრძანებით ერთ წელში 7 მილიონი უკრაინელი დაიხოცა შიმშილით!
..............................................................................................................................
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, ვიდეო მასალებზე, ექსპერტებზე, არქივებზე, იმ ხალხის მონაყოლზე, რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს საბჭოთა რეჟიმი. ფილმი ასახულია საბჭოთა დანაშაულებების მხოლოდ ნაწილი, რისი ფაქტების მოძიებაც რეალურად შეძლეს. ხოლო დანარჩენ დანაშაულებებს ალბათ არასოდეს აეხდება ფარდა....
ფილმის ჩვენება რუსეთში აკრძალულია!!!!
ხანგრძლივობა: 85 წუთი
ენა: ინგლისური (ასევე ქართული)
ხარისხი: DVD rip
ფილმის ოფიციალური ვებგვერდი: http://www.sovietstory.com
KGB-ს ოფიცრები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
გენოციდი უკრაინაში 1932/33
საბჭოთა ოფიცრები, რომელთაც საერთო ჯამში 20 მილიონამდე (საკუთარი) ხალხი დახვრიტეს, გმირობის მედლებით დააჯილდოვეს
"საბჭოთა ისტორია" ქართულ ენაზე რუსთავი 2–ის გახმოვანებით
P.S. ყველას გირჩევთ ამ დოკუმენტური ფილმის ყურებას. ძალიან მაგარი ფილმია. განსაკუთრებით კი ძველ თაობას აჩვენეთ, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მისტირის. გირჩევთ ინგლისურ ენაზე უყუროთ, რადგან მშვენიერი ხმით ახმოვანებენ მთელ ფილმს. თუ ინგლისური არ იცით, მაშინ ქართულად გადმოთარგმნილი გადმოიწერეთ და იმას უყურეთ