“სკუადრა აძურის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო უკმაყოფილებას გამოთქვამს თავისი ნაკრების თამაშის ტაქტიკის მიმართ.
“უსიტყვოდ, ტურნირი ჩვენთვის გაუმართლებლად დაიწყო. დღეს ჩვენი დღე არ
იყო. მომდევნო თამაშების ჩატარებას სხვანაირად ვაპირბთ და გვსურს
სასურველი შედეგი მივიღოთ”.
ბევრი გაოცებული დარჩა მწვრთნელის
გადაწყვეტილებით, როდესაც მან პირველ წუთებზე ამბროზინი გამოიყვანა, და
არა დე როსი. “დე როსი, რომ გვყოლოდა შეტევაში გადასვლის მეტი ვარიანტი
გვექნებოდა. მაგრამ ნაკრებში 23 მოთამაშეა და არის მწვრთნელი, რომელიც
თავისი აზრით საუკეთესო ვარიანტს ირჩევს”.
“ვცდილობდით გაშლილად გვეთამაშა, მოწინააღმდეგის დაცვის რიგები
გაგვერღვის. ეს ცუდად გამოგვდიოდა, სანამ მოედანზე გროსო არ გამოვიდა. ის
და ძამბროტა კარგად ინარჩუნებდნენ სიფართეს ფლანგებზე. ასეთი ცვლილებები
ადრე უნდა ჩატარებულიყო”.
“ეხლა მთავარია მატჩი გავაანალიზიროთ და მომდევნო შეხვედრებში შეცდომები არ გავიმეოროთ”.