1. ავსტრია–შვეიცარიის მოედნებზე გასამართ თითოეულ მატჩს პირდაპირ ტელეეთერში 260 000 000 ადამიანი ნახავს.
2.“ევრო–2008–ის” ოპერატიული ბიუჯეტი 234 000 000 ევრის შეადგენს.
3. ტურნირის მონაწილე ქვეყნებში მცხოვრებმა გულშემატკივარმა 1 050 000 ბილეთი შეიძინა. 4. “ევრო–2008–ის” სტადიონების “ვიპ–ლოჟებში” სტუმრები 69 400 ბოთლ წითელ და თეთრ ღვინოს დალევენ.
5. “ევრო–2008–ის” მონაწილეებმა და სტუმრებმა ავსტრიისა და შვეიცარიის ოტელებში 21 400 ნომერი დაჯავშნეს.
6. “წითელი ჯვრის” ანგარიშზე უეფა “ევრო–2008–ის” მსვლელობისას გატანილი ყოველი გოლისთვის 4 000 შვეიცარიულ ფრანკს გადარიცხავს.
7. “ევრო–2008–ის” გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა 1 000 ადამიანმა მიიღო.
8. “ევრო–2008–ის” მონაწილეებს მინდორზე სხვადასხვა ქვეყნის 682 ბავშვი გაუძღვება.
9. “ევრო–2008–ის” დღეებში 300 დოპინგ–ტესტი ჩატარდება და შარდის ანალიზებთან ერთად სისხლის ანალიზებს პირველად აიღებენ.
10. “ევრო–2008–ის” მატჩების მსოფლიო ტრანსლაციას 1 000 კილომეტრი სადენი უზრუნველყოფს.
11. თითოეული მატჩის ტრანსლაციას 30 ტელეკამერა მოემსახურება. მათ შორის
ის კამერებიც, რომლებითააც შეხვედრებს ვერტმფრენებიდან გადაიღებენ.
12. თითოეული სტადიონის ბალახის სიმაღლე 23 მილიმეტრია.
13. სტადიონზე განთავსებული ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების დროშების საერთო სიგრძე 15 კილომეტრი იქნება.
დღეს ცნობილი ფრანგი მეკარის, ფაბიენ ბარტეზის დაბადების დღეა ბიოგრაფია: ფაბიენ ალაინ ბარტეზი (დაიბადა 28 ივნისს, 1971 წელს, ლაველანეტში) საფრანგეთის ნაკრების მეკარე, 1998 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, ასევე ევროპის ჩემპიონატი 2000 წელს და მეორე ადგილი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე. სრული ბიოგაფია