"სარეზი". ეს ტბა მდებარეობს ყირგიზეთში, არის დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე. ძალიან დიდი ზომისაა და არის საფრთხე: შეიძლება ტბას ვეღარ გაუძლოს საზღვრებმა და ჩამოიშალოს. თუ ასე მოხდა, მაშინ მთელი ტბის წყალი წამოვა და დაფარავს უზარმაზარ ტერიტორიას, დაახლოებით 5 000 000 ადამიანი დაიღუპება. ეს არის საკმაოდ საშიში და ამასთანავე ულამაზესი ტბა
ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდმა რუუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ
იტალიასთან მოგებული მატჩი გახდა საუკეთესო მის “სტაფილოსფერ” კარიერაში.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს,
ხოლო შეხვედრაში ანგარიში ზუსტად “რეალის” ფორვარდმა გახსნა თავისი
თანაკლუბელის ჩაწოდების შემდეგ.
“გუშინდელი მატჩი გახდა საუკეთესო ჩემს
კარიერაში ქვეყნის მოთამაშის რანგში”, - განაცხადა რუდმა. - “მთელმა
ჩვენმა გუნდმა ჩინებული შეხვედრა ჩაატარა და შესაძლებლობების 100%–ი
გამოიყენა”.
“ჩვენ კონცენტრირებულობა უნდა შევინარჩუნოთ, წინ ხომ კიდე საფრანგეთთან და რუმინეთთან შეხვედრები გველის”.
რუმინეთის ნაკრების ფორვარდი საავადმყოფოში მოხდა თავის ტრავმით
რუმინეთის ნაკრების დღევანდელ ვარჯიშზე დონეცკის “შახტარის” ყოფილი
მოთამაშე სერიოზულად დაეჯახა მარიუს ნიკულაეს, რის შემდეგაც მარიკა
საავადმყოფოში წაიყვანეს.
ტრავმის სერიოზულობის შესახებ ჯერ ინფორმაცია
არ გავრცელებულა. ყველაფერი უნდა გაირკვეს სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ,
რომელიც დღეისთვის არის დანიშნული.
თამაშის შემდგომ გამართულ პრეს–კონფერენციაზე რუსეთის ნაკრების
მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა აღნიშნა, რომ, ესპანელებისგან დიდი
ანგარიშით დამარცხების მიუხედავად (1:4), ის არ კარგავს იმედს, რომ
ნაკრები გავა ევრო–2008–ის შემდეგ რაუნდში.
“უბრალო ფეხბურთს ვთამაშობდით. მაგრამ ჯერ იმედგაცრუების დრო არ არის,
წინ ორი თამაში გველის, რომლებშიც სიტუაციის გამოსწორება და
მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია”, — განაცხადა ჰიდინკმა.
“დეპორტივოს” და შვედეთის ნაციონალური ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან
ვილჰელმსონმა მიიღო ტრავმა საბერძნეთთან შეხვედრაში და მოედანი ექიმების
დახმარებით დატოვა. მის შეცვლაზე გამოვიდა “ვერდერის” ფორვარდი მარკუს
როზენბერგი, მატჩის 76–ე წუთზე.
“სკუადრა აძურის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო უკმაყოფილებას გამოთქვამს თავისი ნაკრების თამაშის ტაქტიკის მიმართ.
“უსიტყვოდ, ტურნირი ჩვენთვის გაუმართლებლად დაიწყო. დღეს ჩვენი დღე არ
იყო. მომდევნო თამაშების ჩატარებას სხვანაირად ვაპირბთ და გვსურს
სასურველი შედეგი მივიღოთ”.
ბევრი გაოცებული დარჩა მწვრთნელის
გადაწყვეტილებით, როდესაც მან პირველ წუთებზე ამბროზინი გამოიყვანა, და
არა დე როსი. “დე როსი, რომ გვყოლოდა შეტევაში გადასვლის მეტი ვარიანტი
გვექნებოდა. მაგრამ ნაკრებში 23 მოთამაშეა და არის მწვრთნელი, რომელიც
თავისი აზრით საუკეთესო ვარიანტს ირჩევს”.
“ვცდილობდით გაშლილად გვეთამაშა, მოწინააღმდეგის დაცვის რიგები
გაგვერღვის. ეს ცუდად გამოგვდიოდა, სანამ მოედანზე გროსო არ გამოვიდა. ის
და ძამბროტა კარგად ინარჩუნებდნენ სიფართეს ფლანგებზე. ასეთი ცვლილებები
ადრე უნდა ჩატარებულიყო”.
“ეხლა მთავარია მატჩი გავაანალიზიროთ და მომდევნო შეხვედრებში შეცდომები არ გავიმეოროთ”.