თამაშის შემდგომ გამართულ პრეს–კონფერენციაზე რუსეთის ნაკრების
მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა აღნიშნა, რომ, ესპანელებისგან დიდი
ანგარიშით დამარცხების მიუხედავად (1:4), ის არ კარგავს იმედს, რომ
ნაკრები გავა ევრო–2008–ის შემდეგ რაუნდში.
“უბრალო ფეხბურთს ვთამაშობდით. მაგრამ ჯერ იმედგაცრუების დრო არ არის,
წინ ორი თამაში გველის, რომლებშიც სიტუაციის გამოსწორება და
მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია”, — განაცხადა ჰიდინკმა.