ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდმა რუუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ
იტალიასთან მოგებული მატჩი გახდა საუკეთესო მის “სტაფილოსფერ” კარიერაში.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს,
ხოლო შეხვედრაში ანგარიში ზუსტად “რეალის” ფორვარდმა გახსნა თავისი
თანაკლუბელის ჩაწოდების შემდეგ.
“გუშინდელი მატჩი გახდა საუკეთესო ჩემს
კარიერაში ქვეყნის მოთამაშის რანგში”, - განაცხადა რუდმა. - “მთელმა
ჩვენმა გუნდმა ჩინებული შეხვედრა ჩაატარა და შესაძლებლობების 100%–ი
გამოიყენა”.
“ჩვენ კონცენტრირებულობა უნდა შევინარჩუნოთ, წინ ხომ კიდე საფრანგეთთან და რუმინეთთან შეხვედრები გველის”.