12 მაისს საქართველოს სამოციქულო ეკლესია საქართველოს განმამანთლებლის, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი, ჩვენც ვუერთდებით ამ დღესასწაულს და თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ. (პატივისცემით საიტის ადმინისტრაციაა)
დღეს, პნევმონიით, ინგლისის საფეხბურთო კლუბ ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის, ფრენკ ლემპარდის დედა გარდაიცვალა. ამის შესახებ, სააგენტო АР იუწყება. აღნიშნული ფაქტის გამო, სავარაუდოდ, ფეხბურთელი შაბათს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაძლოა, მან მომავალ კვირაში “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგაში განმეორებით მატჩში მონაწილეობაც ვერ მიიღოს. ლამპარდის დედა, პეტ ლამპარდი, რომელიც 58 წლის იყო, პნევმონიის მძიმე ფორმით, საავადმყოფოში 10 დღის წინ მოათავსეს.
“ლამპარდი მადლობას უხდის მწვრთნელ აბრაამ გრანტსა და “ჩელსის” პერსონალს, მისთვის ასეთ მძიმე პერიოდში მხარდაჭერისთვის. კლუბში ქალბატონ პეტს ახლოს იცნობდნენ. იგი შვილს, პრაქტიკულად ყველა მატჩში გულშემატკივრობდა, სადაც არ უნდა ჩატარებულიყო. ქალბატონი პეტი, “ჩელსიში” ყველას მოენატრება”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ დედის ავადმყოფობის გამო, ლამპარდმა პრემიერლიგაში “უიგანთან” და “ევერტონთან” შეხვედრები გამოტოვა. “ჩესლის” ფეხბურთელის მიმართ თანაგრძნობა, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმაც გამოხატა: “ლამპარდს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. მითუმეტეს, ასეთი საპასუხისმგებლო მატჩების წინ. ჩვენ მისი გამხნევება გვსურს”.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიობას ანუ ბზობას უწოდებთ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე არდგომის წინა კვირა დღეს.
ამავე დროს, წმინდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.
ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს აფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციააა. მეხუთესაუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარ ეპისკოპოსი წმინდა პროკლეკ, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამვბობს:"ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შეეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსასა".
ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც უფალი იერუსალიმში.
იერუსალიმში დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშვალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.
p.s.ხალხნო გილოცავთ ბზობას მრავალს დაესწარით და სულ გახარებული ყოფილიყავით
ქართული ინტერნეტი არ გაითიშება! “კავკასუს ონლაინმა” მოსალოდნელ საბოტაჟთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა ძალოვან სტრუქტურას.
ასევე ინფორმირებული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ამერიკის სავაჭრო პალატა და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ინტერნეტის გათიშვა, ან სხვა რაიმე სახის არაკანონიერი შეფერხება, რომელსაც შექმნიან ანტისაზოგადოებრივი ჯგუფები, ნებისმიერი სახელწიფოს მხრიდან აღიქმება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
“კავკასუს ონლაინი” ინტერნეტს თავის მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწვდის. ხოლო ამა წლის შემოდგომაზე იგეგმება საქართველოს მოსახლეობის ჩართვა ყველაზე მაღალ სიჩქარიან და ხარისხიან ევროპული ინტერნეტის ქსელში.