ხუთშაბათი, 2024-03-28, 4:50 PM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილი გასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 870



 



მთავარი» სხვა [ სიახლის დამატება ]


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან მოსული ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალები იბრძვიან რეგიონის გასაკონტროლებლად.
ორივე მხარე ირწმუნება, რომ ცხინვალს აკონტროლებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა რადიო "თავისუფლების" კორეპსონდენტს განუცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული მხარე ინარჩუნებს პოზიციებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა რამდენიმე ობიექტი დაბომბეს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე - მათ შორის სენაკსა და ფოთში. არის ადამიანის მსხვერპლი. ფოთში დაღუპულების რიცხვი, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ინფორმაციით, ორ ათეულს აჭარბებს, არიან დაჭრილებიც.


15 დღით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაცია გამოცხადდა.
ამ შინაარსის ბრძანება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ერთხმად დაუდასტურა. საქართველოში საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, გაეროს ოფიციალურად ინფორმირება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საომარი მდგომარეობით გათვალისწინებული სრული მობილიზაცია შეეხება რეზერვს და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას. ნიკა გვარამიას განცხადებით, ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განცხადებით, კოდორის ხეობაში სიტუაცია
კონტროლს ფაქტიურად აღარ ექვემდებარება. მთავრობის მედია-ცენტრის ინფორმაციით, რუსული ავიაცია ხეობის თითქმის ყველა სოფელს ბომბავს


უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე
საბჭოს მდივნის კახა ლომაიას განცხადებით, ცხინვალში ვითარებას და ქალაქის გარშემო არსებულ ყველა სიმაღლეს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ. ლომაიას ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები იმყოფებიან ჯავაში, საიდანაც მათი იერიში ქართულმა ქვედანაყოფებმა მოიგერიეს და დღის პირველ ნახევარში მძიმე ტექნიკის 10 ერთეული გაანადგურეს.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კახა ლომაიას განცხადებით,
საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებმა რუსეთის 10 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს. ლომაიამ ეს განცხადება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა. მისივე ცნობით, ერთი პილოტი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით მხოლოდ ორი თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს და აცხადებს, რომ პილოტების ბედს არკვევს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი განადგურებული რუსეთის თვითმფრინავის
პილოტი დაკავებულია და მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ეროვნული უშიშროების საბჭოს ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მიერ ლიკვიდირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 თვითმფრინავი. ერთი პილოტი დაიღუპა. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ორი ავიაგამანადგურებლის დაკარგვის ფაქტი დაადასტურა


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ცხინვალის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი პრაქტიკულად არ ყოფილა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ცხინვალში ჩვენზე შემოტევისას საპასუხო ცეცხლის გახსნისას, პრაქტიკულად არ ყოფილა“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, "ბოევიკების" გარდა, "ჩვენს ძალებს არავინ მოუკლავთ." რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართვეელოში დაღუპული ადამიანების ოჯახებს პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა.


წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის მიერ გორის დღევანდელი დაბომბვის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გასულ ღამით, სენაკში რკინიგზის მონაკვეთისა და მე-2 ქვეითი ბრიგადის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 15 და დაიჭრა დაახლოებით 80 ადამიანი. მათი უმრავლესობა რეზერვისტი და სამხედრო მოსამსახურეა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, გორიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, რუსული ავიაციის დღევანდელი იერიშის შედეგად, ქალაქში 4 საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. რუსეთის სამხედრო ავიაციამ დღეს კოდორის ხეობაც დაბომბა. ინფორმაციას მსხვერპლის თაობაზე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ჯერჯერობით არ ფლობს.


რუსეთის ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროდრომიც დაბომბა.
აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა - მას შემდეგ, რაც გასულ ღამით რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა სენაკის სამხედრო ბაზასა და ფოთის პორტზე.


გაეროს უშიშრეობის საბჭოში გაიმართა კონსულტაციები სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ.
დიპლომატებმა ესკალაციის შეჩერების გზებზე იმსჯელეს. გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ რუსეთის მხარე დაადანაშაულა სამხედრო აგრესსიაში, რომლის მიზნებს შორისაცაა საქართველოს იძულება, უარი თქვას ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებაზე. [ალასანიას ხმა] "რუსეთი დაუფარავად უცხადებს გამოწვევას საერთაშორისო თანამეგობრობას და საფრთხეს უქმნის დამკვიდრებულ საერთაშორისო წყობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის მთელს რეგიონში. რუსეთის სამხედრო აგრესიის მიზანია, ხელი ააღებინოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და საქართველო და მთელი რეგიონი რუსეთის პოლიტიკურ გავლენას დაუქვემდებაროს." თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმაც მძიმე ბრალდებები წაუყენა ქართულ მხარეს - ის ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდის განხორციელებაში დაადანაშაულა. [ჩურკინის ხმა] "ამასთან, თბილისი გადამწვარი მიწის ტაქტიკას მიმართავს. სამხრეთ ოსეთის მთელი რიგი დასახლებული პუნქტები მთლიანად განადგურებულ იქნა. ზოგიერთი მონაცემით, ქართველი სნაიპერები არ ატარებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს და საშუალებას არ აძლევენ სამედიცინო სამსახურის მუშაკებს, ხალხი გადაარჩინონ." გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა. გავრცელებული ცნობებით, უშიშროების საბჭო დღესვე განაახლებს ამ საკითხის განხილვას.


საქართველომ გამოაცხადა, რომ ერაყიდან გაიყვანს იქ განთავსებულ მთელს კონტინგენტს,
2000 სამხედრო მოსამსახურეს რათა დაეხმაროს თავის შეიარაღებულ ძალებს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ძალებთან გამკვლავებაში. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიას განცხადებას ეყრდნობოდა, დაგეგმილი იყო ერაყიდან საქართველოში 1000-მდე ჯარისკაცის ჩაყვანა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამოაქვეყნა განცხადება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია: "შეერთებული შტატები გამოთქვამს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ იერიში ავიაციით და რაკეტებით, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს თავისი სახმელეთო ჯარები საქართველოს ტერიტორიდან. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და მე ვესაუბრეთ მხარეებს და გავაგრძობთ მათთან თანამშრომლობას, რათა შეწყდეს დაპირისპირება. შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს თავის ევროპელ პარტნიორებთან საერთაშორისო შუამავლობისთვის ხელის შესაწყობად. ენერგიულად ვცდილობთ, ამ ძალისხმევაში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ საერათაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ დადგენილი საზღვრების ფარგლებში", ნათქვამია კონდოლიზა რაისის განცხადებაში.


პეკინის ოლიმპიადის ორგანიზატორები სინანულს გამოთქვამენ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო
და აცხადებენ, რომ კონფლიქტები ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ფასეულობებს. “ყველანი ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გვჯერა, რომ შესაძლებელია ყველა საკითხის მოგვარება დიალოგით”, განაცხადა ოლიმპიური საორგანიზაციო კომიტეტის პერს-მდივანმა ვანგ ვეიმ პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. გუშინ ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. გახსნის საზეიმო ცერემონიას 91 ათასი ადამიანი დაესწრო პეკინის ეროვნულ სტადიონზე. ცერემონიას ოთხ მილიარდამდე ადამიანი უყურებდა ტელევიზიით. ეს ყველაზე ძვირადღირებული საზეიმო გახსნა იყო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. პეკინის ოლიმპიური თამაშები 24 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში 200-ზე მეტი ქვეყნის 10 500 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას სპორტის 28 სახეობაში. ქართველი ათლეტებიდან სპორტულ ასპარეზობაში პირველი ჩაება ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი და წააგო საფრანგეთის წარმომადგენელთან.


აშშ-ის პრეზიდ ... სრულიად ნახვა »

კატეგორია : სხვა| ავტორი: Michael| მნახველები: 1027 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (0) 


სუპერკომპიუტერი ოთხი პლატის NVIDIA GeForce 9800 GX2 ბაზაზე

კიდევ ერთი სენსაცია: ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორებმა ააწყეს სუპერთანამედროვე კომპიუტერი, რომელშიც ჩადგმულია ოთხი უახლესი NVIDIA GeForce 9800 GX2 ვიდეოკარტა. დანარჩენი იხილეთ სრულიადში

ახალ კომპიუტერს გამოიყენებენ ისეთი ძლიერი სამუშაოების შესასრულებლად, როგორიცაა ტომოგრაფიული მეთოდების გამოთვლა, რაზეც უნივერსიტეტის პროფესორები მუშაობენ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ NVIDIA-ს 8 გრაფიკულმა პლატამ უფრო მეტი სიმძლავრე მისცა, ვიდრე Core 2 Duo-ს 300-მა 2,4 გჰზ მომუშავე პროცესორმა. ახალი გამოგონება უფრო სწრაფად და ეკონომიურად მუშაობს ვიდრე დღემდე არსებული სხვა სუპერკომიუტერები.
კომპიუტერი AMD-ს პლატფორმაზე მუშაობს, რადგან მეცნიერებმა ვერ იპოვეს Intel-ის ისეთი დედაპლატა, რომელსაც NVIDIA GeForce 9800-ის 4 ვიდეოკარტის მხარდაჭერა ექნებოდა. კომპიუტერში არის სპეციალური პროგრამა NVIDIA CUDA, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ვიდეოკარტის თანაბარ მუშაობას.


სუპერკომპიუტერი ოთხი პლატის NVIDIA GeForce 9800 GX2 ბაზაზე


სისტემის ტექნიკური მონაცემები:

სისტემური პლატა - MSI K9A2 Platinum

პროცესორი - AMD Phenom 9850; кулер —Scythe Infinity

ოპერატიული მეხსიერება - 4x 2 გბ Corsair Twinx DDR2 PC6400'

ვიდეოკარტა - 4x MSI 9800GX2

მყარი დისკი - Samsung Spinpoint F1, 750 გბ

კვების ბლოკი - ThermalTake Toughpower, 1500 ვატი

ქეისი - Lian-Li PC-P80 Armorsuit

კომპიუტერში დაყენებულია 64 ბიტიანი Windows XP.

ყველაზე დიდი პრობლემა რასაც მეცნიერები წააწყდნენ იყო 4 ვიდეოკარტის გაგრილება. იმის გამო, რომ ტემპერატურა მაღლა არ აწეულიყო მათ მოუხდათ ქეისის გვერდითა პანელის მოხსნა. მუშაობის სტანდარტულ რეჟიმში ტემპერატურა ქეისში 55 გრადუსია, ხოლო დატვირთულ რეჟიმში 85 გრადუსი.

ამ უნიკალური სისტემური ბლოკის ფასი 4000 ევროა.


კატეგორია : სხვა| ავტორი: GeoRge| მნახველები: 834 | დრო: 2008-08-02 | კომენტარები (1) 



აბა ალბათ სექტემბრამდე გემშვიდობებით არ მოიწყინოოოთ და სექტემბერში უფრო მაგარ სიაახლეებს და ბევ სიურპრიზებს გპირდებიიით ყველანი ძალიან მომენატრებიით,და თქვენ არააა???
კატეგორია : სხვა| ავტორი: lasha| მნახველები: 829 | დრო: 2008-07-31 | კომენტარები (0) 

WINDOWS-ის ხრიკები - Beef.Ge
 
გიშლით ნერვებს My Computer-ში პაპკა Shared Documents-ი?
შევდივართ
RegEdit HKEY_LOCAL_MACHINE SOFTWARE Microsoft Windows CurrentVersion Explorer My Computer NameSpace DelegateFolders და ვშლით {59031a47-3f72-44a7-89c5-5595fe6b30ee} - გასაღებს

PS: სანამ წაშლით მონიშნეთ ეგ გასაღები და Export-ი გაუკეთეთ იმ ვარიანტისთვის, აღდგენა თუ მოინდომეთ.

======================================
კომპიუტერის shortcut-ით გამორთვა
1. ჩამოვშალოთ დესკტოპზე "კონტექსტური" მენიუ და მივცეთ ახალი "მოკლეჭრა"
2. ჩავწეროთ გამოსულ ფანჯარაში "shutdown -5 -t"
3. მერე ყველაფერს დაეთანხმეთ და მიიღებთ "მოკლეჭრას"
4. მერე ორჯერ მიაკლიკეთ თქვენს ნამუშევარს და დაწექით დაიძინეთ
======================================

ნებისმიერი ფოლდერის "განაგვისყუთება"
ფოლდერში ვქმნით
Desktop.ini-ს შემდეგი შინაარსით
[.ShellClassInfo]
CLSID={645FF040-5081-101B-9F08-00AA002F954E}
მერე ამ ფაილს და ფოლდერს ვანიჭებთ system და hidden ატრიბუტებს და ნაგვის ყუთისც მზადაა!
სხვა ფაილებიც თუ გვქონდა ამ ფოლდერში, გაქრება თვალთახედვის არიდან.

ან:
შექმენი ფოლდერი და დაარ
ქვი
”რაიმე სახელი”.{645FF040-5081-101B-9F08-00AA002F954E}

======================================
როგორ შევაჩეროთ შეტყობინება windows ისგან იმის შესახებ რომ გვაქვს არასაკმარისი ადგილი მეხსიერებაში
ანუ ''warning on low disk space''

start->run->regedit->[HKEY_CURRENT_USERSoftwareMicrosoftWindows CurrentVersionPoliciesExplorer] მოვძებნოთ key '' NoLowDiskSpaceChecks'' და გავუწეროთ 1.

======================================

სხვადასხვა სტანდარტული ფოლდერების რეალური სახელები:

MyComputer:
keyname += "{20D04FE0-3AEA-1069-A2D8-08002B30309D}";

MyDocuments:
keyname += "{450D8FBA-AD25-11D0-98A8-0800361B1103}";

NetworkNeighbourhood:
keyname += "{208D2C60-3AEA-1069-A2D7-08002B30309D}";

RecycleBin:
keyname += "{645FF040-5081-101B-9F08-00AA002F954E}";

InternetExplorer:
keyname += "{871C5380-42A0-1069-A2EA-08002B30309D}";

======================================

Recicle Bin-ის დესკტოპიდან წაშლა:

start->run->regedit->HKEY_LOCAL_MACHINESOFTWAREMicrosoftWindows
CurrentVersionExplorer
DesktopNameSpace{645FF040-5081-101B-9F08-00AA002F954E} წაშალეთ ეს key და ეგაა რა

======================================
ვისაც Administrator-ის აკაუნტის გადარქმევა უნდა:
შევდივართ ადმინისტრატორის აკაუნტით და Documents and Settings დირექტორიაში ვქმნით ფოლდერს სასურველი სახელით. შემდეგ შევდივართ "My computer" -> Properties -> Advanced -> User Profiles->Settings, ვაჭერთCopy To-ს და ვაკოპირებთ Administrator-ის პროფილს ახლადშექმნილ დირექტორიაში
შემდეგ Start->Run->regedit ->HKLMSOFTWAREMicrosoftWindows NTCurrentVersionProfileList-ში ვნახულობთ Administrator აკაუნტის შესაბამის პაპკას და მასში ვნახულობთ გასაღებს ProfileImagePath. მას კი მნიშვნელობა "%SystemDrive%Documents and SettingsAdministrator"-ს ვუცვლით ახლადშექმნილი ფოლდერის მისამართით.
გავაკეთებთ LogOff-ს და შევდივართ ახალი უსერით. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ფოლდერი %SystemDrive%Documents and SettingsAdministrator-ი აღარ გვჭირდება და შეგვიძლია წავშალოთ.

======================================

MS Internet Explorer 5x:
1. შექმენით ფაილი test.htm, რომელშიც იქნება შემდეგი კომენტარი: “<!-- introducing the Trident team -->”. გაუშვით ფაილი ბრაუზერში, რის შემდეგადაც მიიღებთ პროგრამისტების სახელებს

======================================

Ascii Movie - Star Wars
Start->Run
telnet towel.blinkenlights.nl
OK
ველოდებით და იწყება ვარსკვლავური ომები, ერთ-ერთი ეპიზოდი, მთლიანად სიმბოლოებით გაკეთებული ფილმად

======================================

Shutdown XP Faster
კომპიუტერის გათიშვის დაჩქარება:
Start->Run->regedit
გადადიხართ HKEY_CURRENT_USERControl PanelDesktop-ზე და მარჯვენა ნაწილში ნახულობთ WaitToKillServiceTimeout-ს, ხსნით და დეფოლტად მდგარი 20000-ის ნაცვლად წერთ უფრო პატარა რიცხვს, მაგალითად 1000-ს, შემდეგ ისევ მანდვე ნახულობთ AutoEndTasks-ს და 0-ის მაივრად უწერთ 1-ს.
მერე გადადიხართ HKEY_LOCAL_MACHINESystemCurrentControlSetControl-ზე და წინანდელივით ხსნით WaitToKillServiceTimeout-ს, და ცვლით მნიშვნელობას 1000-ით.
შედეგად კომპიუტერი ნაკლებ დროს დაელოდება სერვისების გათიშვას, გამორთვისას არარეაგირებად პროცესებზე End now-საც აღარ შეგეკითხებათ და უფრო სწრაფად გაითიშება.

======================================
ე.ი. როგორ უნდა BSOD-ის ხელოვნურად გამოძახება:
1) შევდივართ Start=>Run=>regedit=>[HKEY_LOCAL_ MACHINE SYSTEM CurrentControlSet Services i8042prt Parameters]-ში
2) ვქმნით ახალ DWORD ტიპის პარამეტრს და ვარქმევთ სახელს "CrashOnCtrlScroll"-ს
3) დავაწკაპუნებთ ორჯერ მასზე და 0-ის მაგივრად ჩავუწერთ 1-ს და ვაჭერთ OK-ს
4) ვარესტარტებთ კომპიუტერს

BSOD-ის გამოძახება კი შემდეგნაირად ხდება:
ვაჭერთ მარჯვენა CTRL-ს + ორჯერ Scroll Lock-ს

PS: ჩემთან იმდენად სწრაფად ხდება დარესტარტება რომ BSOD-ი გამოჩენას ვერ ასწრებს.

ისე ხანდახან საჭირო რამეა, მაგალითად როცა კომპიუტერი დაეკიდება და როცა არაფერზე არ რეაგირებს, არც WIN-ღილაკზე და არც CTRL+ALT+DELETE-ზე(თუ კაი კომპი გაქ იშვიათია მარა ხდება ხოლმე). CTRL-ს + ორჯერ Scroll Lock-ს და რესტარტიც მზადაა(Reset ღილაკზე დაჭერა ტეხავს მაგრად)

======================================
ახლა კი გასწავლით თუ როგორ უნდა დამალოთ იუზერის აკაუნტი.
მაგალითად გაქვთ დოსტუპი რაიმე კომპთან, რომელზეც გაქვთ შეზღუდული უფლებები. თქვენ კი იასნია ადმიმის უფლებები გინდათ.
მაგრამ არის ხანდახან ისეთი მომენტი რომ რამოდენიმე ცუთით მაინც შეძელით უკვე დალოგინებული ადმინით კომპთან დაჯდომა. ხოდა ამ დროს აკეთებთ შემდეგს.
შედიხართ Control Panel-ში და აკეთებთ ახალ იუზერს ადმინის უფლებებით. იქვე ადებთ სასურველ პაროლს.

ახლა კი უნდა დავმალოთ ჩვენი ახალი აკაუნტი რომ არ გაგვჩითოს ადმინმა(გაჩითვა მაინც კი შეუძლია, მარა თუ სპეციალურად არ დაძებნა ან თუ შემთხვევით არ წააწყდა, ვერ ნახავს)

მივდივართ შემდეგი გზით:
Start=>Run=>Regedit=>HKEY_LOCAL_MACHINESOFTWA
REMicrosoftWindows NTCurrentVersionWinlogonSpecialAccountsUserList
ამ განყოფილებაში ვქმნით ახალ DWORD ტიპის მნიშვნელობას(value-ს). სახელწოდებაში ვუწერთ ჩვენი ახალი იუზერის სახელს, მნიშვნელობაში კი ვუტოვებთ 0-ს.
Regedit-ის ჩახურვამდე, მასში გადავალთ რომელიმე სხვა განყოფილებაში. თავი დავიზღვიოთ იმისგან რომ შემდეგი გახსნისას Regedit-ში თავიდანვე ეს განყოფილება არ გამოჩნდეს და არ დაგვწვას

ვსიო, ჩვენი აკკაუნტი აღარც Control Panel=>User Accounts-ში ჩანს და აღარც Welcom Screen-ზე.
ღოცა შესვლა მოგვინდება, Welcom Screen-ზე ორჯერ დავაჭერთ CTRL+ALT+DELETE-ს და გამოტანილ ფანჯარაში ჩავწერთ ჩვენს აკაუნტის სახელს და პაროლს...
ვუალია!

administrator-ის პაროლის განულება თვით ვინდოვსიდან:

შედიხართ start ->run (ა ... სრულიად ნახვა »
კატეგორია : სხვა| ავტორი: GeoRge| მნახველები: 1680 | დრო: 2008-07-23 | კომენტარები (1) 

                                                

ღვთისმშობელი ქართველებს გვაფრთხილებს


შეგახსენებთ ღვთისმშობლის გამოცხადებას ვაზისუბნის ტერიტორიაზე, რომელიც რატომღაც პრესამ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა მიივიწყეს. გთავაზობთ ამ გამოცხადების განხილვას.

2001 წლის 10 სექტემბერს, ანუ აშშ_ში განხორციელებულ სამხედრო დივერსიამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი სასწაული აღესრულა:მორწმუნე ქალბატონს, გულნარა კუკულაძეს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გამოეცხადა, რომელმაც მას საქართველოში უახლოეს ხანში მოსალოდნელ უმძიმეს განსაცდელზე აცნობა და მისგან თავის დახსნის შესაძლებლობაც აუწყა. მომხდარი სასწაული მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის, ამიტომ მეტად სამწუხაროა, რომ არ ხდეება ამ მოვლენის სათანადო გაშუქება.
ყურადსაღებია, რომ გამოცხადება მოხდა ჩვეულებრივ რიგით მორწმუნე ადამიანზე (ისიც დედაკაცზე) და არა რომელიმე სამღვდელო პირზე, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო . მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენი თანამემამულე, მათ შორის სამღვდელოების და მრევლის წარმომადგენლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ამ სასწაულებრივ მოვლენას, რომლის სინამდვილეს და სერიოზულობას ისიც ადასტურებს, რომ ქალბატონი გულნარა ძალზედ უბრალო და გასაგები ენით საუბრობს მეტად მნიშვნელოვან რელიგიურ საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ ყოფიერების მომენტებზე.
ქ-ნ გულნარას, როგორც აღვნიშნეთ, გამოეცხადა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი (მეორე სახელწოდებით ,,კარიბჭისა ''), რაც მეტად მნიშვნელოვანი მინიშნებაა, რამეთუ ეკლესიის ღირსი მამები სწორედ ამ ხატის საქართველოში დაბრუნებას უკავშირებენ ივერიის სულიერ გაბრწყინებას.
ქ-ნ გულნარამ, იხილა ,,მოტრიალე ხატი'' რაც უდიდესი განსაცდელის მომასწავებელი ნიშანია; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ათონის მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ მოთავსებული მარადუქრობი კანდელიც სწორედ მაშინ იწყებს ტრიალს , როდესაც რაიმე მძიმე განსაცდელია მოსალოდნელი.
მეტად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 10 სექტემბრის გამოცხადებაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს მოსალოდნელ ძნელბედობას - მსოფლიოში განვითარებულ გლობალურ კატაკლიზმებს უკავშირებს: ,,ძალიან დიდია განსაცდელი... მესამე მსოფლიო ომი იწყება''. ამ საშიშროების წინაშე კი მსოფლიო აღნიშნული გამოცხადების მეორე დღესვე აღმოჩნდა --- 11 სექტემბერი აშშ. ეს საშიშროება კი არ კლებულობს, არამედ დღითი დღე იზრდება და სულ უფრო რეალური ხდება.
ქ-ნ გულნარას თქმით, მან ღვთისმშობელს სთხოვა - ნიშანი მიეცა მისი ხილვის დასტურად, რაზეც ღვთისმშობელმა უპასუხა: ,,ამაზე მეტი ნიშანი რა გინდა, ამერიკა იწვის ზეციდან''
ღვთისმშობლის ეს სიტყვები სრულ შესაბამისობაში მოდის იოანე ღვთისმეტყველის ,,გამოცხადებაში'' აღწერილ ბოლო ჟამის მოვლენებთან, რომლის მიხედვით ,,ახალი ბაბილონის'' დაქცევა და განადგურება ზეციდან გარდამომავალ სასჯელს უკავშირდება: ,,და შემდგომად ამისა ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ჩამოდიოდა და მისი დიდებისგან განათდა მიწა. და შეჰღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო ბაბილონი დიდი, და ეშმაკთა სამკვიდროდ , და ყოველი უქმინდური და ბილწი ფრინველის საბუდად იქცა''.
აშშ-სთვის რომელიც ,,ტერორიზმთან საყოველთაო ბრძოლის'' ლოზუნგით მესამე მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავს, მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით რეალურ პერსპექტივად ჩანს.
ღვთისმშობელი გვიცხადებს, რომ ,,მესამე მსოფლიო ომის ტალღა საქართველოსაც გადაუვლის და გადმოუვლის'', რაც ერთობ შესაძლებელია და ამავე დროს ლოგიკურიც, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ (შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს) აშშ-ს შესთავაზა საქართველოს ტერიტორია სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად, ზოგიერთი ისლამური სახელმწიფოს ლიდერები და იგივე ტერორისტთა საველე მათაურები კი ღიად აცხადებენ, რომ ნებისმიერი ქვეყანა ვინც ამერიკას ღიად უჭერს მხარს ისინი საომარ შეტევას განახორციელებენ, და აშკარაა რომ საქართველო როგორც ამერიკის მოკავშირე ქვეყანა 3-ე მსოფლიო ომის მონაწილეთა სიაში წერია. აშშ კი ნამდვილად ვერ დაიცავს ჩვენ უსაფრთხოებას, რამეთუ მას საკუთარი თავი ვერ დაუცვია მსგავსი მოვლენებისგან, გარდა ამისა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უდავოდ აღიზიანებს ერთმორწმუნე რუსეთს, რომელსაც საყოველთაო არეულობის ვითარებაში არ გაუჭირდება საქართველოზე თავდასხმის საბაბის მოძიება. ასე რომ საქართველო ორმაგი დარტყმის ქვეშ ექცევა.
ღვთისმშობელი მარიამი ჩვენ, ქართველებს გვადანაშაულებს საქართველოს ამჟამინდელ უმძიმეს მდგომარეობაში, რაც აუცილებლად ჩვენი ურწმუნოებიდან და ღვთისგან განდგომისგან მომდინარეობს: ,,რას დაამსგავსეთ ჩემი საყვარელი საქართველო, როგორ დღეში ჩააგდეთ იგი. რატომ მიიყვანეთ საქართველო ამ მდგომარეობამდე, როგორ ჩააგდეთ ამ გაჭირვებაში'' ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა მთელი გამოცხადების განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატი და გამუდმებულად ტიროდა.
---თუმცა ღვთისმშობელი არ გვტოვეს ბედის ანაბარა და გვისახავს ხსნის გზას. იგი მოგვიწოდებს სინანულის (ცოდვების მონანიების) და ლოცვებისაკენ, რაც ერთად ერთი საშუალებაა საქართველოს როგორც სულიერი ისე ფიზიკური გადარჩენისა: ,,თუ გულით ილოცებთ, გადარჩებით და საქართველოც გაბრწყინდება სულიერად... განსაკუთრებით ახალშენებულმა ტაძრებმა გააძლიერონ ლოცვა და ცოდები მოინანიონ... 3-ე მსოფლიო ომის ტალღა საქართველოსაც გადაუვლის და გადმოუვლის, თუ თქვენი ლოცვა არ დამეხმარება, რომ გავძლიერდე და ისევ თქვენთვის ვიბრძოლო''. რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი მარიამი ზეცაში იბრძვის და ევედრება უფალს გადაარჩინოს საქართველო ფიზიური განადგურებისგან.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი ჰფარავდეს ქართველ ერს და ყველა მორწმუნე ქრისტიანს. ამინ!


კატეგორია : სხვა| ავტორი: GeoRge| მნახველები: 2483 | დრო: 2008-07-21 | კომენტარები (0) 

ეს არის ჩემი საიტის გუნდის მიერ მომზადებული ვიდეე-გაკვეთილი, თუ როგორ უნდა დააყენოთ დლეს ადაპტირებული შაბლონი თქვენს უცოზის საიტზე !!!

ზომა: 0.8 მბ
ატვირთულია: Alldrives.Ge - ზე.

კატეგორია : სხვა| ავტორი: Rinno| მნახველები: 948 | დრო: 2008-07-15 | კომენტარები (0) 


საქართველოში ასე გავრცელებული და პოპულარული, პაოლო კოელიოს - ალქიმიკოსი (აუდიო წიგნი) გადაწერეთ დამიჯერეთ მოგეწონებათ

გადმოწერა
კატეგორია : სხვა| ავტორი: lasha| მნახველები: 3943 | დრო: 2008-07-14 | კომენტარები (7) 



ალბათ გსმენიათ უნიკალური მხატვრის, სალვადორ დალის შესახებ.
ეს არის მისი ნამუშევრების სლაიდ-შოუ. მართლა მაგარი ნახატებია და გირჩევთ გადაწეროთ ;)



კატეგორია : სხვა| ავტორი: GeoRge| მნახველები: 873 | დრო: 2008-07-12 | კომენტარები (0) 



ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს,მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად.ღვთის მადლო არ მოგკლდებოდეთ და მუდამ გფარავდეთ
კატეგორია : სხვა| ავტორი: lasha| მნახველები: 1424 | დრო: 2008-07-12 | კომენტარები (3) 



სანდრა ელისაბედ რულოვსის ბიოგრაფია

გადმოწერა
კატეგორია : სხვა| ავტორი: lasha| მნახველები: 1175 | დრო: 2008-07-08 | კომენტარები (0) 

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
შესვლა

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა

მეგობარი საიტები

Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

იუბილარები:

Created By CHAP-CHAP & Pirlo© 2024