კიდევ ერთი სენსაცია:
ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორებმა ააწყეს სუპერთანამედროვე
კომპიუტერი, რომელშიც ჩადგმულია ოთხი უახლესი NVIDIA GeForce 9800 GX2
ვიდეოკარტა. დანარჩენი იხილეთ სრულიადში
ახალ
კომპიუტერს გამოიყენებენ ისეთი ძლიერი სამუშაოების შესასრულებლად,
როგორიცაა ტომოგრაფიული მეთოდების გამოთვლა, რაზეც უნივერსიტეტის
პროფესორები მუშაობენ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ NVIDIA-ს 8 გრაფიკულმა
პლატამ უფრო მეტი სიმძლავრე მისცა, ვიდრე Core 2 Duo-ს 300-მა 2,4 გჰზ
მომუშავე პროცესორმა. ახალი გამოგონება უფრო სწრაფად და ეკონომიურად
მუშაობს ვიდრე დღემდე არსებული სხვა სუპერკომიუტერები.
კომპიუტერი
AMD-ს პლატფორმაზე მუშაობს, რადგან მეცნიერებმა ვერ იპოვეს Intel-ის ისეთი
დედაპლატა, რომელსაც NVIDIA GeForce 9800-ის 4 ვიდეოკარტის მხარდაჭერა
ექნებოდა. კომპიუტერში არის სპეციალური პროგრამა NVIDIA CUDA, რომელიც
უზრუნველყოფს ყველა ვიდეოკარტის თანაბარ მუშაობას.
სისტემის ტექნიკური მონაცემები:
სისტემური პლატა - MSI K9A2 Platinum
პროცესორი - AMD Phenom 9850; кулер —Scythe Infinity
ოპერატიული მეხსიერება - 4x 2 გბ Corsair Twinx DDR2 PC6400'
ვიდეოკარტა - 4x MSI 9800GX2
მყარი დისკი - Samsung Spinpoint F1, 750 გბ
კვების ბლოკი - ThermalTake Toughpower, 1500 ვატი
ქეისი - Lian-Li PC-P80 Armorsuit
კომპიუტერში დაყენებულია 64 ბიტიანი Windows XP.
ყველაზე
დიდი პრობლემა რასაც მეცნიერები წააწყდნენ იყო 4 ვიდეოკარტის გაგრილება.
იმის გამო, რომ ტემპერატურა მაღლა არ აწეულიყო მათ მოუხდათ ქეისის
გვერდითა პანელის მოხსნა. მუშაობის სტანდარტულ რეჟიმში ტემპერატურა ქეისში
55 გრადუსია, ხოლო დატვირთულ რეჟიმში 85 გრადუსი.
ამ უნიკალური სისტემური ბლოკის ფასი 4000 ევროა.