შაბათი, 2024-11-23, 11:17 PM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილიგასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 870



 



მთავარი » 2008 » აგვისტო » 9 » შეწყვიტა თუ არა ისრაელმა საქართველოსთვის იარაღის მიწოდება
შეწყვიტა თუ არა ისრაელმა საქართველოსთვის იარაღის მიწოდება
2:01 PM

5 აგვისტოს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა ისრაელის მიერ წარმოებული იარაღის საქართველოსთვის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ებრაული გაზეთის, ”ჰაარეთზის”, ცნობით, ისრაელის მთავრობამ გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლით მიიღო. სხვათა შორის, იმავე გაზეთმა 2005 წელშიც გაავრცელა მსგავსი შინაარსის განცხადება, რაც გამოგონილი აღმოჩნდა.

ისრაელი საერთაშორისო სამხედრო ბაზარზე ცნობილია მოწინავე ტექნოლოგიებით და მაღალი კლასის იარაღის სპეციალისტებით, რომლებსაც კარგად ძალუძთ არა მხოლოდ დასავლური, არამედ საბჭოური მოდელის სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაცია. ამის გამო ისრაელთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ორმაგად მომგებიანი იყო საქართველოსათვის, რომელსაც შეიარაღებაში მრავლად აქვს შემორჩენილი საბჭოური წარმოების საბრძოლო ტექნიკა, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა. სამხედრო ექსპერტის თქმით, ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტა საქართველოსათვის საკმაოდ ცუდი იქნება:

[ირაკლი ალადაშვილი]”შეიძლება სხვა ქვეყნებთანაც თანამშრომლობა. აქ მთავარია, თუ რამდენად აქვს გავლენა იმავე რუსეთის ხელისუფლებას სხვა ქვეყნებზე. იმიტომ რომ ხედავთ, რომ ევროპა, გარკვეულწილად, თავს იკავებს იარაღის მოწოდებაზე. აქ ჩანს რუსეთის გავლენა. აშშ-ებსაც არ სურს რუსეთი გააღიზიანოს, თუმცა გარკვეული ტიპის შეიარაღება შემოდის. იმავე მ-4 ავტომატური კარაბინის ყიდვაც აშშ-ში ამაზე მეტყველებს.”(სტილი დაცულია)

არადა, ებრაულ გაზეთ ”ჰაარეთზის” ცნობით, ისრაელმა, თურმე, სწორედ რუსეთის დიპლომატიური ზეწოლის გამო შეწყვიტა საქართველოს შეიარაღება. ეს ინფორმაცია რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ნამდვილ სენსაციად აქციეს. სააგენტო ”რია-ნოვოსტის” ცნობით, რუსეთმა ისრაელის დარწმუნება, თურმე, იმით შეძლო, რომ საქართველოს მოსაზღვრე რაიონები ტერორისტების თავშესაფარია, ხოლო ისრაელის მიერ მიწოდებული იარაღი, შესაძლოა, ტერორისტების ხელთ აღმოჩნდეს. თუმცა იქვე რუსული სააგენტოები იმასაც იტყობინებოდნენ, რომ ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი საკმაოდ უარყოფითად შეხვდა სამხედრო პროექტების შესაძლო შეწყვეტას საქართველოსთან. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, ისრაელ-საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რომელიც 1998 წლიდან დაიწყო, ორმხრივად სასარგებლო იყო:

[ირაკლი ალადაშვილი] ”მას შემდეგ მოდერნიზებულია საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი. ასევე შესყიდული იქნა ”ლარ 160”-ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები. ასევე, ”გრად-ლარის” ტიპის ანალოგიური დანიშნულების საარტილერიო დანადგარები. მცირე რაოდენობით იყო თავის დროზე ”ტავ-2”ტიპის ავტომატები ნაყიდი. და, ასევე, გარკვეული თანამედროვე აპარატურა ყენდებოდა ქართულ ჯავშან ტექნიკაზე. ამის გარდა, იყო ”ჰერმესის” ტიპის უპილოტო თვითმფრინავის პროექტები.”(სტილი დაცულია)

იგეგმებოდა სხვა პროექტების შესყიდვა, რაც, ებრაულ და რუსულ მედიას თუ ვენდობით, ისრაელის მხარემ შეწყვიტა რუსეთის დიპლომატიური ზეწოლის გამო. ამ ინფორმაციას 5 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ თემურ იაკობაშვილი გამოეხმაურა. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში უარყო პრესის განცხადება და თქვა, საქართველო გააგრძელებს იარაღის შესყიდვას ისრაელისგანო. მოგვიანებით არც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. სხვათა შორის, ანალოგიური რამ მოხდა 2005 წლის გაზაფხულზე. მაშინაც ვრცელდებოდა ინფორმაცია ისრაელის მხრიდან საქართველოსთან იარაღით ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ, რაც მოგვიანებით დეზინფორმაცია აღმოჩნდა და თავად ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო.

P.S. ვენაცვალე ისრაელს და ყველა ებრაელს,იმისათვის რომ ასე გვეხმარება

კატეგორია: სხვა | ნახვა: 988 | ავტორი: Michael | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლა

კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა

მეგობარი საიტები
Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0

Created By CHAP-CHAP & Pirlo © 2024