ორშაბათი, 2024-03-18, 9:37 PM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილი გასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 870



 



მთავარი» 2008 » აგვისტო » 22 [ სიახლის დამატება ]


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, რევაზ მინდორაშვილი (84 კგ) ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ქართულ გუნდს მორიგი ოქრო შემატა.
ნახევარფინალში, რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გიორგი კეტოევის ბრწყინვალე სტილში დამარცხების შემდეგ, ფინალში, რეზოს მეტოქე ტაჯიკეთის წარმომადგენელი, იუსუპ აბდუსალომოვი იყო.
ფინალური შეხვედრის პირველი სეტის საწყისი წუთი უქულოდ მიილია. ერთ მომენტში კი, ტაჯიკი რეზოს ფეხში შეუვარდა და ხელში აიტაცა. აბდუსალომოვს ისეთი პოზიცია ჰქონდა, რომ თავისუფლად შეეძლო, სუფთა მოგებაც გაეფორმებინა, თუმცა, ქართველი ფალავნის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ურთულესი მდგომარეობიდან თავის დაღწევა შეძლო და ქულაც კი მოიპოვა. ამავე დროს, მსაჯებმა ქულა ტაჯიკსაც მისცეს.
ამის შემდეგ, რეზომ კიდევ 1 ქულა აუღო მოწინააღმდეგეს. თუმცა, შემდეგ, თავისივე წამოწყებულ ილეთზე წამოეგო, რისთვისაც ტაჯიკმა 2 ქულა დაიმსახურა და სეტიც მის სასარგებლოდ დასრულდა – 3:2.
პირველი სეტის მოგება, აბდუსალომოვს ძვირად დაუჯდა, რადგან მეორე სეტში, მინდორაშვილმა მას გასაქანი აღარ მისცა, ზედიზედ 3 ქულა აუღო და პერიოდი 3:0 მოიგო.
გადამწყვეტ, მესამე სეტში, მინდორაშვილი ბევრად უფრო შემართული ჩანდა, ვიდრე ტაჯიკი, რაც მათ ჭიდაობაზეც აისახა. ქართველმა ქულა ჯერ მეტოქეზე ზემოდან მოქცევისთვის აიღო, მერე ორჯერ ხალიჩიდან გაიყვანა, რაც მსაჯებმა ჯერ ერთი, ხოლო მერე – 2 ქულით შეაფასეს და საბოლოოდ, 4:0 დაფიქსირდა, რაც საერთო ჯამში, მინდორაშვილის გამარჯვებას და ოლიმპიურ ჩემპიონობას ნიშნავდა.
მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: გიორგი კეტოევი (რუსეთი) და უკრაინელი ტარას დანკო.
რევაზ მინდორაშვილმა, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს, მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

კატეგორია : სპორტი| ავტორი: Michael| მნახველები: 900 | დრო: 2008-08-22 | კომენტარები (0) 

შესვლა

კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა

მეგობარი საიტები

Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

იუბილარები:
lukaft(26) ; yveri(35)

Created By CHAP-CHAP & Pirlo© 2024