ხუთშაბათი, 2024-11-21, 7:41 AM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილი გასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 870



 



მთავარი» 2008 » აგვისტო » 21 [ სიახლის დამატება ]


აგვისტო 8, 2008

(1) 09:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა 3-5 ჭურვი ჩამოაგდო სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ფოთი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალთან და საქართველოს სამხედრო რადარებიდან 300-500 მეტრის მოშორებით.
(2) 10:30 რუსულმა СУ-24 დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ. შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაშავდა
(3) 10:57 ექვსი რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე და მესამე - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე.
(4) 15:05 რუსული სამხედრო თვითმფრინავები შემოვიდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან, ჩამოაგდეს ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში და გაბრუნდნენ უკან.
(5)(6) 16.30 რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზები, რომლებიც თბილიდან სამხრეთით 20 და 30 კიმოლეტრშია. ორი თვითმფრინავი განადგურდა მიწაზევე. დაინგრა შენობა-ნაგებობებიც და არის მსხვერპლი
(7) 17:00 მარნეულის სამხედრო საავიაციო ბაზა დაიბომბა მეორედ და არის მსხვერპლი
(8) 17:35 კონფლიქტის ზონის გარეთ, თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე მარნეულის სამხედრო აეროდრომი მესამედ დაიბომბა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. სამჯერადი დაბომბვის შედეგად განადგურდა სამი AN-2 ტიპის თვითმფრინავი და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები.
(9) 18:45 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ დაიბომბა გორის საარტილერიო ბრიგადა

აგვისტო 9, 2008

(10) 00:12 დაიბომბა ქალაქ ფოთის პორტი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი
(11) 00:17 მნათობი ჭურვები ჩამოვარდა სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 213 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონის გარეთაა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი.
(12) 00:20 ვაზიანის პოლიგონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კილომეტრში მდებარეობს, კვლავ დაიბომბა. დაბომბვის შემდეგ ორი ჭურვი არ აფეთქებულა.
(13) 01:00 მეორეჯერ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქიტის ზონის გარეთ და სრულიად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს.
(14) 01:20 გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, რომელიც თბილისის სამხრეთით 20 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ დაიბომბა, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა
(15) 10:00 ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი დაიბომბა რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ
(16) 10:22 რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ გორის დაბომბვას, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს
(17) 12:40 კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი
(18) 14:00 რუსეთის საჰაერო ძალები დაესხნენ თავს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს
(19) 16:35 დაიბომბა ონი
(20) 22:30 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ჩხალთა, ზემოაფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მსხვერპლი არ არის.

აგვისტო 10, 2008

(21) 05:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს
(22) 07:40 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა
(23) 08:45 ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ თავდასხმა განახორციელა ზემო აფხაზეთზე, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ.
(24) 11:15 გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ
(25) 15:00 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სოფელი კნოლევი ქარელის რაიონში
(26) 15:10 რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს შეტევა ზემო აფხაზეთზე. რეგიონი დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ
(27) 16:05 რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა გორი
(28) 16:10 რუსულმა ავიაციამ დაბომბა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი. შედეგად ხიდზე გაჩნდა ხანძარი და მისი ჩაქრობის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
(29) 19:05 რუსეთის ავიაციამ ჩამოყარა ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში
(30) 19:10 საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენი” კვლავ გახდა რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი
(31) 19:35 დაიბომბა სენაკი (დასავლეთ საქართველო) ორი ავიაგამანადგურებლის მიერ
(32) 20:25 ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)

აგვისტო 11, 2008

(33) 00:30 დაიბომბა სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური გორის დასავლეთით სოფელ შავშვებში
(34) 00:31 რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(35) 03:05 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან). დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო, მსხვერპლი არ არის.
(36) 03:12 დაიბომბა ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს)
(37) 03:26 დაიბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(38) 04:30 საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა
(39) 04:37 სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად.
(40) 05:00 რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთით დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი
(41) 06:10 დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი. დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი;
(42) 07:15 სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ;

აგვისტო 12, 2008

(43) 09:30 - 10:55 რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაბომბეს გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი;

კატეგორია : სხვა| ავტორი: Michael| მნახველები: 1890 | დრო: 2008-08-21 | კომენტარები (4) 



ინფორმაცია კლიპზე:
შემსრულებელი:
ქართველი მომღერლები
სიმღერის სახელწოდება: გამარჯვება მშვიდობისთვის
ხანგრძლივობა: 00:03:07
ფორმატი: Mpg
ხარისხი: DvDrip
ვიდეო: Mpeg2 Video 720 x 576 (4:3) 25fps 5459Kbps
აუდიო: Mpeg Audio 48000Hz Stereo 224Kbps
რეზოლუცია: 720 x
576
ზომა: 120 MB

P.S 42-მა ქართველმა მომღერალმა ჩაწერა სიმღერა სახელწოდებით ”გამარჯვება მშვიდობისთვის”. ამით მათ გამოხატეს საკუთარი პოზიცია და დამოუკიდებლობა რუსეთის ვერაგული ქმედებისადმი.
პროექტის ინიციატორი ანრი ჯოხაძე.სწორედ დედამისმა,ქალბატონმა რუსუდან ჩხეიძემ დაწერა მუსიკა,ხოლო ტექსტი ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის.კადრები აღებულია მიმდინარე იმის კინოქრონიკიდან.

გადმოწერა
კატეგორია : კლიპები| ავტორი: lasha| მნახველები: 920 | დრო: 2008-08-21 | კომენტარები (0) 

ქართველმა ჰაკერებმა რუსეთის სამთავორბო ინტერნეტ-გვერდი გატეხეს, რომელიც http://www.fsoz.gov.ru/ მისამართძე იმყოფება. ინტერნეტ რესურსი რუსეთის თავდაცვის ერთერთ ფედერალურ უწყებას ეკუთვნის. საიტის გატეხვის ფაქტი პრესა.გე-ს მიერ 16:22-ზე დაფისქირდა.
”გატეხილ” ინტერნეტ-რესურსზე ქართველმა ჰაკერებმა განათავსეს გორში მომხდარი ტრაგედიის ამსახველი ფოტო (Reuters) და ბანერი მოწოდებით STOP RUSSIA.

ჯერ უცნობია, თუ როდის შეძლებს რუსეთის შესაბამის უწყება ქართული ჰაკერული ”თადასხმის” შედეგების გამოსწორებას, მაგრამ ეს უკვე რიგირთ მეორე შემთხევაა, როდესაც ქართველმა ჰაკერებმა რუსულ ინტერნეტ-სივრცეს შეუტიეს.

12 აგვისტოს რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ”დაჰაკული” საიტები საქართველოს სიმბოლიკას და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის უცენზურო გამოსახულებებს შეცავს.

როგორც ჰაკერთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ბექამ განაცხადა, მათ ”უპასუხეს ზუსტად იმ მეთოდით, რა მეთოდიც მანამდე ქართული სამთავრობო და ინფორმაციული რესურსები იყო გატეხელი”.

რუსეთის მხარემ ე.წ. DDos შეტევებით შეძლო რამოდენიმე პოპულარული ქართული საინფორმაციო რესუსრსის მუშაობის შეფერხება, ხოლო რამოდენიმე ინტერნეტ-გვერდი საერთოდ გაეთიშა.

პირველი ქართული Cyber-შეტევის დროს ქართველმა ჰაკერებმა კომერციული და პერსონალური ინტერნეტ-გვერდები გატეხეს, რომელთა უმრავლესობა უფასო (FREE) სერვერებზეა განთავსებული.

კატეგორია : სხვა| ავტორი: Michael| მნახველები: 1111 | დრო: 2008-08-21 | კომენტარები (1) 

შესვლა

კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა

მეგობარი საიტები

Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

იუბილარები:

Created By CHAP-CHAP & Pirlo© 2024