დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში საინტერესოა ერთი ნიშანდობლივი ფაქტი.
დავითი დიდგორის ბრძოლამდე პერიოდულად არბევდა თბილისში შემოსულ
თურქ-სელჩუკთა რაზმებს. კერძოდ, ერთხელ, თბილისში, ქალაქ განჯიდან ვაჭართა
ქარავანი შემოვიდა, რომელსაც მცველად თურქთა მრავალრიცხვანი რაზმი
შემოჰყვა. ამის შესახებ დავითს მსტოვრებმა მოახსენეს. მეფემ სელჩუკების
ქალაქიდან გამოტყუება და განადგურება განიზრახა. ამ მიზნით, ავჭალის ხევში
300 მხედარი ჩაასაფრა. 15 რჩეული ცხენოსანი ლოჭინის ხევში, თბილისის
მოქალაქეთა კუთვნილი, მობალახე ნახირის მოსაპარად გაგზავნა, რათა ნახირის
უკან დაბრუნების მოტივით ქალაქიდან გამოეტყუებინა თურქები. თავად კი,
სრულიად შეუჭურველი მხოლოდ და მხოლოდ ხმლის ამარა ავჭალისა და ლოჭინის შუა
გზაზე ჩირგვნარში ჩასაფრდა, რადგან როგორც კი შორიდან იხილავდა მოტაცემული
ნახირით მომავალ 15 რაზხმელს, დროულად შეეტყობინებინა ეს 300 მხედრისთვის
და სელჩუკების წინააღმდეგ საომრად წამოეყვანა.
მეფემ თან საღვთისმეტყველო წიგნი წაიღო და ვინაიდან მოულოდნელად ბრძოლის
დაწყებას არ ფიქრობდა, კითხვას შეუდგა. სამწუხაროდ, ისე გაერთო კითხვით,
რომ ვენც ნახირით უკან მობრუნებული 15 რაზმელი შეამჩნია და ვერც მათ კვალს
გამოდევნებული სელჩუკები. მდევრად კარგად აღჭურვილი ასზე მეტი მუსულმანი
წამოსულიყო. სელჩუკებმა შორიდანვე ისრებით დაუხოცეს ქართველებს ცხენები.
ალყაში მოიქციეს და განადგურება დაუპირეს. წიგნის კითხვით გართულ მეფეს
ბრძოლის ხმა არ ესმოდა. ქვეითად დარჩენილ ქართველებს ომი მეტისმეტად
გაუჭირდათ. მეფე სასიკვდილოდ განწირულთა კივილმა გამოაფხიზლა. წიგნი იქვე
დატოვა. ამხედრდა და მარტოდმარტო, შეუჭურველი გაექანა ბრძოლის ველისკენ.
მას რომ გადაეწყვიტა 300 ჩასაფრებულ რაზმელთან დაკავშირება, ცხადია, იოლად
გაუსწორდებოდა 100 სელჩუკს, მაგრამ ალყაში მოქცეულ 15 ქართველს ცოცხალს
ვეღარ მიუსწრებდა. მეფემ თავი სასიკვდილოდ გაწირა. მტრის რაზმებში შევარდა
და ელვისებურად დახოცა 15 თურქმენი. ქართველებს მათ ცხენებზე ამხედრების
საშუალება მისცა და ერთიანად ოთხმოცდაათზე მეტი სელჩუკი მოსპეს.
თბილისამდე თურქთა მძორები ეყარა: "ხოლო ფრიადის ცემისაგან დავითის
ხრმალმანცა დაღვარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი". მეფემ, არნახული გმირობის
ფასად, თავისი რაზმელები სიკვდილისგან იხსნა და მბსოლუტური წარმატებით
დაასრულა სამხედრო ოპერაცი. როდესაც ავჭალის ხევში ჩასაფრებულ 300
მხედართან დაბრუნდა და მათ მომხდარის შესახებ შეიტყვეს, არათუ არ შეუქეს
საქციელი ძლევამოსილ მეფეს, არამედ ამხილეს და ბრალი დასდეს არასწორი
ქმედებისთვის. დავითს, როგორც მეფესა და მთავარსარდალს, უფლება არ ჰქონდა
სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო, თუნდაც 15 ერთგული ყმის გადასარჩენად. დავითი
ხომ მთელი საქართველოს სასოება იყო.
ეს ფაქტი მრავალ რამეზე მეტყველებს. აქედან ჩანს, თუ რაოდენ ძვირფასი იყო
დავითისთვის წიგნიერება. ამასთან, საოცარია მეფის ნებისყოფა და
წონასწორობა. გამაოგნებელია, როგორ შეეძლო მეფეს ექსტრემალურ სიტუაციაში
მთელი არსებით ჩართულიყო საღვთისმეტყველო ამბავთა წვდომაში. საოცარია
დავითის ინდივიდუალური სიმამაცე და მეომრული ნიჭი, პასუხისმგებლობის
გრძნობა. აკი მან ვერ აპატია თავს, რომ მისი დაუდევრობის გამო შეიძლებოდა
15 ვაჟკაცი დაღუპულიყო. უნებლიეთ გვახსენდება ქრისტეს იგავი "მწყემს
კეთილზე", რომელმაც მთელი ფარა მიატოვა და ერთი გზააბნეული კრავის
გადასარჩენად ყველაფერი გაწირა.
ყველაზე საინტერესო მეფისა და მისი რაზმელების ურთიერთ-დამოკიდებულებაა,
რომელიც, როგორც ჩანს, დამახასიათებელი იყო ქართული მონარქიისთვის. თუნდაც
არნახული გმირობა ჩაედინა მეფეს, მის შეცდომაზე ჯარისკაცებიც კი არ
ხუჭავდნენ თვალს, არ პირფერობდნენ, გუნდრუკს არ უკმევდნენ, პირში
ამხელდნენ და განსჯიდნენ. და, სწორედ ამ გზით აქანდაკებდნენ ქართულ
ზნეობას, დიდ და ღირსეულ საქართველოს აშენებდნენ.
დავით აღმაშენებელმა გამეფებისთანავე დასახა საქართველოს განვითარების და
აღორძინების გეგმის ზოგადი კონტურები. 1089-1110 წლებში შექმნა მონა-სპა;
ჩაოაყალიბა რეგულარული არმია; ჩაატარა რუის-ურბნისის კრება; განახორციელა
არსებული სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმა; ააგო სრულიად ახალი სახელმწიფო
სისტემა; შემოიერთა კახეთ-ჰერეთი; ქვემო ქართლი, მტერთაგან მიტაცებული
მესხეთის მიწები.
საქართველოს მეფის იურისდიქციის მიღმა მხოლოდ თბილის-რუსთავ-დმანისის
აგლომერაცია და ლორესა და გიშის ციხეები რჩებოდა. ხსენებული ქალაქები 70
წლის მანძილზე რესპუბლიკური წყობით ცხოვრობდნენ. მართალია, ისინი
პერიოდულად ქართველ მეფეთა სიუზერენობასაც აღიარებდნენ, მაგრამ მათთვის
უშუალოდ მონარქის მფლობელობაში გადასვლა, სოციალური თვალსაზრისით,
პრობლემატური საკითხი იყო. ამასთან, თბილისი, მსოფლიო სავაჭრო
მაგისტრალის, აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო. დავით
აღმაშენებელს საქართველოს ძველი დედაქალაქის შემოერთება მხოლოდ და მხოლოდ
მისი ინფრასტრუქტურისა და მაღალ კატეგორიის ვაჭარ-ხელოსნური კადრების
ძირითადი ნაწილის შენარჩუნებით სურდა.
ერთი სიტყვით, დავით აღმაშენებელი თბილის-დმანის-რუსთავის დაუფლების
საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ამ პრობლემის გადაჭრა გარკვეულ დროსა
და მზაობას მოითხოვდა. სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლი საქართველოს
გაერთიანების შემდეგ, შირვანთან, სომხებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან
ალიანსში განაგრძობდა ბრძოლას ისლამურ კოალიციასთან. ეს პროცესი,
შესაძლოა, ათწლეულების მანძილზეც გაგრძელებულიყო. რასაც, ალბათ, დავითის
სიცოცხლე არც კი ეყოფოდა.
1110 წლისთვის, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს მსოფლიოს
ზესახელმწიფოდ გადაქცევის პრეტენზია ჰქონოდა. უბრალოდ, იმ დროისთვის
დავითის უმთავრეს მიზანს საქართველოს გაერთიანების დასრულება და
პარტნიორებთან მტკიცე კავშირის შენარჩუნება შეადგენად.
1110 წელს მოხდა ერთი ფაქტი, რომელმაც დავით აღმაშენებლის მიზნები
რადიკალურად შეცვალა და სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა საქართველოს
პერსპექტივები.
1110 წელს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა გიორგიმ, თრიალეთის მმართველ
თევდორეს, აბულეთისა და იოანე ორბელის თანაშემწეობით, ელვისებური სამხედრო
ოპერაცი ჩაატარა. თურქეთაგან გაათავისუფლა სამშვილდე და ქვემო ქართლი.
სწორედ ამ წელს, თრიალეთში ისე შემოვიდა თურქ-სელჩუკთა ასი ათასიანი
არმია, რომ დავით აღმაშენებლის მსტოვრებმა წინასწარ ვერაფერი შეიტყვეს.
მეფე ნაჭარმაგევს იმყოფებოდა. დაყოვნება შეუძლებელი იყო.მტერს
ხელეწიფებოდა აქამდე განთავისუფლებული სიმაგრეების ხელახლა დაუფლება.
დავითმა განიზრახა 1500 კაცით მოულოდნელად თავს დასხმოდა მტრის
სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვან მხედრობას. სამწუხაროდ, იმ დროს მეფეს
მხოლოდ ეს 1500 მოლაშქრე ახლდა. დავითის მებრძოლებმა გზის გავლას მთელი
ღამე მოანდომეს და გამთენიისას, თრიალეთში მყოფ სელჩუკებს თავს დაესხნენ.
არნახული სისწრაფით მოძრაობდნენ ქართველები. იბრძოდნენ შუბებით,
მშვილდებით, ხმლებით, ხანჯლებით... ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელად. მეტრი
ტოვებდა საქონელს, ცხენებს, კარვებს, საგანძურს და საბრძოლო პოზიციებიდან
გარბოდა. დავითმა სელჩუკებს ღამით დევნა არ დაუწყო. ფიქრობდა, რომ
გამთენიისას, სადმე, ახალ პოზიციაზე გამაგრებული თურქები ბრძოლას
განაახლებდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1500 ქართველს ისე გაენადგურებინა
მუსლიმანთა ასი ათასიანი მხედრობა, რომ იავარყოფილი აგარიანები, არათუ
გასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ აღარც კი ფიქრობდნენ
ერთმანეთთან დაკავშირებას.
თრიალეთის ოპერაციის დროს სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვანი მტრის
განადგურებამ დავით აღმაშენებლი დაარწმუნა თავისი მონა-სპისა და
რეგულარული არმიის უდიდესი შესაძლებლობებში. მან განიხრახა, მსოფლიო
ისტორიაში მანამდე არნახული გენერალური ბრძოლის, ასე ვთქვათ, სამხედრო
სპექტაკლის დადგმა.
დაიწყო 11-წლიანი მზადება იმ ბრძოლის ორგანიზება-პროვოცირებისთვის,
რომელსაც დიდგორის ომი ეწოდა, ანუ "ძლევაი საკვირველი". თუკი ყოველივე
დავითის გეგმის თანახმად განხორციელდებოდა, საქართველოს შეეძლო
გაერთიანებულიყო და გათავისუფლებულიყო სელჩუკთა უღლისაგან და არა მარტო
ანტიისლამური კოალიციის ერთ-ერთ წევრად დარჩენილიყო, არამედ იკვეთებოდა
მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივა.
დავითმა აიღო შემდეგი ციხე-ქალაქები: 1115 წელს - რუსთავი, 1117 წელს -
გიში, 1118 წელს - ლორე. არ აიღო დმანისი და ხელუხლებლად დატოვა დიდგორზე
და მანგლისზე გამავალი გზა, რომელიც თბილისს დმანისთან და აქედან კი
ისლამურ სამყაროსთან აკავშირებდა. ანუ თბილისისკენ მომავალი ყველა გზა
დაკეტა, გარდა ერთისა.
ცხადია, ქართულ მხედრობას ჯერ კიდევ 1110 წლისთვის შეეძლო თბილისის
აღებმა, მაგრამ შეუძლებელი გახდებოდა მტრის ურიცხვი მხედრობის ვიწროებში
შემოტყუება და მომავალ გენერალურ ბრძოლაში ისეთი აბსოლუტური წარმატების
მიღწევა, როგორიც დიდგორის ველზე განხორციელდა.
ყველამ კარგად ვიცით საქართველო რა დღეშიცაა... ერთმორწმუნე ერი გვიტევს, ეს არასდროს არავის გაუკეთებია... ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სუსტი წერტილი სტრატეგიის შემუშავებაა. არაერთხელ გაგვიმარჯვია იმაზე გაცილებით უთანასწორო ბრძოლაში რაც დღესაა ჩვენსა და რუსებს შორის; ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია დავით აღმაშენებლის თავდაუზოგავი ბრძოლა საკუთარი სამშობლოსთვის, თუნდაც ის დიდგორის ომი, რომელმაც შეცვალა საქართველოს უიღბლო ბედი და ქართველებს დიდი იმედი ჩაუსახა, სწორედ ასეთი სტრატეგოსი გვჭირდება დღეს, როგორიც დავით IV აღმაშენებელია. ის და მისი იმდროინდელი არმია გაცილებით მეტს გააკეთებდა დღეს. მე პირადად ამაში დარწმუნებული ვარ...
დავით IV აღმაშენებელი
1089 წელს აფხაზთა და ქართველთა
მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავითი, შემდგომში აღმაშენებლად
წოდებული. მან ჩაიბარა თურქთა თარეშითა და ერთწლიანი მიწისძვრებით
იავარქმნილი ქვეყანა, რომლის იურისდიქციაშიც თბილისი, კახეთ-ჰერეთი და
ქვემო ქართლი არ შედიოდა.
1125 წელს, ანუ დავითის მეფობის დასასრულს, საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ
ჰეგემონ ზესახელმწიფოდ იყო ქცეული. დავით აღმაშენებლის გამეფებამდე
საქართველოს არც ერთი რეგულარული საჯარისო ნაწილი არ ჰყავდა. ძირითად
სამხედრო ძალას ფეოდალური ლაშქარი წარმოადგენად. მან თავისი მოღვაწეობა
რეფორმებით დაიწყო. პირველ რიგში სამხედრო რეფორმა გაატარა.
სამხედრო რეფორმა:
შექმნა 5 ათას კაციანი ელიტარული საკავალერიო შენაერთი "მონასპა";
ჩამოაყალიბა 20 ათას კაციანი რეგულარული კორპუსი;
მინიმუმ 20 ათასი მებრძოლი გამოდიოდა ფეოდალური ლაშქრის სახით;
1018 წელს ჩამოასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. თითოეულ ოჯახს თითო მებრძოლი უნდა გამოეყვანა;
დავითი იყენებდა ე.წ. როქის სპასაც, ანუ დაქირავებულ ჯარს.
მონასპა:
5 ათასი მხადარი. სარდალი - მეფე. ფინანსირება - სახელმწიფო ხაზინიდან, ფუნქცია - მუდმივი სამხედრო სამსახური;
20-ათასიანი რეგულარული ჯარი, სარდლები, მეფე, ამირსპასალარი,
ათასისთავები, ასისთავები, ათისთავები, ფინანსირება -სახელმწიფო
ხაზინიდან, ფუნქცია - მუდმივი სამხედრო სამსახური;
ფეოდალური ლაშქარი, სარდლები, ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები,
ფინანსირება - პირადი შემოსავალი და ალაფი, ფუნქცია - პერიოდული წვრთნა და
უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობა;
40 ათასი ყივჩაღი, სარდლები, ათასისთავები, ასისთავები, ათისთავები,
ფინანსირება - პირადი შემოსავალი, ნაწილობრივ - ხაზინა და ალაფი, ფუნქცია
- მესაზღვრეობა და ისლამურ ქვეყნებში თარეში;
როქის სპა, სარდლები, ტომთა ბელადები, შემადგენლობა - ლეკები,
ქურთები, ჯიქები და სხვა, ფინანსირება - ერთჯერადი ჯამაგირი და ნადავლი,
ფუნქცია - პერიოდულად მონაწილეობა ბრძოლებში.
საეკლესიო რეფორმა:
1004 წელს, რუის-ურბნისში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც საქართველოს ეკლესიიდან განკვეთეს უმსგავსო ხუცესნი.
მოწესრიგდა საეკლესიო კანონმდებლობა. დავითი თავისი სამხედრო ნაწილებით
იცავდა კრებას, რათა განკვეთილ მღვდელმთავართა ნათესავ-ფეოდალების
ზეწოლისგან დაეფარა წმინდა მამები.
იოანე პეტრიწის ხელმძღვანელობით დაარსდა გელათის აკადემია, რომელსაც
ეკლესიისთვის ღირსეული თაობა უნდა მოემზადებინა. რუის-ურბნისის კრების
შემდეგ დავით აღმაშენებელმა სახელმწიფოსა და სასამართლოს მართვის
ბერკეტები ჭყონდიდელ-მთავარეპისკოპოსს გაუნაწილა. გადაწყდა, რომ კანცლერი,
ანუ მწიგნობართუხუცესი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იქნებოდა. ჭყონდიდელი
იყო სააჯო კარის თავმჯდომარეც, ანუ უზენაესი მოსამართლე.
მწიგნობართუხუცესის პრეროგატივას წარმოადგენდა: მთავრობის მეთაურობა,
სახელმწიფო განათლების სისტემის კურირება, საჭიროების შემთხვევაში
მობილიზაციის გამოცხადება. უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება მეფესა და
სავაზიროს ეკუთვნოდა.
სავაზიროში შედიოდა:
მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი;
მანდატურთუხუცესი - შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის პრეროგატივაშიც
შედიოდა სახელმწიფო გზების, ფოსტის, ვენახების დაცვა, არასაქალაქო
სექტორში საგადასახადო საქმიანობა და იუსტიცია;
ამირსპასალარი - რეგულარული არმიის ზედამხედველი;
მეჭურჭლეთუხუცესი - ფინანსთა მინისტრი; ხაზინადარი - საქალაქო
მეურნეობის მეურვე, მისი ხელქვეითნი იყვნენ: თბილისის ამირა (მერი),
სამეფო ქალაქთა ამირები, სავაჭრო, სახელოსნო და საბანკო გაერთიანებები;
მსახურთუხუცესი - სამეფო დომენის მმართველი.
სავაზიროში სათათბირო ხმის უფლებით შედიოდა კიდევ სამი პირი:
საწოლის მწიგნობარი - მეფის პირადი კანცელარიის უფროსი;
ამილახვარი - გენ. შტაბისა და სამხედრო ზურგის მეთაური;
ამირეჯიბი - პირადად მეფის მომხსენებელი.
საკანონმდებლო ხელისუფლებას ინაწილებდა მეფე და დარბაზი:
დარბაზის შემადგენლობა:
ეკლესიის მესვეურნი;
ადმინისტრაციული ხელისუფლების წარმომადგენლები: ერისთავები, მენაპირე ერისთავები, ერისთავთ-ერისთავები;
უხუცესები - მინისტრები;
მკვიდრნი -ვაჭარ-ხელოსანთა ფენის არჩევითი წარმომადგენლები.
დარბაზის პრეროგატივას წარმოადგენდა გადასახადების დაწესება, მეფესთან
ერთად პირთა თანამდებობებზე დამტკიცება, ომის გამოცხადება, ზავის დადება
და მონასტერთათვის ტიპიკონების შედგენა.
სასამართლო ხელისუფლება:
საკონსტიტუციო სასამართლო - დარბაზი;
უზენაესი სასამართლო - სააჯო კარი;
რეგიონული კოლეგიები სოციალური და კორპორაციული ნიშნით.
სოციალური:
სააზნაურო კოლეგია;
საგლეხო კოლეგია;
მოქალაქეთა კოლეგია.
კორპორაციული:
მევენახეთა კოლეგია;
მებაღეთა კოლეგია;
ფეიქართა კოლეგია და ა.შ.
სხვადასხვა სოციალური თუ კორპორაციული წრის წევრთა შორის მომხდარი დავის დროს ორივე კოლეგიის ერთობლივად მოწვევა ხდებოდა.
კოლეგიის წევრი 3 მოსამართლის გარდა, დავითის სასამართლოში იყო პროკურორ-ბრალმდებლის და ადვოკატ-მეოხის თანამდებობაც.
სასამართლოში საქმის აღსაძვრელად საჭირო იყო მინიმუმ 3 მოწმის ჩვენება.
განაჩენი მხოლოდ გამოძიების საფუძველზე უნდა გამოტანილიყო. ორდალიები არ
არსებობდა. ჭყონდიდელის, ანუ სასულიერო პირის ხელდებულ სასამართლოში
ჩვენების მიცემას ქართველი კაცი ზნეობრივ მოვალეობად აღიქვამდე.
ადმინისტრაციული მოწყობა
ადმინისტრაციულ ხელისუფლებას ახორციელებდნენ ერისთავთ-ერისთავები
ქვეშევრდომ ერისთავებითურთ და მენაპირე ერისთავები. მათ პრეროგატივას
წარმოადგენდა:
რეგიონების მართვა (სამეფო ქალაქების გარდა);
ფეოდალური ლაშქრის ხელმძღვანელობა.
საერისთავოების ფინანსურ საქმიანობას აკონტროლებდნენ გლეხთა ფენიდან
გამოსული მეფის მანდატურები. დავით აღმაშენებელმა საზოგადოების იერარქიული
დაყოფა ფუნქციური ნიშნით შეცვალა.
მართალია, კვლავაც იერარქიული იყო არმია, ეკლესია და სახელმწიფო აპარატი,
მაგრამ საზოგადოებრივი თვალსაზრისით, აზნაური-ერისთავი, გლეხი-მანდატური
და მოქალაქე-ვაჭარ-ხელოსანი ერთმანეთისგან მხოლოდ სოციალური და
სახელმწიფოებრივი ფუნქციით განსხვავდებოდნენ და არა კლასობრივი
მეტ-ნაკლებობით.
ეს იყო რენესანსი საზოგადოებრივ სფეროში.
საპოლიციო სისტემა
დავით აღმაშენებელმა ჩამოაყალიბა სამი სახის საპოლიციო აპარატი:
სამოქალაქო პოლიცია - მანდატურთუხუცესის სახელო;
კრიმინალური პოლიცია - მპარავთმძებნელის აპარატი, რომელიც აღჭურვილი
იყო გამარტივებული და მობილური სისხლის სამართლის კოდექსით, ე.ლ.
სამპარავთმძებნელო კოდექსით;
ფარული პოლიცია - მსტოვართა ინსტიტუტი, რომლის ფუნქციასაც ქვეყნის
შიგნით, როგორც ავის განმზრახავთა, ისე სახელმწიფოსთვის კეთილის მსურველთა
აღმოჩენა და შესწავლა წარმოადგენდა. ქართველი მსტოვრები უცხო ქვეყნებში
მოქმედებდნენ, როგორც მზვერავები და ძლიერ აგენტურულ ქსელს ქმნიდნენ.
საგადასახადო პოლიცია
დავით აღმაშენებელმა, თბილისის განთავისუფლების შემდეგ,
დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა შექმნა, რისი მეშვეობითაც, როგორც
ევროპელთათვის, ისე მუსლიმანთათვის საქართველოში ფინანსური გარიგებების
წარმოება უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე მათ მშობლიურ ქალაქებში. შედეგად,
თბილისი მსოფლიო სავაჭრო ცენ
... სრულიად ნახვა »
გამოსვლის თარიღი:1958 რეჟისორი: დავით რონდელი როლებში: დათო დანელია, ვ. ჯოჯუა, მ. ლონდარიძე, ოთარ კობერიძე, აკაკი ხორავა, ლია ელიავა ფაილის ზომა: 1432MB ხანგრძლივობა: 97წუთი ხარისხი: DVD ენა: ქართული
აღწერა: ფილმი XVII ს-ის დასავლეთ საქართველოში ტყვეებით ვაჭრობის ტრაგიკულ შედეგებზე მოგვითხრობს. შორეული ქვეყნის მონათა ბაზარზე გაყიდული გოჩა და ხვიჩა ნელ-ნელა ივიწყებენ მშობლიურ დედა ენას,ახლობლებს და უცხო ქვეყნას სწირავენ თავის ნიჭსა და სიცოცხლეს. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან,როგორც მტრები, მათს მეხსიერებაში აღდგება სამშობლოში ერთად გატარებული ბავშვობის წლები.
დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე მხატვრები: ზურაბ მეძმარიაშვილი მიხეილ მედნიკოვი კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე მონტაჟორი: ვასილ დოლენკო მონაწილეობენ: ლეილა ყიფიანიი (ნათელა), კახა ქორიძე (თემური), გოჩა ლომაია (ბოლოკა), თამაზ თოლორაია (ლევანი), მიხო ბორაშვილი (ბაადური), ნუგზარ ბაგრატიონი (ჭკუისკოლოფა), თეიმურაზ ბაბლუანი (მალხაზი), ბიძინა ჩხეიძე (ბეთხოვენა), ზურაბ ქაფიანიძე(შალიკო), ვ. პანჩენკო (ვალოდია), თამარ თვალიაშვილი (ბებია), შალვა გეჯაძე (პაპა), ვიქტორ მიზინი (ლეიტენანტი ბონდარენკო), შალვა ხერხეულიძე (ძია მიხო), გრიგოლ კოსტავა (მღვდელი), ვახტანგ ნინუა (პარმენი მასწავლებელი), ნინო ახალაძე (ნინიკო), მარინე იაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ვალენტინ დონღუზაშვილი, გერმანე კაჩინი, ნინო ხომასურიძე, ირაკლი ქოქრაშვილი, ვ. ლისენკო, ი. შვედკოვი, ი. ეროფეევა, ე. ალეკინა, გრიგოლ თალაკვაძე (გიგოლა) , თამარ ცხვედიანი, მავრ პიასეცკი
აღწერა: 1941 წლის თბილისური გაზაფხულია. სკოლის კურსდამთავრებული გოგო-ბიჭები სწავლის გაგრძელებასა და ბედნიერ მომავალზე ოცნებობენ, თემურს და ნათელას ერთმანეთი უყვართ... მოულოდნელად იწყება მეორე მსოფლიო ომი და მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, აღსავსე განსაცდელითა და უბედურებით. ბიჭები ფარაჯას გადაიცვამენ, ახლობლებს გამოემშვიდობებიან და ფრონტს მიაშურებენ. გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ მეომრებად გადაიქცევიან. მათი სიცოცხლე დაზიანებული ტელეფონის ხაზის აღდგენას შეეწირება. ექვსი მეგობრიდან რაიხსტაგამდე მხოლოდ ერთი, "ბოლოკა" მიაღწევს.
ფორმმატი: AVI ზომა : 678 MiB ხანგრძლივობა: 1სთ 32წთ ბიტრეიტი: 1023 Kbps ვიდეო: 922 Kbps, 632x480 ზომა: 640 მბ
9 აგვისტოს ღამეს და 10 აგვისტოს დილით, კონფლიქტის ზონაში ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა. ცხინვალი 2-ჯერ გადავიდა ხელიდან-ხელში და ამ ბრძოლებს საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 10 აგვისტოს დილით ქართველები ტაქტიკურად გაადადგილდნენ უკან და ამჟამად ქალაქ ცხინვალს კვლავ აგრესორები აკონტროლობენ, თუმცა როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.
ამჟამად პრაქტიკუულად დანგრეულია და მიწასთან გასწორებულია დიდი და პატარა ლიახვის როგორც ქართული, ასევე - ოსური სოფლების დიდი ნაწილი. ქალაქ ცხინვალის გარდა, დანგრეულია სოფლები: ნიქოზი, ფრისი, თამარაშენი, ხეთაგუროვო, ძარწემი, ავლევი, ნული და სხვა... რუსი აგრესორების ბომბები გორის რაიონის უკიდურეს სამხრეთით მდებარე სოფლებსაც გადასწვდა.
ჭურვები და რაკეტები ჩაცვივდა სოფელ მეღვრეკისში, ვარიანში, შავშებში.
ქარელის რაიონის სოფლებში: აბანო, ატოცი, აბისი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამპრობლების “შავი ხელები” ხაშურის რაიონსაც კი მისწვდა და ნასროლმა ბომბებმა ქალაქ ხაშურთან ახლოს მდებარე სოფლის მეურნეობის სავარგულები გაანადგურა. ასევე დაიბომბა ონისა და ამბროლაურის რაიონებიც.
რაჭაში ბომბები მაშინ ჩაცვივდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა და მათი სიცოცხლე მხოლოდ რუსების უზუსტობამ იხსნა. ბომბების უმეტესობა ტყიან მასივში ჩავარდა.
როგორც საქართველოს რეინტეგრაციის მინიტრმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რუსების მხრიდან მსხვერპლი რამდენჯერმე მეტი იყო. დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცებიც, თუმცა დაღუპულთა რაოდენობის გამხელისაგან როგორც ქართული, ასევე რუსული მხარე თავს იკავებს.
რუსულ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველბის მხრიდან რამდენიმე ათასი დაღუპული იყო, მაგრამ საბრძოლო ოპერაციების პირობებში, ამ ციფრების ელემენტარული გადამოწმებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
რუსებმა დაბობმვითი ოპერაციები 9 აგვისტოს ღამით კვლავ განაახლეს. ამჯერად მათი სამიზნე თბილისის ავიამშენებელი ქარხნისა და ზემო აფხაზეთის აეროდრომები გახდა.
თბილისში განხორციელებული დაბომბვების დროს, აეროდრომი მსუბუქად დაზიანდა, რადგან ბომბების უმეტესობა არ აფეთქდა. აეროდრომიდან სამოქალაქო დასახლებები საკმაოდ მოშორებითაა და ამ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რაც შეეხება კონფლიქტის საერთაშორისო გამოხმაურებას, დასავლეთის ქვყნების უმეტესობა ტრადიციულად “შეშფოთებოითა და აღშფოთებითაა” დაკავებული.
ერთადერთი რეალური წინადადება საფრანგეთის მთავრობამ შემოგვთავაზა, რომელიც სამპუნქტიანი სამშვიდობო წინადადებების წამოყენებას აპირებს. საქართველოში ამერიკის თანადგომის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ჯერ კიდევ დილით განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება ზემო კოდორის ხეობაში 1’000 სამხედროს გაგზავნის თაობაზე.
ზემო კოდორის ხეობაზე ამჟამად რუსული და აფხაზური ძალების მიერ სახმელეთო და საჰაერო შეტევა ხორციელდება, განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. - ”ხეობა იბომბება. იყო ხეობის ხმელეთიდან შეტევის მცდელობა, თუმცა ჩვენმა ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს”, - განუცხადა Civil.Ge-ს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, იბომბება სოფლები აჟარა, გენწვისი, ქვაფჩარა.
- ”მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის, მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუირება გუშინ ღამით მოხდა”, - აცნობეს Civil.Ge-ს მთავრობაში.
- ”ჩვენ არ გვეშინია არანაირი შეტევისა კოდორის ხეობაზე,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ჯერ კიდევ დილით განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება ზემო კოდორის ხეობაში 1’000 სამხედროს გაგზავნის თაობაზე. მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაში 11 აგვისტოს შედის.
იმავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები საქართველოს საზღვაო საზღვარზე განთავსდნენ. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მათი ამოცანაა საზღვაო მარშრუტებით საქართველოში იარაღის შეტანის აღკვეთა
დღეს გამოსულ ქართულ პრესაში ძირითადად გასული დღე–ღამის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასა და სრულიად საქართველოში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიასა და ცხელი წერტილებიდან რეპორტაჟებს ბეჭდავს. იბეჭდება ექსპერტთა მოსაზრებებიც და უცხოეთის წამყვანი სახელმწიფოების გამოხმაურებებიც– ანუ ომის ექო უცხოეთდან და ომი დასავლური პრესის ფურცლებზე. დავიწყოთ გაზეთ 24 საათით, რომლის მოწინავე სტატია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას სამამულო ომის კვალიფიკაციას აძლევს და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ წამოწყებულ საბრძოლო ოპერაციებს საციცოცხლო აუცილებლობით მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს. გაზეთი „რეზონანსი“ , თავის მხრივ, გორსა და კონფლიქტის მომდებარე რაიონში შექმნილ მდგომარეობაზე კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებსაც გაესაუბრა. აი, რა უთხრა გაზეთს ჟურნალისტმა კობა ბენდელიანმა“ დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა ჩემს თვალში უბრალოდ გმირია. მაშინაც კი არ ტოვებს თავის სახლ–კარს, როდესაც ჭურვი სახლიდან 10 მეტრში, ხუთ მეტრში სკდება. როდესაც ამ ხეობაში გადიხარ, გიჩნდება ისეთი განცდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება არ მომხდარიყო, მაგრამ ქართული მხარე იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. რა არის აქ დასამალი. ასე ფიქრობს კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტი კობა ბენდელიანი. გაზეთ რეზონანში დღეს ქვეყნდება ასევე ექსპერტების მოსაზრებები. მთავარი აქცენტი აქაც მკაფია–ექსპერტების აზრით, ახლა მთავარი საერთაშორისო საზპგადოების მხარდაჭერაა. –––ციტატა გაზეთდან –ჩემთვის.
მოვლენების განვითარების სავარაუდო სქემაზე მსჯელობს დღეს გაზეთი „ალიაც“ . კერძოდ სამხედრო ექსეპრტი ირაკლი სესაიშვილი კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ნატომ ოფიციალური დახმარება გაუწიოს საქართველოს პასუხობს– ციტატა
დღესვე გაზეთ ალიაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებზე თმურ იაკობაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცეიბთან სერიოზული მუშაობა მიდის, რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვა ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგაროე საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ჩვენი სამამულო ომი და ამ ომში ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, იმსახურებს სახელმწიფოს. ამ ომის შემდეგ საქართველო ან იარსებებ, ან არა, ეს ომი ჩვენთვის ყოფნა–არყოფნის საკითხიაო–ასეთია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასება, რომელსაც გაზეთი ალია გვთავაზობს. დღესვე გაზეთი მსჯელობს თემაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ეკონომიკას, გამოიწვევს თუ არა საომარი მოქმედებები ლარის დევალვაციას, გაიზრდება თუ არა პროდუქტებზე ფასები და ასე შემდეგ. აი, რა უთხრა ალიას ლადო პაპავამ „
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს გადასცა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სამთავრობო ძალებმა ცხინვალის რეგიონში ცეცხლი შეწყვიტეს და კონფლიქტის ზონა დატოვეს. ნოტაში აღნიშნულია, რომ დაჭრილებისა და მშვიდობიანი მსახლეობის გასაყვანად ქართულმა მხარემ ჰუმანიტარული დერეფანი შექმნა. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებისთვის
სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის სამი წარმატებული ფაზის შედეგად, ქართვეელმა სამხედროებმა მოიგერიეს ოსური მხარის, მოხალისეებისა და რუსეთის რეგულარული არმიის იერიშები, რის შემდეგაც რუსეთმა რეგიონში არსებული ყველა ძალის მობილიზაცია მოახდინა. ამის შემდეგ, იაკობაშვილის განცხადებით, სამთავრობო ძალებში მსხვერპლის მაქსიმალურად აღსაკვეთად ტაქტიკური გადაჯგუფება მოხდა.
სააგენტო ფრანს-პრესს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აცნობა, რომ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ქალაქ გორთან მიახლოებას ცდილობენ. კახა ლომაიას განცხადებით, საქართველოს სამთავრობო ძალები ქალაქის დასაცავად მზად არიან. გორი რუსულმა სამხედრო ავიაციამ დღეს კვლავ დაბომბა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დღეს უარყო, რომ იერიშის შედეგად გორის ხიდი დაზიანდა
გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ მსჯელობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, რომლის გამოც, ერთიან პოზიციის შემუშავება დღემდე ვერ შეძლო. ამჯერად საბჭოს წევრები საქართველოს ინიციატივით შეიკრიბნენ.
საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, საგანგებო განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ბან კი მუნი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ძალადობის ესკალაციის გავრცელება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის გარეთ. გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა.
ინტენსიური საჰაერო იერიშის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზემო აფხაზეთში სახმელეთო შეტევაც დაიწყეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, იერიში, რომელშიც აფხაზური ფორმირებებიც მონაწილეობდნენ, სამთავრობო ძალებმა მოიგერიეს.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოსახლეობამ ზუგდიდის დატოვება დაიწყო. რუსული არმიის იერიშს ზუგდიდზე საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ხანში ელის. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს მობილიზაცია გამოაცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის დანა პერინოს განცხადებით, თუ ქართველებმა სამხრეთ ოსეთიდან გასვლა მართლაც დაიწყეს, ეს საზავო შეთანხმების მისაღწევად კარგ საფუძველს შექმნის. "ძალადობის აღსაკვეთად ყველას უნდა მოემოქმედა რაღაც, ქართველების ჩათვლით. ჩვენ ასი პროცენტით ორიენტირებული ვართ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. პრეზიდენტ ბუშის აზრით, რუსეთის პასუხი შეუსაბამო იყო. მეტად გვაშფოთებს უდანაშაულო ხალხის ბედი, განსაკუთრებით საქართველოს შიგნით. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამასვე მოველით რუსეთისგან" - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა დანა პერინომ
პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ლიდერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებით რუსეთმა წითელ ხაზს გადააბიჯა, რამაც საეჭვოდ აქცია ევროკავშირთან მისი ახალი შეთანხმების თაობაზე შემდგომი მოლაპარაკების მიზანშეწონილობა. ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ პატარა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რეაგირება მხოლოდ ცარიელი განცხადებებით არ შეიძლება. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა და ნატომ ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და წინ აღუდგნენ აღმოსავლეთ ევროპაში იმპერიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გავრცელებას
რომის პაპმა საქართველოსა და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. საკვირაო ღვთისმსახურებისას ბენედიქტე მეთექვსმეტემ მხარეებს სთხოვა, თავი შეიკავონ შემდგომი კონფრონტაციისგან, რომელიც ვითარებას კიდევ უფრი დაძაბავს. რომის პაპმა მსოფლიო თანამეგობრობასაც მოუწოდა, მიმართოს ძალისხმევას, რათა მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება შეძლონ. რომის პაპმა აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესია მშვიდობისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვას უერთდება. წირვა-ლოცვა მშვიდობისათვის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. რუსეთის მოქმედებას მან უდიდესი შეცდომა უწოდა
ამ დროისთვის არსებული ბოლო, ოფიციალური ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 92 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მუდმივად იზრდება დაჭრილების რაოდენობა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკ ნაგოვიცინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ფლოტი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ძალას არ იყენებს. რუსი გენერლის თქმით, ფლოტის საბრძოლო გამოყენების ფორმა ბლოკადაა. ნაგოვოცინის განცხადებით, რუსეთი ამჟამად ფიქრობს რეაქციაზე, რომლითაც კიევს უნდა უპასუხოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვებელი უწოდა საქართველოს წინააღმდეგ სევასტოპოლში დისლოცირებული რუსული სამხედრო ფლოტის გამოყენებას და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთის გემებს ყირიმში დაბრუნებას აუკრძალავს.
რუსეთის მიერ საქართველოსთვის საზღვაო აკვატორიაში სამი ზონის დაწესებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვაო ბლოკადად აფასებს. 3 ზონის დაწესების შეტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საელჩოს გაუგზავნა. კერძოდ, მოსკოვმა 50-კილომეტრიანი დაკვირვების, 30-კილომეტრიანი სახიფათო და 20-კილომეტრიანი აკრძალული ზონები დააწესა. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ დარღვევის შემთხვევაში, რუსული სამხედრო ფლოტი გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის მიზნით ცეცხლს გახსნის.
ევროკავშირი რუსეთს აფრთხილებს, რომ მათს ურთიერთობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტმა. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის (ამჟამად საფრანგეთის) განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედა ემხრობა საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე განცხადებაში ევროკავშირი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კონფლიქტის გამო და მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ევროკავშირი მოელის რუსეთისაგან, დაუყოვნებლივ დაყაბულდეს საქართველოს წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი საქართველოში ჩავა კონფლიქტისთვის ბოლოს მოღებისაკენ მიმართული ინიციატივის წარსადგენად.
ცხინვალის რეგიონში ქართველ სამხედროებთან ერთად მყოფი ჟურნალისტების გრიგოლ ჩიხლაძის და ალექსანდრ კლიმჩუკის დაღუპვის ფაქტი რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვის“ ჟურნალ ,,Newsweek“-ის რუსული გამოცემის კორესპონდენტმა ორჰან ჯემალმა დაუდასტურა. თურქეთის საინფორმაციო სააგენტო ,,ანატოლიის“ ცნობით, ცხინვალის რეგიონში დაჭრილია ერთი თურქი ჟურნალისტი. საკუთარი კორესპონდენტის დაჭრის თაობაზე იუწყება რუსული ტელეკომპანია ,,ენტევეც.“
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია განაგრძობს პეკინის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის ცნობით, ადრე მიღებული გადაწყვეტილება, ქართველ სპორტსმენებს შეეწყვიტათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და შინ დაბრუნებულიყვნენ, შეიცვალა.
შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გააკეთა განცხადება, რომელშიც რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ შეტევას “აგრესიის აქტად” მოიხსენიებს. “ახსნა-განმარტება, რომელსაც რუსეთი იძლევა, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი იცავს საკუთარ მოქალაქეებს. თუმცა, ხალხის დაცვის მოვალეობა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ეკისრება იმ სახელმწიფოს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ამ სახელმწიფოს მიერ გაცემული პასპორტები ან არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. (...) ჩვენთვის მიუღებელი იყო მსგავსი სამხედრო ჩარევა მილოშევიჩის მხრიდან იმ საფუძვლით, რომ დაეცვათ სერბეთის პასპორტის მფლობელები. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ იყენებდა ჰიტლერი აღნიშნულ დოქტრინას ნახევარი საუკუნის წინ, რათა საფრთხეში ჩაეგდო და შეტ
... სრულიად ნახვა »
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: Царь скорпионов: Восхождение воинов ორიგინალური სახელი: The Scorpion King 2: Rise of a Warrior (2008) გამოშვების წელი: 2008 ქვეყანა: აშშ ჟანრი: приключения ხანგრძლივობა: 01:48:46 თარგმანი: სამოყვარულო (ერთხმიანი) რუსული სუბტიტრები: არა რეჟისორი: რასელ მალკაჰი როლებში: მაიკლ კოპონი, რენდი კუტური, კარენ შენაზ დევიდი, ამირა კუნლენი, პიერ მარე
აღწერა: პატარა
მასიუზი ხედავს თავისი ხალხის უდიდესი მეომრის-მამამისის სიკვდილს. ყველამ
იცის ვინ მოკლა ის, დრო გადის და მასიუზი ხდება მეომარი-შავი მეომარი,
რომელიც მზად არის ემსახუროს თავის მეფეს-კაცს რომელმაც მოკლა მისი მამა.
როგორ უდა შეაჩეროს ის, თუ იგი ფლობს შავ მაგიას და მფარველობს სიკვდილის
ქალღმერთი...
ინფორმაცია ფილმზე დასახელება:ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო ორიგინალური დასახელება:Indiana Jones and the Kingdom of the Crystall Skull გამოშვების წელი: 2008 ჟანრი: კომედია, ტრილერი რეჟისორი: სტივენ სპილბერგი როლებში: სტივენ სპილბერგი, ჰარისონ ფორდი, კეიტ ბლანშეტი, შია ლაბეფ, ჯონ ჰერტი, რეი უინსტონი, ჯიმ ბროდბენტი, კარენ ალენი, ალან დეილი
ფილმის აღწერა: 1957
წელი,ცივი ომი.... საბჭოთა ჯარისკაცები აგენტ ირინა სპალკოს მეთაურობით
ინდიანა ჯონსის ყოფილ შეყვარებულს მერიონ რეივენვუდს იტაცებენ და
პროფესორს არჩევნის წინაშე აყენებენ–უმოქმედობა და მერიონის სიკვდილი ან
საბჭოთა დაზვერვის დახმარება ლეგენდარული ბროლის თავის ქალის ძიებაში
საყვარელი ქალის თავისუფლების სანაცვლოდ დამატებითი ინფორმაცია ფილმზე: IMDB User Voting : 8.6/10 (3,595 votes)Top 250: #175 ბიუჯეტი:$125М გამოშვებულია: აშშ, Kerner Optical ხანგრძლივობა: 02:04:00 ენა:რუსული პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ფაილი ხარისხი: DVDRip ფორმატი: AVI ვიდეო კოდეკი: DivX აუდიო კოდეკი: MP3 ზომა: 1.35 GB