ხუთშაბათი, 2024-11-21, 8:12 AM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილი გასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 870



 



მთავარი» 2008 » აგვისტო » 09 [ სიახლის დამატება ]




ვინც ჩემნაირად ხართ განწყობილი და ვერ იტანთ რუს ჯარისკაცებს,მაშინ გადაწერეთ ეს სიმღერა,ჩვენი პაპები ამ სიმღერით მიიწევდნენ ბერლინისაკენ და ამ სიმღერით დავიბრუნებთ ცხინვალს.ცნობილია,რომ ადოლფ ჰიტლერი ამ სიმღერის შემსრულებლის ენის სანაცვლოდ მილიონებს იძლეოდნენ,მარა ვერ მივართვით.იმედი ბოლოს კვდება.


კატეგორია : მუსიკა| ავტორი: Michael| მნახველები: 966 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (0) 



ყურადღება

ყველას გთხოვთ ჩააბაროთ სისხლი.

სისხლის ჩაბარება თბილისში შეგიძლიათ:


1. უზნაძის (ყოფილი კამოს) 45 - სისხლის გადასხმის სადგური
2. ყაზბეგის (ყოფილი პავლოვის) 22 - ჰემატოლოგიის ინსტიტუტი.
3. ლუბლიანას 11 - სისხლის გადასხმის სადგური.
4. "სისხლის ბანკი" ღუდუშაურში


გაავრცელეთ ეს ინფრომაცია აუცილებლად!!! 12 წლის დაჭრილ ბავშვს ესაჭიროება მესამე დადებითი სისხლი!!! გთხოვთ დაუკავშირდეთ ნომერზე 899-57-56-78 12 წლის ბავშვი იღუპება გთხოვთ დაეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ...

კატეგორია : სხვა| ავტორი: lasha| მნახველები: 1013 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (3) 

5 აგვისტოს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა ისრაელის მიერ წარმოებული იარაღის საქართველოსთვის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ებრაული გაზეთის, ”ჰაარეთზის”, ცნობით, ისრაელის მთავრობამ გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლით მიიღო. სხვათა შორის, იმავე გაზეთმა 2005 წელშიც გაავრცელა მსგავსი შინაარსის განცხადება, რაც გამოგონილი აღმოჩნდა.

ისრაელი საერთაშორისო სამხედრო ბაზარზე ცნობილია მოწინავე ტექნოლოგიებით და მაღალი კლასის იარაღის სპეციალისტებით, რომლებსაც კარგად ძალუძთ არა მხოლოდ დასავლური, არამედ საბჭოური მოდელის სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაცია. ამის გამო ისრაელთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ორმაგად მომგებიანი იყო საქართველოსათვის, რომელსაც შეიარაღებაში მრავლად აქვს შემორჩენილი საბჭოური წარმოების საბრძოლო ტექნიკა, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა. სამხედრო ექსპერტის თქმით, ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტა საქართველოსათვის საკმაოდ ცუდი იქნება:

[ირაკლი ალადაშვილი]”შეიძლება სხვა ქვეყნებთანაც თანამშრომლობა. აქ მთავარია, თუ რამდენად აქვს გავლენა იმავე რუსეთის ხელისუფლებას სხვა ქვეყნებზე. იმიტომ რომ ხედავთ, რომ ევროპა, გარკვეულწილად, თავს იკავებს იარაღის მოწოდებაზე. აქ ჩანს რუსეთის გავლენა. აშშ-ებსაც არ სურს რუსეთი გააღიზიანოს, თუმცა გარკვეული ტიპის შეიარაღება შემოდის. იმავე მ-4 ავტომატური კარაბინის ყიდვაც აშშ-ში ამაზე მეტყველებს.”(სტილი დაცულია)

არადა, ებრაულ გაზეთ ”ჰაარეთზის” ცნობით, ისრაელმა, თურმე, სწორედ რუსეთის დიპლომატიური ზეწოლის გამო შეწყვიტა საქართველოს შეიარაღება. ეს ინფორმაცია რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ნამდვილ სენსაციად აქციეს. სააგენტო ”რია-ნოვოსტის” ცნობით, რუსეთმა ისრაელის დარწმუნება, თურმე, იმით შეძლო, რომ საქართველოს მოსაზღვრე რაიონები ტერორისტების თავშესაფარია, ხოლო ისრაელის მიერ მიწოდებული იარაღი, შესაძლოა, ტერორისტების ხელთ აღმოჩნდეს. თუმცა იქვე რუსული სააგენტოები იმასაც იტყობინებოდნენ, რომ ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი საკმაოდ უარყოფითად შეხვდა სამხედრო პროექტების შესაძლო შეწყვეტას საქართველოსთან. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, ისრაელ-საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რომელიც 1998 წლიდან დაიწყო, ორმხრივად სასარგებლო იყო:

[ირაკლი ალადაშვილი] ”მას შემდეგ მოდერნიზებულია საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი. ასევე შესყიდული იქნა ”ლარ 160”-ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები. ასევე, ”გრად-ლარის” ტიპის ანალოგიური დანიშნულების საარტილერიო დანადგარები. მცირე რაოდენობით იყო თავის დროზე ”ტავ-2”ტიპის ავტომატები ნაყიდი. და, ასევე, გარკვეული თანამედროვე აპარატურა ყენდებოდა ქართულ ჯავშან ტექნიკაზე. ამის გარდა, იყო ”ჰერმესის” ტიპის უპილოტო თვითმფრინავის პროექტები.”(სტილი დაცულია)

იგეგმებოდა სხვა პროექტების შესყიდვა, რაც, ებრაულ და რუსულ მედიას თუ ვენდობით, ისრაელის მხარემ შეწყვიტა რუსეთის დიპლომატიური ზეწოლის გამო. ამ ინფორმაციას 5 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ თემურ იაკობაშვილი გამოეხმაურა. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში უარყო პრესის განცხადება და თქვა, საქართველო გააგრძელებს იარაღის შესყიდვას ისრაელისგანო. მოგვიანებით არც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. სხვათა შორის, ანალოგიური რამ მოხდა 2005 წლის გაზაფხულზე. მაშინაც ვრცელდებოდა ინფორმაცია ისრაელის მხრიდან საქართველოსთან იარაღით ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ, რაც მოგვიანებით დეზინფორმაცია აღმოჩნდა და თავად ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო.

P.S. ვენაცვალე ისრაელს და ყველა ებრაელს,იმისათვის რომ ასე გვეხმარება

კატეგორია : სხვა| ავტორი: Michael| მნახველები: 986 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (0) 



აქ არის ისეთი სიმღერა რაც ხდება დღეს საქართველოში და რა სიტვაციაც არის ზუსტად შესაფერისი

გადმოწერა
კატეგორია : მუსიკა| ავტორი: lasha| მნახველები: 1040 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (0) 

თუ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ჯერ მხოლოდ წინასაომარი ვითარებაა, სამაგიეროდ, მხარეები უკვე დიდი ხანია იმყოფებიან სასტიკ საინფორმაციო ომში. საკითხავი ისაა, იგებს თუ აგებს ამ ომს საქართველო, რომელმაც 90-იან წლებში საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო და მარტოდმარტო აღმოჩნდა სამხედრო საფრთხეების პირისპირ.

ომს რამდენიმე ფაზა აქვს - დიპლომატიურ-საინფორმაციო და სამხედრო. საქართველოს შემთხვევაში, დიპლომატიურ და საინფორმაციო ფრონტზე ომი გამოცხადებულია და ამ რეჟიმში ქვეყანა დიდი ხანია რაც იმყოფება. ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, ამ ომში ერთ მხარეზეა საქართველო, მეორეზე კი - თვითაღიარებული რესპუბლიკები და რუსეთი, თავისი დიდი საინფორმაციო რესურსით. თუმცა, ლაშა ტუღუშის დაკვირვებით, რუსული მედია ვეღარ ახდენს გავლენას საერთაშორისო საზოგადოებაზე და, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, საქართველოც საინფორმაციო ომში უკეთ გამოიყურება:

[ლაშა ტუღუში] ”ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იწერება, არის უფრო ობიექტური, უფრო ჩახედული ადამიანების მიერ გაკეთებული და გათვლილი არის უფრო მეტად მომზადებულ პუბლიკაზე. ანუ იგრძნობა მეტი ცოდნა მსოფლიოში საქართველოსთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)

ამ მოსაზრებას ეთანხმება ჟურნალისტი და ექსპერტი ნინია კაკაბაძე, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უკეთესი პოზიცია ექნებოდა რუსეთთან საინფორმაციო დაპირისპირებაში, მას რომ უფრო გათვლილი და სამშვიდობო ნაბიჯები გადაედგა კონფლიქტებში მცხოვრები ადამიანების გულის მოსაგებად და, რუსეთთან საინფორმაციო ომში აყოლის ნაცვლად, უპირატესობა სახალხო დიპლომატიისათვის მიენიჭებინა:

[ნინია კაკაბაძე] ”ჩვენი ეს საინფორმაციო პოლიტიკა და სახალხო დიპლომატია უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი, რომ მივაღწიოთ მიზანს. ანუ ადრესატი ჩვენი პოლიტიკისა უნდა იყოს აფხაზი ხალხი და ასევე ოსეთში, ცხინვალის რეგიონში, მცხოვრები ხალხი. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და, ძირითადად, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჩანს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.”

მაგრამ სახალხო დიპლომატია დუმს, როდესაც ქვემეხები ისვრიან. შესაბამისად, საინფორმაციო ომის რეჟიმში ცხოვრობს ქართული ტელეკომპანიების უმრავლესობა. მათი გამოშვებების ნახევარზე მეტი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარ მოვლენებს ეთმობა. რუსული საინფორმაციო არხებისაგან განსხვავებით, ქართული მედია აგრესორად და ბოლოდროინდელი ესკალაციის ავტორად სეპარატისტულ რეჟიმებს და რუსეთს მიიჩნევს. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- ის წამყვანი ტელეჟურნალისტი დავით კიკალიშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საინფორმაციო ომის ჟანრიდანაა. თუმცა ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა მას არათუ საერთაშორისო, არამედ შიდა აუდიტორიისთვისაც კი არ მიაჩნია საკმარისად:

[დავით კიკალიშვილი] ”მე ერთი რამე მაშინებს - ეს საინფორმაციო ომი ქვეყნის შიგნით არ წავაგოთ. საზოგადოებაში მეტი კონსოლიდაცია არის საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვინდა ჩვენ ცხინვალისგან და სოხუმისგან. და, აქედან გამოდინარე, ყველამ ერთად, თუ საბრძოლველია, უნდა ვიომოთ, თუ სალაპარაკოა, უნდა ვილაპარაკოთ.”(სტილი დაცულია)

ინფორმაცია კი შიდა აუდიტორიისათვის არასაკმარისი ან ცალმხრივია. აგვისტოს თვეში ქართულმა ტელევიზიებმა საგრძნობლად შეამცირეს საინფორმაციო ეთერი. გადაცემათა ბადიდან ამოღებულია ანალიტიკური გადაცემა, სადაც შექმნილ ვითარებას კვალიფიციური ექსპერტები უნდა აფასებდნენ. ზოგჯერ კი საქმე აბსურდამდე მიდის. ტელევიზიების საინფორმაციო სიუჟეტებში ექსპერტების როლში გვევლინებიან კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები, რომელთა მონათხრობს თუ დავუჯერებთ, ქვეყანა არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ რეალურ და სისხლისმღვრელ ომში იმყოფება:

[სოფლის მცხოვრები] ”ძალიან ძლიერი სროლები იყო. ყველანაირი იარაღებიდან ისროდნენ: მძიმე ტექნიკიდან, რა ვიცი, მინომიოტები, ჰაუბიცები, გრამატომიოტები, ყველაფერს ისროდნენ...პულემიოტები, აგეესები. რა ვიცი, სეტყვასავით მოდიოდა ტყვია.” (სტილი დაცულია)

კატეგორია : სხვა| ავტორი: Michael| მნახველები: 1004 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (0) 

ეს არის რადიო "თავისუფლების" საინფორმაციო გამოშვების აუდიო ჩანაწერი,რომელშიც საუბარია გორში მიმდინარე პროცესებზე

კატეგორია : სხვა| ავტორი: Michael| მნახველები: 1076 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (0) 

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან მოსული ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალები იბრძვიან რეგიონის გასაკონტროლებლად.
ორივე მხარე ირწმუნება, რომ ცხინვალს აკონტროლებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა რადიო "თავისუფლების" კორეპსონდენტს განუცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული მხარე ინარჩუნებს პოზიციებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა რამდენიმე ობიექტი დაბომბეს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე - მათ შორის სენაკსა და ფოთში. არის ადამიანის მსხვერპლი. ფოთში დაღუპულების რიცხვი, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ინფორმაციით, ორ ათეულს აჭარბებს, არიან დაჭრილებიც.


15 დღით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაცია გამოცხადდა.
ამ შინაარსის ბრძანება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ერთხმად დაუდასტურა. საქართველოში საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, გაეროს ოფიციალურად ინფორმირება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საომარი მდგომარეობით გათვალისწინებული სრული მობილიზაცია შეეხება რეზერვს და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას. ნიკა გვარამიას განცხადებით, ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განცხადებით, კოდორის ხეობაში სიტუაცია
კონტროლს ფაქტიურად აღარ ექვემდებარება. მთავრობის მედია-ცენტრის ინფორმაციით, რუსული ავიაცია ხეობის თითქმის ყველა სოფელს ბომბავს


უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე
საბჭოს მდივნის კახა ლომაიას განცხადებით, ცხინვალში ვითარებას და ქალაქის გარშემო არსებულ ყველა სიმაღლეს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ. ლომაიას ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები იმყოფებიან ჯავაში, საიდანაც მათი იერიში ქართულმა ქვედანაყოფებმა მოიგერიეს და დღის პირველ ნახევარში მძიმე ტექნიკის 10 ერთეული გაანადგურეს.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კახა ლომაიას განცხადებით,
საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებმა რუსეთის 10 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს. ლომაიამ ეს განცხადება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა. მისივე ცნობით, ერთი პილოტი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით მხოლოდ ორი თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს და აცხადებს, რომ პილოტების ბედს არკვევს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი განადგურებული რუსეთის თვითმფრინავის
პილოტი დაკავებულია და მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ეროვნული უშიშროების საბჭოს ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მიერ ლიკვიდირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 თვითმფრინავი. ერთი პილოტი დაიღუპა. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ორი ავიაგამანადგურებლის დაკარგვის ფაქტი დაადასტურა


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ცხინვალის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი პრაქტიკულად არ ყოფილა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ცხინვალში ჩვენზე შემოტევისას საპასუხო ცეცხლის გახსნისას, პრაქტიკულად არ ყოფილა“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, "ბოევიკების" გარდა, "ჩვენს ძალებს არავინ მოუკლავთ." რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართვეელოში დაღუპული ადამიანების ოჯახებს პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა.


წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის მიერ გორის დღევანდელი დაბომბვის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გასულ ღამით, სენაკში რკინიგზის მონაკვეთისა და მე-2 ქვეითი ბრიგადის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 15 და დაიჭრა დაახლოებით 80 ადამიანი. მათი უმრავლესობა რეზერვისტი და სამხედრო მოსამსახურეა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, გორიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, რუსული ავიაციის დღევანდელი იერიშის შედეგად, ქალაქში 4 საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. რუსეთის სამხედრო ავიაციამ დღეს კოდორის ხეობაც დაბომბა. ინფორმაციას მსხვერპლის თაობაზე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ჯერჯერობით არ ფლობს.


რუსეთის ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროდრომიც დაბომბა.
აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა - მას შემდეგ, რაც გასულ ღამით რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა სენაკის სამხედრო ბაზასა და ფოთის პორტზე.


გაეროს უშიშრეობის საბჭოში გაიმართა კონსულტაციები სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ.
დიპლომატებმა ესკალაციის შეჩერების გზებზე იმსჯელეს. გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ რუსეთის მხარე დაადანაშაულა სამხედრო აგრესსიაში, რომლის მიზნებს შორისაცაა საქართველოს იძულება, უარი თქვას ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებაზე. [ალასანიას ხმა] "რუსეთი დაუფარავად უცხადებს გამოწვევას საერთაშორისო თანამეგობრობას და საფრთხეს უქმნის დამკვიდრებულ საერთაშორისო წყობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის მთელს რეგიონში. რუსეთის სამხედრო აგრესიის მიზანია, ხელი ააღებინოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და საქართველო და მთელი რეგიონი რუსეთის პოლიტიკურ გავლენას დაუქვემდებაროს." თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმაც მძიმე ბრალდებები წაუყენა ქართულ მხარეს - ის ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდის განხორციელებაში დაადანაშაულა. [ჩურკინის ხმა] "ამასთან, თბილისი გადამწვარი მიწის ტაქტიკას მიმართავს. სამხრეთ ოსეთის მთელი რიგი დასახლებული პუნქტები მთლიანად განადგურებულ იქნა. ზოგიერთი მონაცემით, ქართველი სნაიპერები არ ატარებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს და საშუალებას არ აძლევენ სამედიცინო სამსახურის მუშაკებს, ხალხი გადაარჩინონ." გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა. გავრცელებული ცნობებით, უშიშროების საბჭო დღესვე განაახლებს ამ საკითხის განხილვას.


საქართველომ გამოაცხადა, რომ ერაყიდან გაიყვანს იქ განთავსებულ მთელს კონტინგენტს,
2000 სამხედრო მოსამსახურეს რათა დაეხმაროს თავის შეიარაღებულ ძალებს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ძალებთან გამკვლავებაში. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიას განცხადებას ეყრდნობოდა, დაგეგმილი იყო ერაყიდან საქართველოში 1000-მდე ჯარისკაცის ჩაყვანა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამოაქვეყნა განცხადება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია: "შეერთებული შტატები გამოთქვამს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ იერიში ავიაციით და რაკეტებით, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს თავისი სახმელეთო ჯარები საქართველოს ტერიტორიდან. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და მე ვესაუბრეთ მხარეებს და გავაგრძობთ მათთან თანამშრომლობას, რათა შეწყდეს დაპირისპირება. შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს თავის ევროპელ პარტნიორებთან საერთაშორისო შუამავლობისთვის ხელის შესაწყობად. ენერგიულად ვცდილობთ, ამ ძალისხმევაში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ საერათაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ დადგენილი საზღვრების ფარგლებში", ნათქვამია კონდოლიზა რაისის განცხადებაში.


პეკინის ოლიმპიადის ორგანიზატორები სინანულს გამოთქვამენ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო
და აცხადებენ, რომ კონფლიქტები ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ფასეულობებს. “ყველანი ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გვჯერა, რომ შესაძლებელია ყველა საკითხის მოგვარება დიალოგით”, განაცხადა ოლიმპიური საორგანიზაციო კომიტეტის პერს-მდივანმა ვანგ ვეიმ პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. გუშინ ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. გახსნის საზეიმო ცერემონიას 91 ათასი ადამიანი დაესწრო პეკინის ეროვნულ სტადიონზე. ცერემონიას ოთხ მილიარდამდე ადამიანი უყურებდა ტელევიზიით. ეს ყველაზე ძვირადღირებული საზეიმო გახსნა იყო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. პეკინის ოლიმპიური თამაშები 24 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში 200-ზე მეტი ქვეყნის 10 500 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას სპორტის 28 სახეობაში. ქართველი ათლეტებიდან სპორტულ ასპარეზობაში პირველი ჩაება ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი და წააგო საფრანგეთის წარმომადგენელთან.


აშშ-ის პრეზიდ ... სრულიად ნახვა »

კატეგორია : სხვა| ავტორი: Michael| მნახველები: 1055 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (0) 



როგორც ვიცით ცხინვალში ისევ დაძაბული ვითარებაა, რუსეთის პირველი არხი
აცხადებს, რომ მთელი ცხინვალი რუსულმა ჯარმა დაიკავა...


კატეგორია : ვიდეო| ავტორი: GeoRge| მნახველები: 950 | დრო: 2008-08-09 | კომენტარები (0) 

შესვლა

კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა

მეგობარი საიტები

Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0

იუბილარები:

Created By CHAP-CHAP & Pirlo© 2024