მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს გილოცავთ ხალხო მრავალს დაესწარით თქვენ ოჯახთან ერთად სუ ჯანრთელად და ბედნიერად ღმერთი იყოს თქვენი მფარველი . . .
სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ" (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე იგი მკვდრეთით არ აღდგებოდა. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა. საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ ისევე როგორც 2000 წლის წინ, ამაღამ წმიდა მიწაზე თაბორის მთას კვლავ ღრუბელი დაადგება ნიშნად მისი მოწყალებისა კაცთა მოდგმის მიმართ