ხუთშაბათი, 2024-11-21, 12:17 PM
WwW . CHAP-CHAP.UcOz.CoM
Welcome Guest | RSS
მთავარი ჩემი პროფილიგასვლა
მენიუ

კატეგორიები
თამაში
პროგრამა
ფილმი
სურათი
სხვა
კლიპები
ელ-წიგნები
სპორტი
მობილური
მუსიკა
ვიდეო

ჩატი
200

გამოკითხვა
რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?!
სულ ხმები: 870



 



მთავარი » 2008 » აგვისტო » 10 » დავით IV აღმაშენებელი (გაგრძელება)
დავით IV აღმაშენებელი (გაგრძელება)
2:58 PM


დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში საინტერესოა ერთი ნიშანდობლივი ფაქტი. დავითი დიდგორის ბრძოლამდე პერიოდულად არბევდა თბილისში შემოსულ თურქ-სელჩუკთა რაზმებს. კერძოდ, ერთხელ, თბილისში, ქალაქ განჯიდან ვაჭართა ქარავანი შემოვიდა, რომელსაც მცველად თურქთა მრავალრიცხვანი რაზმი შემოჰყვა. ამის შესახებ დავითს მსტოვრებმა მოახსენეს. მეფემ სელჩუკების ქალაქიდან გამოტყუება და განადგურება განიზრახა. ამ მიზნით, ავჭალის ხევში 300 მხედარი ჩაასაფრა. 15 რჩეული ცხენოსანი ლოჭინის ხევში, თბილისის მოქალაქეთა კუთვნილი, მობალახე ნახირის მოსაპარად გაგზავნა, რათა ნახირის უკან დაბრუნების მოტივით ქალაქიდან გამოეტყუებინა თურქები. თავად კი, სრულიად შეუჭურველი მხოლოდ და მხოლოდ ხმლის ამარა ავჭალისა და ლოჭინის შუა გზაზე ჩირგვნარში ჩასაფრდა, რადგან როგორც კი შორიდან იხილავდა მოტაცემული ნახირით მომავალ 15 რაზხმელს, დროულად შეეტყობინებინა ეს 300 მხედრისთვის და სელჩუკების წინააღმდეგ საომრად წამოეყვანა.

მეფემ თან საღვთისმეტყველო წიგნი წაიღო და ვინაიდან მოულოდნელად ბრძოლის დაწყებას არ ფიქრობდა, კითხვას შეუდგა. სამწუხაროდ, ისე გაერთო კითხვით, რომ ვენც ნახირით უკან მობრუნებული 15 რაზმელი შეამჩნია და ვერც მათ კვალს გამოდევნებული სელჩუკები. მდევრად კარგად აღჭურვილი ასზე მეტი მუსულმანი წამოსულიყო. სელჩუკებმა შორიდანვე ისრებით დაუხოცეს ქართველებს ცხენები. ალყაში მოიქციეს და განადგურება დაუპირეს. წიგნის კითხვით გართულ მეფეს ბრძოლის ხმა არ ესმოდა. ქვეითად დარჩენილ ქართველებს ომი მეტისმეტად გაუჭირდათ. მეფე სასიკვდილოდ განწირულთა კივილმა გამოაფხიზლა. წიგნი იქვე დატოვა. ამხედრდა და მარტოდმარტო, შეუჭურველი გაექანა ბრძოლის ველისკენ. მას რომ გადაეწყვიტა 300 ჩასაფრებულ რაზმელთან დაკავშირება, ცხადია, იოლად გაუსწორდებოდა 100 სელჩუკს, მაგრამ ალყაში მოქცეულ 15 ქართველს ცოცხალს ვეღარ მიუსწრებდა. მეფემ თავი სასიკვდილოდ გაწირა. მტრის რაზმებში შევარდა და ელვისებურად დახოცა 15 თურქმენი. ქართველებს მათ ცხენებზე ამხედრების საშუალება მისცა და ერთიანად ოთხმოცდაათზე მეტი სელჩუკი მოსპეს. თბილისამდე თურქთა მძორები ეყარა: "ხოლო ფრიადის ცემისაგან დავითის ხრმალმანცა დაღვარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი". მეფემ, არნახული გმირობის ფასად, თავისი რაზმელები სიკვდილისგან იხსნა და მბსოლუტური წარმატებით დაასრულა სამხედრო ოპერაცი. როდესაც ავჭალის ხევში ჩასაფრებულ 300 მხედართან დაბრუნდა და მათ მომხდარის შესახებ შეიტყვეს, არათუ არ შეუქეს საქციელი ძლევამოსილ მეფეს, არამედ ამხილეს და ბრალი დასდეს არასწორი ქმედებისთვის. დავითს, როგორც მეფესა და მთავარსარდალს, უფლება არ ჰქონდა სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო, თუნდაც 15 ერთგული ყმის გადასარჩენად. დავითი ხომ მთელი საქართველოს სასოება იყო.

ეს ფაქტი მრავალ რამეზე მეტყველებს. აქედან ჩანს, თუ რაოდენ ძვირფასი იყო დავითისთვის წიგნიერება. ამასთან, საოცარია მეფის ნებისყოფა და წონასწორობა. გამაოგნებელია, როგორ შეეძლო მეფეს ექსტრემალურ სიტუაციაში მთელი არსებით ჩართულიყო საღვთისმეტყველო ამბავთა წვდომაში. საოცარია დავითის ინდივიდუალური სიმამაცე და მეომრული ნიჭი, პასუხისმგებლობის გრძნობა. აკი მან ვერ აპატია თავს, რომ მისი დაუდევრობის გამო შეიძლებოდა 15 ვაჟკაცი დაღუპულიყო. უნებლიეთ გვახსენდება ქრისტეს იგავი "მწყემს კეთილზე", რომელმაც მთელი ფარა მიატოვა და ერთი გზააბნეული კრავის გადასარჩენად ყველაფერი გაწირა.

ყველაზე საინტერესო მეფისა და მისი რაზმელების ურთიერთ-დამოკიდებულებაა, რომელიც, როგორც ჩანს, დამახასიათებელი იყო ქართული მონარქიისთვის. თუნდაც არნახული გმირობა ჩაედინა მეფეს, მის შეცდომაზე ჯარისკაცებიც კი არ ხუჭავდნენ თვალს, არ პირფერობდნენ, გუნდრუკს არ უკმევდნენ, პირში ამხელდნენ და განსჯიდნენ. და, სწორედ ამ გზით აქანდაკებდნენ ქართულ ზნეობას, დიდ და ღირსეულ საქართველოს აშენებდნენ.

დავით აღმაშენებელმა გამეფებისთანავე დასახა საქართველოს განვითარების და აღორძინების გეგმის ზოგადი კონტურები. 1089-1110 წლებში შექმნა მონა-სპა; ჩაოაყალიბა რეგულარული არმია; ჩაატარა რუის-ურბნისის კრება; განახორციელა არსებული სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმა; ააგო სრულიად ახალი სახელმწიფო სისტემა; შემოიერთა კახეთ-ჰერეთი; ქვემო ქართლი, მტერთაგან მიტაცებული მესხეთის მიწები.

საქართველოს მეფის იურისდიქციის მიღმა მხოლოდ თბილის-რუსთავ-დმანისის აგლომერაცია და ლორესა და გიშის ციხეები რჩებოდა. ხსენებული ქალაქები 70 წლის მანძილზე რესპუბლიკური წყობით ცხოვრობდნენ. მართალია, ისინი პერიოდულად ქართველ მეფეთა სიუზერენობასაც აღიარებდნენ, მაგრამ მათთვის უშუალოდ მონარქის მფლობელობაში გადასვლა, სოციალური თვალსაზრისით, პრობლემატური საკითხი იყო. ამასთან, თბილისი, მსოფლიო სავაჭრო მაგისტრალის, აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო. დავით აღმაშენებელს საქართველოს ძველი დედაქალაქის შემოერთება მხოლოდ და მხოლოდ მისი ინფრასტრუქტურისა და მაღალ კატეგორიის ვაჭარ-ხელოსნური კადრების ძირითადი ნაწილის შენარჩუნებით სურდა.

ერთი სიტყვით, დავით აღმაშენებელი თბილის-დმანის-რუსთავის დაუფლების საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ამ პრობლემის გადაჭრა გარკვეულ დროსა და მზაობას მოითხოვდა. სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლი საქართველოს გაერთიანების შემდეგ, შირვანთან, სომხებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან ალიანსში განაგრძობდა ბრძოლას ისლამურ კოალიციასთან. ეს პროცესი, შესაძლოა, ათწლეულების მანძილზეც გაგრძელებულიყო. რასაც, ალბათ, დავითის სიცოცხლე არც კი ეყოფოდა.

1110 წლისთვის, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პრეტენზია ჰქონოდა. უბრალოდ, იმ დროისთვის დავითის უმთავრეს მიზანს საქართველოს გაერთიანების დასრულება და პარტნიორებთან მტკიცე კავშირის შენარჩუნება შეადგენად.

1110 წელს მოხდა ერთი ფაქტი, რომელმაც დავით აღმაშენებლის მიზნები რადიკალურად შეცვალა და სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა საქართველოს პერსპექტივები.

1110 წელს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა გიორგიმ, თრიალეთის მმართველ თევდორეს, აბულეთისა და იოანე ორბელის თანაშემწეობით, ელვისებური სამხედრო ოპერაცი ჩაატარა. თურქეთაგან გაათავისუფლა სამშვილდე და ქვემო ქართლი. სწორედ ამ წელს, თრიალეთში ისე შემოვიდა თურქ-სელჩუკთა ასი ათასიანი არმია, რომ დავით აღმაშენებლის მსტოვრებმა წინასწარ ვერაფერი შეიტყვეს. მეფე ნაჭარმაგევს იმყოფებოდა. დაყოვნება შეუძლებელი იყო.მტერს ხელეწიფებოდა აქამდე განთავისუფლებული სიმაგრეების ხელახლა დაუფლება. დავითმა განიზრახა 1500 კაცით მოულოდნელად თავს დასხმოდა მტრის სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვან მხედრობას. სამწუხაროდ, იმ დროს მეფეს მხოლოდ ეს 1500 მოლაშქრე ახლდა. დავითის მებრძოლებმა გზის გავლას მთელი ღამე მოანდომეს და გამთენიისას, თრიალეთში მყოფ სელჩუკებს თავს დაესხნენ. არნახული სისწრაფით მოძრაობდნენ ქართველები. იბრძოდნენ შუბებით, მშვილდებით, ხმლებით, ხანჯლებით... ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელად. მეტრი ტოვებდა საქონელს, ცხენებს, კარვებს, საგანძურს და საბრძოლო პოზიციებიდან გარბოდა. დავითმა სელჩუკებს ღამით დევნა არ დაუწყო. ფიქრობდა, რომ გამთენიისას, სადმე, ახალ პოზიციაზე გამაგრებული თურქები ბრძოლას განაახლებდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1500 ქართველს ისე გაენადგურებინა მუსლიმანთა ასი ათასიანი მხედრობა, რომ იავარყოფილი აგარიანები, არათუ გასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ აღარც კი ფიქრობდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას.

თრიალეთის ოპერაციის დროს სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვანი მტრის განადგურებამ დავით აღმაშენებლი დაარწმუნა თავისი მონა-სპისა და რეგულარული არმიის უდიდესი შესაძლებლობებში. მან განიხრახა, მსოფლიო ისტორიაში მანამდე არნახული გენერალური ბრძოლის, ასე ვთქვათ, სამხედრო სპექტაკლის დადგმა.

დაიწყო 11-წლიანი მზადება იმ ბრძოლის ორგანიზება-პროვოცირებისთვის, რომელსაც დიდგორის ომი ეწოდა, ანუ "ძლევაი საკვირველი". თუკი ყოველივე დავითის გეგმის თანახმად განხორციელდებოდა, საქართველოს შეეძლო გაერთიანებულიყო და გათავისუფლებულიყო სელჩუკთა უღლისაგან და არა მარტო ანტიისლამური კოალიციის ერთ-ერთ წევრად დარჩენილიყო, არამედ იკვეთებოდა მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივა.

დავითმა აიღო შემდეგი ციხე-ქალაქები: 1115 წელს - რუსთავი, 1117 წელს - გიში, 1118 წელს - ლორე. არ აიღო დმანისი და ხელუხლებლად დატოვა დიდგორზე და მანგლისზე გამავალი გზა, რომელიც თბილისს დმანისთან და აქედან კი ისლამურ სამყაროსთან აკავშირებდა. ანუ თბილისისკენ მომავალი ყველა გზა დაკეტა, გარდა ერთისა. ცხადია, ქართულ მხედრობას ჯერ კიდევ 1110 წლისთვის შეეძლო თბილისის აღებმა, მაგრამ შეუძლებელი გახდებოდა მტრის ურიცხვი მხედრობის ვიწროებში შემოტყუება და მომავალ გენერალურ ბრძოლაში ისეთი აბსოლუტური წარმატების მიღწევა, როგორიც დიდგორის ველზე განხორციელდა.

აუღებელი თბილისი 1121 წლამდე სამხედრო-სტრატეგიულ საცდურად დატოვა. დავითს გენერალური ბრძოლის გამართვამდე რომ აეღო თბილისი და დმანისი, მაშინ ისლამურ კოალიციასთან ომი ლორეს, დმანისის, რუსთავის ანდა გიშის კედლებთან მოუწევდა, ანუ ის იძულებული გახდებოდა გაშლილ ველზე ეწარმოებინა სამხედრო ოპერაცია გაცილებით მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ, რაც მისი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას შეამცირებდა. დავით აღმაშენებლი ცდილობდა, მაქსიმალურად გამოეყენებინა გეოგრაფიული გარემო.

თბილისი 1045 წლიდან ქალაქ-რესპუბლიკა იყო. 1080 წლამდე თბილისის მმართველები აფხაზთა და ქართველთა მეფის ყმადნაფიცობას აღიარებდნენ. 1080-1010 წლებში (დიდი თურქობის) დაწყებიდან თბილისი მხოლოდ სელჩუკიანი სულთანის უხენაესობას ცნობდა და კავკასიაში ანტიქართული პოლიტიკური ძალების ეპიცენტრს წარმოადგენად.

1010 წლიდან თბილისი საქართველოს მეფის მოხარკე იყო და დავით აღმაშენებლის მიერ დანიშნული ციხისთავიც ათი მხედრის თანხლებით ქალაქში იმყოფებოდა. დავით აღმაშენებელი 1118-1121 წლებში განუწყვეტილივ არბევდა ისლამური ქალაქებიდან თბილისში მომავალ ქარავნებს. ამით მუდმივ სტრესში ამყოფებდა ადგილობრივ ურჯულოებს. დავითის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო და 1121 წელს მუსლიმანთა კოალიციური მხედრობა საქართველოსკენ სწორედ თბილელ, განჯელ და დმანელ ვაჭართა თხოვნის შედეგად დაიძრა.

დავით აღმაშენებელი ცდილობდა დამატებითი რესურსების მოძიებას. ამ მიზნით მან 1118 წელს დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასია, ადგილობრივ მმართველებს მძევლები ჩამოართვა, გახსნა გზა ჩრდილოეთის სტეპისკენ და იქიდან ორმოცი ათასი ყივჩაღური სელჩუკების მსგავსად, თურქულ მოდგმას ეკუთვნებოდნენ.

დავით აღმაშენებელმა ყივჩაღების გადმოსახლებითა და მათი მოთარეშეებად გამოყენებით დიდი სტეპიდან წამოსული ორი თურქული მოდგმა ერთმანეთს დაუპირისპირა, ანუ თურქი-ყივჩაღები - თურქ-სელჩუკებს და ამით ბარბაროსული ანტიკულტურულისისტემა თვითლიკვიდირებადი გახდა. ეს კიდევ ერთი დასტურია დავით აღმაშენებლის დიდი გეოპოლიტიკური აზროვნებისა.

დავითმა ყივჩაღები ძირითადად საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და უახლოესი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე ჩაასახლა.

დავით აღმაშენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ბუნებრივ პარტნიორებთან ინტენსიურ კავშირ-ურთიერთობებს. მან თავისი ერთი ქალიშვილი შირვან-შაჰს, ანუ თანამედროვე აზერბაიჯანის მეფეს მიათხოვა, ხოლო მეორე - ბიზანტიის იმპერატორს შერთო ცოლად. როგორც ცნობილია. 1095 წელს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები იერუსალიმის გასათავისუფლებლად, დღეს უკვე აღიარებულია, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადება რომის პაპ ურბან მეორეს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა შთააგონა. ალექსი დავით აღმაშენებლის მამიდის შვილობილი იყო და, ამასთან, კონსტანტინოპოლში ძალზედ ძლიერი იყო ქართული გავლენა. წარმატებით მოქმედებდნენ დავითის მსტოვრებიც.

ჯვაროსნებმა იერუსალიმი 1099 წელს გაათავისუფლეს. ისინი წმინდა ქალაქში კონსტანტინეპოლის გავლით ჩავიდნენ. ევროპელ რაინდებს იერუსალიმის აღებაში ეხმარებოდნენ დავით აღმაშენებლის რაზმელებიც. 1099-1118 წლებში თურქთა წინააღმდეგ წარმოებულმა ომებმა დავით აღმაშენებელს საქრისტიანოს უძლეველი სარდლის სახელი მოუტანა. ძველი ევროპული წყაროები მას უძლეველ ბარ-ბეფეს, იოანე პრესვიტერს უწოდებენ. ევროპული გადმოცემების თანახმად, ჯვაროსნებმა დავითთან ჩამოაბრძანეს წმინდა გრაალის თასი. 1118 წლისთვის ერთობ გაძლიერდა თურქ-სელჩუკთა შეტევა იერუსალიმის ჯვაროსნულ სამეფოზე. შემწეობის სათხოვნელად 1119 წელს საქართველოში ფარულად ჩამოვიდა იერუსალიმის მეფე ბოლდუინ-მეორე. დავით აღმაშენებელმა ახალი ძალისმხევით დაიწყო დმანის-თბილისის გზაზე მუსულმან ვაჭართა რბევა. პარალელურად, აღმოსავლეთის ქვეყნებში საოცრად გააძლიერა თავისი აგენტურული ქსელი. პრაქტიკულად, საქართველო სრულიად მზად იყო დიდგორის ბრძოლისთვის.

ერთი სიტყვით, 1121 წელს დავით აღმაშენებელს თბილისისა და დმანისის გარდა, სრულიად გაერთიანებული ჰქონდა საქართველო. მტკიცე პოლიტიკურ თუ სამხედრო ალიანსში იმყოფებოდა თავის ბუნებრივ მოკავშირეებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან. თურქი-ყივჩაღი დაპირისპირებული ჰყავდა თურქ-სელჩუკებთან და თანაც მათი მთავრის ასულთან ქორწინებითა და ყივჩაღების გაქრისტიანებით მინიმუმამდე იყო შემცირებული ყივჩაღების სელჩუკებთან შეკვრის შესაძლებლობა. დავითის მსტოვრები ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ, როგორც ბაღდადსა და რომში, ისე კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში მიმდინარე პროცესებზე. დავითმა წინასწარ იცოდა, როდის წამოვიდოდა საქართველოს დასალაშქრავად მუსულმანთა კოალიციური მხედრობა და იმის შესახებაც უწყოდა, რომ სელჩუკურ, არაბულ-ქურთულ-სპარსული არმია დმანისიდან მანგილის-დიდგორის გზით შეეცდებოდა თბილისში შემოსვლას.

ამიერიდან, დავით აღმაშენებელს სრული წინაპირობა ჰქონდა იმისა, რომ ბრწყინვალედ დაედგა და განეხორციელებინა სპექტაკლი დიდგორის ბრძოლის, ანუ "ძლევაი საკვირველის" სახელით.
დიდგორის ბრძოლა

1118-21 წლებში დავით აღმაშენებელმა ყველა საჭირო მიმართულებით განახორციელა გეგმაზომიერი ქმედებები, რათა მსოფლიო ისლამური კოალიცია იძულებული გაეხადა საქართველოში შემოსულიყო გენერალური ბრძოლის გასამართავად.

დავითს გენერალური ბრძოლა სჭირდებოდა!
1121 წლის გაზაფხულზე ბაღდადიდან საქართველოს მიმართულებით ისლამური კოალიციის 400-ათასიანი არმია დაიძრა.

კოალიციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
  • რჩეული თურქმენები
  • სპარსელები
  • არაბები
  • ქურთები
  • სომხები
ისლამურ კოალიციას მეთაურობდნენ:
ელღაზ არდუხის ძე,
არაბთა ხელმწიფე - დურბეზ სადაყის ძე,
სომეხი მელიქები, ალეპოსა და დამასკოს მმართველები. მათ თან ახლდა სელჩუკთა დიდი ხელმწიფის, სულთან-მაჰმუდის მემკვიდრე, უფლისწული მალიქი, სელჩუკები არაბულ ცხენებსა და ასურულ ჯორებზე იყვნენ ამხედრებულნი. ისლამური კოალიციის ჯარები მუბოსანთა და მოისრათა რაზმებისგან შედგებოდა. ძალზე ძლიერი იყო მათი მსუბუქი კავალერია და ლოდმტყორცნელთა შენაერთი. ცხადია, თან ჰქონდათ ლოდსატყორცნი მანქანები - ფილაკავანები.

კოალიციის გეგმური მაშრუტი იყო განჯა-დმანისი-თბილისი, ანუ გზა, რომელიც ქვემო ქართლიდან მანგლის-კოჯორის გავლით, თბილისში შედიოდა.
მუსულმანთა სამხედრო ამოცანას წარმოადგენდა თბილისსა და ქვემო ქართლში გამგრება, პლაცდარმის მოწყობა და აქედან საქართველოს რბევა. სელჩუკებმა კარგად უწყოდნენ, რომ დავით აღმაშენებელს არ გამოეპარებოდა მათი მოძრაოების გრაფიკი.
მსოფლიოში სახელგანთქმული იყო დავითის მსტოვართა აპარატი. ამიტომაც, ილღაზის მებრძოლები, თბილისში შესვლამდე, თრიალეთის მიდამოებში გენერალური ბრძოლის გამართვას ვარაუდობდნე. როგორც აღვნიშნეთ, დავით აღმაშენებლი მტერს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხვდებოდა.

დავით აღმაშენებლის განკარგულებაში იმყოფებოდა:
  • 5 000-კაციანი ქართული მონა-სპა,
  • 20 000-რეგულარული ქართული შენაერთი,
  • 15 000 ფეოდალური ლაშქრის რაზმელი;
  • 15 000 ყივჩაღი;
  • 500-კაციანი ოსური როქის-სპა.
ქართული ჯარი მთლიანად მხედართაგან იყო დაკომპლექტებული. ამასთან, თავად ქართული მხედრობა სრულიად უნიკალური იყო იმდროინდელ სამყაროში. ქართველი ცხენოსანი ნებისმიერ წამს მზად იყო, რომ საჭიროებისამებრ ჩამოქვეითებულიყო დაროგორც ფეხოსანს, ისე გაეგრძელებინა ბრძოლა.
დავითის ჯარისკაცები შეჭურვილნი იყვნენ: დავითფერული და სხვა სახის ხმლებით, შუბებით, ხანჯლებითა და ლახტებით. ქართველი მშვილდოსნები ოდითგანვე სახელგანთქმულნი იყვნენ.
1021 წელის აგვისტოში მტერი თრიალეთის ხეობაში შემოვივდა. მათ წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს მრავალი ციხესიმაგრე თუ გამაგრებული ადგილი. განვლეს მანგილისი და ვიწრო ხეობით თბილისისკენ გაეშურნენ.
ისინი ქართველთა სიახლოვეს გრძნობდნენ. ამიტომაც, ყიჟინითა და თიარაღის ჟღარუნით ცდილობდნენ, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოეხდინათ და დაეფრთხოთ ქართული ჯარი.
მუსულმანთა კოალიცია დიდგორის მთას გაუსწორდა. მათი ლაშქარი ვიწრო ხეობაში რამდენიმე კილომეტრზე იყო გაშლილი. მათ იცოდნენ, რომ დავით აღმაშენებლის მცირერიცხოვანი მხედრობისთვის ყველაზე ხელსაყრელი გენერალური ომის გამართვა, სწორედ, ვიწრობებში იყო. ამიტომაც, ყოველ წამს ელოდნენ ქართველთა თავდასხმას.
დავით აღმაშენებელი, როგორც აღვნიშნეთ, წინასწარ იცნობდა მტრის მარშრუტს და გენერალური ბრძოლის გამართვას თრიალეთის ხეობაში აპირებდა.
მან ჯარის კონცენტრაცია ნიჩბისის ხევში მოახდინა. შემდეგ ნიჩბისის ხევიდან შიდა ქართლისკენ გამავალი გზები ჩახერგა და, ერთი შეხედვით, თავის დაშქარს უკან დასახევი მოუსპო.
დავითი დიდებულად იცნობდა თავის მხედრობას და არც მათ სიმამაცეში ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გზების ჩახერგვით იგი ხაზს უსვამდე შემდეგს - გენერალურ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას ალტერნატივა არ ჰქონდა. ქართველთა საომარი შემართება და თვითგადარჩენის ინსტიქტიც მხოლოდ მტერთან შერკინებაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. ამასთან, "ჩახერგვილა" მხოლოდ ერთი მიმართულებით კეტავდა გზას, დავითმა თითქოს თავის მხედრებს ჩაუკეტა უკანდასახევი, სინამდვილეში კი ამით სელჩუკთა აგენტურას აუწყა, რომ ის გენერალურ ბრძოლას სწორედაც რომ დიდგორთან გამართავდა. მუსულმანები მოდუნდნენ. ამ გარემოებამ ქართულ ლაშქარს დამატებითი ფსიქოლოგიური დივიდენდები შესძინა. დავით აღმაშენებელმა, ეგრეთ წოდებული, "კრაზანის ორმაგი კბენის" ეფექტი გამოიყენა.

იგი რჩეული მხედრობის ერთი ნაწილით მტრის დასავლეთ ფლანგზე, ნიჩბისის მხრიდან იყო ჩასაფრებული. ქართველთა რჩეული ლაშქრის მეორე ნაწილი კი, მტრის წყობას მარჯვნიდან მოქცეოდა და დიდგორის ფერდობს ეფარებოდა. ამ ნაწილს უფლისწული დემეტრე მეთაურობდა.

ქართული ჯარის ძირითად ნაწილს 200 ცხენოსანი გამოეყო და მტერი ჯარისკენ დაიძრა. ერთი მეხედვით, ისინი მოღალატეებს ან საქართველოს მეფის დესპანებს ჰგავდნენ. ვერც ერთი თურქმენი ვერ იფიქრებდა, რომ 200 კაცს სხვა რამ განზრახვა ჰქონდა და 400 ათასიან არმიასთან შეტაკებას გაბედავდა. სელჩუკთა არმია ვიწრობებში იყო შემოსული და ერთ ხაზზე, ყველაზე მეტი, 100 მებრძოლი თუ ეტეოდა. შესაბამისად, რამდენიმე წამის განმავლობაში, 200 ქართველს წარმატებით ბრძოლა ნამდვილად შეეძლო. გადამწყვეტი როლი, სწორედ, ამ რამდენიმე წამმა ითამაშა არა მარტო საქართველოს, არამედ იმდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.

მუსლიმანებმა 200 ქართველი თავიანთი მწყობრის შიგნით შეუშვეს. ქართველებმა იხადეს მახვილი და სწორედ აქ დაიწყო "კრაზანის ორმაგი კბენის" ეფექტის განხორციელება. პაატა ნებიერიძის მოსაზრებით, 200 მხედარი ე.წ. "ორმაგი" აგენტი იყო, ანუ დავითმა დიდგორამდე მრავალი ხნით ადრე თავისი მსტოვრები დააკავშირა მუსლიმანთა სარდლობასთან და სელჩუკიანები დაარწმუნა, რომ თითქოს, დავითის მხედრობაში მტრის მხარდამჭერნი იმყოფებოდნენ, რომელნიც საქართველოს მეფესთან შეთანხმებით გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ მუსლიმანებს. როგორც ჩანს, დიდგორის წინ 200 მხედრის მეთაურსა და ილღაზს შორის არსრებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ ბრძოლის დაწყებამდე ვითომდა მოღალატე ქართველები დატოვებდნენ დავითის ლაშქარს და სელჩუკიანებს შეუერთდებოდნენ. 200 მხედარი სელჩუკებმა უვნებლად შეუშვეს თავიანთ რიგებს შორის, რადგან მოკავშირეები ეგონათ. 200 ქართველის შეტევამ წამიერად გააოგნა მეწინავე სელჩუკები და სრული გაურკვევლობის გამომხატველმა შეძახილმა გადაურბინა მრავალი კილომეტრის სიგრძეზე ჩამწკრივებულ მტრის რიგებს. საკმარისი იყო რამდენიმე წამი, რათა მტერი გონს მოსულიყო, მოესპო 200 თავხედი ქართველი და კონტრშეტევა დაეწყო. სანამ მტერი გონს მოვიდოდა, ელვისებური შეტევა დაიწყეს დავითისა და დემეტრეს ცხენოსანთა რაზმებმა. მათ სწორედ იქ მიიტანეს იერიში, სადაც 200 ქართველი იბრძოდა. სელჩუკთა გაოგნება პანიკაში გადაიზარდა. გატყდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა სელჩუკთა რჩეული, მეწინავე რაზმი. ისინი უკან მდგომებს ქელავდნენ. მეწინავეთა ისტერიულმა მდგომარეობამ სრული დემორალიზაცია გამოიწვია დანარჩენ მხედრობაშიც. მტერი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა.

დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა ქართველებს: "ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ სარწმუნეოებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ამ ურიცხვ მიმდევართა, არამედ თავად ეშმაკსაც იოლად დავამარცხებთ".
და მოხდა სასწაული, ზეციდან გარდმოეშვა წმინდა გიორგის სული, რომელიც მახვილით ხორციელად სპობდა სელჩუკთა რაზმელებს.
მტრის რბევა და ჟლეტა რამდენიმე დღე გაგრძელდა. თითქმის მთლიანად გაწყდა ისლამური კოალიცია. დიდგორის ომში, როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, არც ერთი ქართველი არ დაღუპულა. სრულიად უვნებლად გადარჩა 200 მხედარიც.
აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელს არ მიუმართავს პარტიზანული ომის ტრაქტიკისთვის. მტერს მოულოდნელად არ დასხმია. პირიქით, ისლამურმა კოალიციამ წინასწარ იცოდა ბრძოლის სავარაუდო ადგილი და ისიც, თუ სად იყო გამაგრებული ქართული მხედრობა. იცოდა თავისი რიცხობრივი სიჭარბის შესახებაც.
აღმაშენებელმა 200 მხედრის წინ წარგზავნით კიდევ უფრო გაუძლიერა მტერს უპირატესობის გრძნობა, წამით მოადგუნა და თანამებრძოლთა საოცარი სიმამაცის, სისწრაფისა და, რაც მთავარია, ოპერაციის დროსა და სივრცეში უზუსტესად ჩატარების წყალობით, გატეხა მოწინააღმდეგ, თანაც იმდენად ეფექტურად, რომ ომი მუსლიმანთა სასაკლაოდ იქცა. დიდგორის ბრძოლამ ცხადყო, რომ ქართული ჯარი მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო მანქანას წარმოადგენად. საქართველოს მსოფლიო ჰეგემონიის აღაიარებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა!!!
დიდგორის ბრძოლამ XII ს-ის მსოფლიო ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. აღარ არსებობდა ძალა, რომელიც საქართველოს წინ აღუდგებოდა. უკვე შეიძლებოდა თერთმეტი წლის მანძილზე ერთგვარ სატყუარად დატოვებული თბილისისა და დმანისის შემოერთება.

1122 წლის დამდეგს, დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი და დედაქალაქი ქუთაისიდან გორგასლის დაარსებულ ქალაქში გადაიტანა.
1122 წელი დავით აღმაშენებელმა ძირითადად ეკონომიკურ რეფორმებს დაუთმო. კერძოდ, არაქართველ ვაჭრებს იმდენად შეუმცირა გადასახადები, რომ როგორც მუსლიმანი, ისე ევროპელი სოვდაგრებისთვის უფრო მომგებიანი შეიქმნა კომერციული საქმიანობა თბილისში, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში, თუნდაც მათ მშობლიურ ქვეყნებში.
ამასთან, საქართველოში საოცრად განვითარდა მომსახურების სფერო (ქარვასლები, გზები, საავადმყოფოები, სასამართლოები).
დიფერენცირებულმა გადასახადებმა სხვა სარგებელიც მოიტანა: ქართველი ვაჭარ-ხელოსნები იაფად იძენდნენ უცხოურ დეფიციტურ პროდუქტს და ძვირად ჰყიდნენ ადგილობრივ ნაწარმს, ანუ საქართველოსა და ქართველების ხელში ხდებოდა მსოფლიო კაპიტალის კონცენტრაცია.
ამიერიდან, საქართველო და თბილისი მსოფლიოს სავაჭრო, საკომუნიკაციო და საინფორმაცი ცენტრად გადაიქცა. ცხადია, ამას ვერ ეგუებოდა მსოფლიო მუსლიმანთა პოლიტიკური ლიდერი ბაღდადის სელჩუკი სულთანი - მუჰამედი. მან 1123 წლის გაზაფხულზე ნახევარ მილიონიანი არმიით შირვანში ილაშქრა. აიღო შემახია, შეიპყრო შირვან-შაჰი და დავით აღმაშენებელს წერილი გამოუგზავნა: "შენ ტყვეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა, ხოლო მე ესე რა შირვან-შაჰ შევიპყარ ხელთა და ხარაჯას ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღვენი ჯეროვანი გამომიგზავნე, და თუ გინდა სამალავით გამოველ და მნახე".
სულთანი საქართველოს მეფეს ახალ გენერალურ ბრძოლაში იწვევდა. ამჯერად, გაშლილ ველზე. დავითმა მობილიზაცია გამოახდადა და 50 ათასი ქართულ–ყივჩაღური მხედრობით შამახიისკენ გაეშურა.
მუსლიმანების პოზიცია დაცული იყო ქალაქის გალავნით, ხერგილებითა და წყლის თხრილებით. მათ შემადგენლობაში იმყოფებოდა როგორც კავალერია, ისე ქვეითი ნაწილები.
დავითის მხედრობა შირვანის დედაქალაქს მოუახლოვდა და შეტევისთვის მოემზადა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. დიდგორის ომს მუსლიმანთა ფსიქიკაზე იმდენად დიდი დაღი დაემჩნია, რომ როგორც კი დაინახეს შორიდან ქართული ლაშქარი, სარკინოზები შედრკნენ, ზურგი აქციეს და ქალაქის კედლებში ჩაიკეტნენ. ნახევარმილიონიანი ბაღდადური კოალიცია სრულიად დემორალიზებული იყო. სულთანმა მარცხი აღიარა და გზა ითხოვა. იმავე დღეს, საქართველოს მხედრობას განჯის (რანის) ათაბაგის, აღსუნღულის ჯართან მოუხდა შეტაკება. განჯის ათაბაგი სულთანთან შესაერთებლად მოეშურებოდა, მაგრამ ქართულ პოზიციებს გადააწყდა და პირწმინდად განადგურდა.

დავითის მებრძოლებმა 4000 განჯელი მოსპეს, დანარჩენებმა თავს გაქცევით უშველეს, განჯის ათაბაგმა კი შამახიას შეაფარა თავი.
სულთანი ალყაში მოექცა. ხსნა არსაიდან ჩანდა და ბაღდადის ამაყმა მბრძანებელმა კანალიზაციის მილით იკადრა გაქცევა. ბაღდადში ჩასულმა, საქართველოს მეფეს ძღვენი გამოუგზავნა და ხარკი იკისრა. ეს ფაქტი საქართველოს მსოფლიო ჰეგემონობის უპირობო აღიარებას ნიშნავდა.
დავითმა უფალს მადლობა შესწირა, ცოტა ხნის შეისვენა და 1123 წლის ივნისში, ახალი სამხედრო ექსპედიცია წამოიწყო: ილაშქრა შირვანში, აიღო გულისტანი და ქართული ორიენტაციის შირვანელები დიდი წყალობით აავსო. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დასავლეთ საქართველოში, ანუ აფხაზეთში გადავიდა, იქაური საქმეები განაგო, გეგუთში დაბინავდა და შემოდგომა-ზამთარი ნადირობაში გაატარა.
1124 წელის მარტში, ქართლში შემოვიდა და გაათავისუფლა დმანისი. აპრილში თავს დაესხა შაბურანს, გაანადგურა დარუბანდის მბრძანებლის მორჩილი ლეკნი, ყავჩაღნი, ქურთნი. აიღო ღასანი და ხოზაონდი, დაეუფლა შირვანისა და აღმოსავლეთ ჩრდილო კავკასიის დიდ ნაწილს, შემოიერთა გაგი, ტერონაკალი, ქავაზინი, ნობედი, მანასგომი, ტალინჯაქარი.
1124 წლის ივლისში განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორი, ბასიანი, სპერამდე სრულიად მოსრა და დაატყვევა თუკი ვინმე თურქთაგანი იყო შემორჩენილი. უკანა გზა ჩამოვლო ბუღთა–ყური, დასწვა ოლთისი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მოღალატე ქართველთა თუ მტარვალ გადამთიელთა თავშესაფარს წარმოადგენდა. მეფე თრიალეთში შეჩერდა და ჯარი დროებით დაითხოვა.
1124 წლის 20 აგვისტოს დავით აღმაშენებელს ეახლნენ ანისელი მწიგნობრები, ისინი ბოჟანას წყაროსთან მდებარე ციხეების გადაცემას შეჰპირდნენ, შესთავაზეს სომხეთის ისტორიული დედაქალაქის, ანისის მუსულმანთაგან გათავისუფლება და საქართველოსთვის შემოერთება.
დავითმა ლაშქარი ხელახლა იხმო. მეფესთან 3 დღეში 60 ათასი მხედარი შეიკრიბა. ეს მრავლისმეტყველი ფაქტია. ასე მოკლე დროში ამ რაოდენობის მხედრის მობილიზება სრულიად საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ კომუნიკაციის წარმოუდგენლად მაღალი დონით შეიძლება აისხნას. დავით აღმაშენებლის სამხედრო მანქანა, ორგანიზების თვალსაზრისით, მართლაც სწორუპოვარი იყო.
საქართველოს ჯარი ანისს მიადგა. სამ დღეში აიღეს სომხეთის ისტორიული დედაქალაქი. დავითმა ადგილობრივი მუსულმანი მმართველის ოჯახი დასავლეთ საქართველოში გადაასახლა და მთელ შირაქს დაეუფლა. მეჩეთად გადაკეთებული ანისის საკათედრო ტაძარი მართლმადიდებლური წესით აკურთხა.
დავ
კატეგორია: სხვა | ნახვა: 4200 | ავტორი: GeoRge | რეიტინგი: 4.4/8 |
სულ კომენტარები: 5
2013-01-31
5. ია [Entry]
:'(

2013-01-31
4. ია [Entry]
ერთი სიტყვით, 1121 წელს დავით აღმაშენებელს თბილისისა და დმანისის გარდა, სრულიად გაერთიანებული ჰქონდა საქართველო. მტკიცე პოლიტიკურ თუ სამხედრო ალიანსში იმყოფებოდა თავის ბუნებრივ მოკავშირეებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან. თურქი-ყივჩაღი დაპირისპირებული ჰყავდა თურქ-სელჩუკებთან და თანაც მათი მთავრის ასულთან ქორწინებითა და ყივჩაღების გაქრისტიანებით მინიმუმამდე იყო შემცირებული ყივჩაღების სელჩუკებთან შეკვრის შესაძლებლობა. დავითის მსტოვრები ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ, როგორც ბაღდადსა და რომში, ისე კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში მიმდინარე პროცესებზე. დავითმა წინასწარ იცოდა, როდის წამოვიდოდა საქართველოს დასალაშქრავად მუსულმანთა კოალიციური მხედრობა და იმის შესახებაც უწყოდა, რომ სელჩუკურ, არაბულ-ქურთულ-სპარსული არმია დმანისიდან მანგილის-დიდგორის გზით შეეცდებოდა თბილისში შემოსვლას.

ამიერიდან, დავით აღმაშენებელს სრული წინაპირობა ჰქონდა იმისა, რომ ბრწყინვალედ დაედგა და განეხორციელებინა სპექტაკლი დიდგორის ბრძოლის, ანუ "ძლევაი საკვირველის" სახელით.
დიდგორის ბრძოლა

1118-21 წლებში დავით აღმაშენებელმა ყველა საჭირო მიმართულებით განახორციელა გეგმაზომიერი ქმედებები, რათა მსოფლიო ისლამური კოალიცია იძულებული გაეხადა საქართველოში შემოსულიყო გენერალური ბრძოლის გასამართავად.

დავითს გენერალური ბრძოლა სჭირდებოდა!
1121 წლის გაზაფხულზე ბაღდადიდან საქართველოს მიმართულებით ისლამური კოალიციის 400-ათასიანი არმია დაიძრა.

კოალიციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
რჩეული თურქმენები
სპარსელები
არაბები
ქურთები
სომხები
ისლამურ კოალიციას მეთაურობდნენ:
ელღაზ არდუხის ძე,
არაბთა ხელმწიფე - დურბეზ სადაყის ძე,
სომეხი მელიქები, ალეპოსა და დამასკოს მმართველები. მათ თან ახლდა სელჩუკთა დიდი ხელმწიფის, სულთან-მაჰმუდის მემკვიდრე, უფლისწული მალიქი, სელჩუკები არაბულ ცხენებსა და ასურულ ჯორებზე იყვნენ ამხედრებულნი. ისლამური კოალიციის ჯარები მუბოსანთა და მოისრათა რაზმებისგან შედგებოდა. ძალზე ძლიერი იყო მათი მსუბუქი კავალერია და ლოდმტყორცნელთა შენაერთი. ცხადია, თან ჰქონდათ ლოდსატყორცნი მანქანები - ფილაკავანები.

კოალიციის გეგმური მაშრუტი იყო განჯა-დმანისი-თბილისი, ანუ გზა, რომელიც ქვემო ქართლიდან მანგლის-კოჯორის გავლით, თბილისში შედიოდა.
მუსულმანთა სამხედრო ამოცანას წარმოადგენდა თბილისსა და ქვემო ქართლში გამგრება, პლაცდარმის მოწყობა და აქედან საქართველოს რბევა. სელჩუკებმა კარგად უწყოდნენ, რომ დავით აღმაშენებელს არ გამოეპარებოდა მათი მოძრაოების გრაფიკი.
მსოფლიოში სახელგანთქმული იყო დავითის მსტოვართა აპარატი. ამიტომაც, ილღაზის მებრძოლები, თბილისში შესვლამდე, თრიალეთის მიდამოებში გენერალური ბრძოლის გამართვას ვარაუდობდნე. როგორც აღვნიშნეთ, დავით აღმაშენებლი მტერს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხვდებოდა.

დავით აღმაშენებლის განკარგულებაში იმყოფებოდა:
5 000-კაციანი ქართული მონა-სპა,
20 000-რეგულარული ქართული შენაერთი,
15 000 ფეოდალური ლაშქრის რაზმელი;
15 000 ყივჩაღი;
500-კაციანი ოსური როქის-სპა.
ქართული ჯარი მთლიანად მხედართაგან იყო დაკომპლექტებული. ამასთან, თავად ქართული მხედრობა სრულიად უნიკალური იყო იმდროინდელ სამყაროში. ქართველი ცხენოსანი ნებისმიერ წამს მზად იყო, რომ საჭიროებისამებრ ჩამოქვეითებულიყო დაროგორც ფეხოსანს, ისე გაეგრძელებინა ბრძოლა.

2013-01-31
3. ია [Entry]
სამწუხაროდ, დავითის ანდერძი არ ასრულდა.

დავით აღმაშენებელი სიკვდილის სარეცელზეც კი წინასწარ ჭვრეტდა ყველა იმ პრობლემას თუ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე შეიძლებოდა დასმულიყო ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ. იმ დროისთვის კი დავითი გადაშენების პირას მისული ქვეყნის ნაცვლად, მემკვიდრეებს უძლეველ სახელმწიფოს უტოვებდა.
ყველა დროის ამ უდიდესმა პოლიტიკოსმა, სარდალმა და დიპლომატმა 36 წლის მანძილზე იმდენი მოასწრო, რომ დღემდე მისი დანატოვარით მოვდივარ. ყოველივე ამის შემდეგ, რაოდენ თავმდაბლურად ჟღერს მისი სათხოვარი: "მოიხსენეთ ვედრი ჩემი... და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს?!"

2008-08-10
2. Mishka (Michael) [Entry]
cry ნეტავ თუ გვეყოლება როდესმე მასეთი მთავარსარდალი. დაღუპა ამ სირმა მთავრობამ ქვეყნა cry

2008-08-10
1. NeRo (GeoRge) [Entry]
დავით აღმაშენებელმა სომხეთის მართვა მესხ აზნაურებს ჩააბარა, თავად საქართველოში დაბრუნდა და კიდევ ერთხელ შეისვენა. 1124 წელს, სომხეთის შემოერთების შემდეგ, ილაშქრა და აიღო შირვანის დედაქალაქი შამახია. აიღო ბირიტიც. შარვან-შაჰები, რომლებიც შვილიშვილებად ერგებოდნენ, აფხაზეთში გადაასახლა. სწორედ მათი შთამომავლები არიან შარვაშიძეები, გურული ერისთავები და გლურჯიძეები.
შარვანი საქართველოს შემოუერთა და მის გამგებლად მწიგნობართუხუცესი, სვიმონ ჭყონდიდელ-ბედელ-ალავერდელი დაადგინა. სვიმონ ჭყონდიდელს თანაშემწეებად კახელ-ჰერელი დიდებულები დაუყენა.
შარვანის გაქართველების პროცესი დაიწყო, რომელიც, სამწუხაროდ, შემდგომში შეწყდა დავით აღმაშენებლის შთამომავალთა არასწორი პოლიტიკის წყალობით. დავითმა დიდი საბოძვარით აავსო ქურთნი, ლეკნი და თარასნი, მათში კიდევ უფრო განმტკიცდა პროქართული განყწობა.
ყივჩაღებს ზედამხედველები დაუდგინა და საზამთრო სადგურები განუჩინა. ასე მიიწურა 1124 წელი. მთელი კავკასია ნიკოფსიიდან დარუბანდამედ ოვსეთიდან არაგაწამდე დავით აღმაშენებლის დორშის ქვეშ იყო დარაზმული, დროშისა, რომლის ჯვარზეც ეწერა: პატიოსანო ჯვარო! ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავითი!
ამიერიდან, დავით აღმაშენებელს მესიის მახვილს უწოდებდნენ. დავითისა და საქართველოს შიშით ძრწოდა მაჰმადიანური სამყარო. 1123-24 წლებში, ბაღდადის სულთანმა საქართველოში იმდენი ძღვენი და ხარკი გამოგზავნა, რომ რაოდენობით და ღირებულებით ბევრად გადააჭარბა საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყნიდან სარგინოზთა მიერ წაღებულ განძს. სულთანი ყივჩაღების თარეშის შეწყვეტასა და უსაფრთხოებას ითხოვდა. საქართველოს უპირატესობას უპირობოდ აღიარებდნენ ჯვაროსანთა ხელმწიფენი და ბიზანტიის იმპერატორი.
როგორც ისტორიკოსი წერს: "დავით აღმაშენებლის აჩრდილსა შეკრებილნი იყვნენ ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი, ოვსეთისა და ყივჩაღეთისა, სოომხეთისა და ფრანგეთისა (ანუ ევროპისა), შარვანისა და სპარსეთისა (ანუ აზიისა)".
დგებოდა 1125 წელი. დავით აღმაშენებელი მსოფლიო ჰეგემონი იყო. ის რამდენიმე გეოპოლიტიკური თუ სამხედრო საკითხის საბოლოოდ გადაჭრას გეგმავდა. რომ დასცლოდა, ალბათ, საქართველო ზესახელმწიფოდ არა მარტო 150 წლის მანძილზე იარსებებდა, არამედ დღემდე შეძლებდა ძლევამოსილების შენარჩუნებას (საჭირო იყო სომხეთის პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტა, შირვანის გაქრისტიანების დასრულება, ჩრდილო კავკასიისა და ვოლგა-დონის აუზის ყივჩაღთაგან გათავისუფლებული ტერიტორიის ათვისების დაწყება).
1125 წლის 24 იანვარს, უფალმა ამ ქვეყნიდა გაიყვანა დავით აღმაშენებელი - მესიის მახვილი. გარდაცვალებამდე დავითმა დაწერა ანდერძი და "გალოვანი სინანულისანი", რომელშიც ქრისტიანული თავმდაბლობით ყველა თავისი გამარჯვებაც კი მოინანია, როგორც, გარკვეულ წილად, ანგარებით ჩადენილი ქმედება. ანდერძის თანახმად, ახლად შემოერთებული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრა ბერი არსენისა და კათოლიკოს იოანეს პრეროგატივად გამოაცხადა.

სამწუხაროდ, დავითის ანდერძი არ ასრულდა.

დავით აღმაშენებელი სიკვდილის სარეცელზეც კი წინასწარ ჭვრეტდა ყველა იმ პრობლემას თუ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე შეიძლებოდა დასმულიყო ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ. იმ დროისთვის კი დავითი გადაშენების პირას მისული ქვეყნის ნაცვლად, მემკვიდრეებს უძლეველ სახელმწიფოს უტოვებდა.
ყველა დროის ამ უდიდესმა პოლიტიკოსმა, სარდალმა და დიპლომატმა 36 წლის მანძილზე იმდენი მოასწრო, რომ დღემდე მისი დანატოვარით მოვდივარ. ყოველივე ამის შემდეგ, რაოდენ თავმდაბლურად ჟღერს მისი სათხოვარი: "მოიხსენეთ ვედრი ჩემი... და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს?!"


სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლა

კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა

მეგობარი საიტები
Locations of visitors to this page
 

 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
 
My status
 

 
 
My status 




სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

Created By CHAP-CHAP & Pirlo © 2024