ქართველმა ჰაკერებმა რუსეთის სამთავორბო ინტერნეტ-გვერდი გატეხეს, რომელიც http://www.fsoz.gov.ru/ მისამართძე იმყოფება. ინტერნეტ რესურსი რუსეთის თავდაცვის ერთერთ ფედერალურ უწყებას ეკუთვნის. საიტის გატეხვის ფაქტი პრესა.გე-ს მიერ 16:22-ზე დაფისქირდა. ”გატეხილ” ინტერნეტ-რესურსზე ქართველმა ჰაკერებმა განათავსეს გორში მომხდარი ტრაგედიის ამსახველი ფოტო (Reuters) და ბანერი მოწოდებით STOP RUSSIA. ჯერ უცნობია, თუ როდის შეძლებს რუსეთის შესაბამის უწყება ქართული ჰაკერული ”თადასხმის” შედეგების გამოსწორებას, მაგრამ ეს უკვე რიგირთ მეორე შემთხევაა, როდესაც ქართველმა ჰაკერებმა რუსულ ინტერნეტ-სივრცეს შეუტიეს. 12 აგვისტოს რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ”დაჰაკული” საიტები საქართველოს სიმბოლიკას და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის უცენზურო გამოსახულებებს შეცავს. როგორც ჰაკერთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ბექამ განაცხადა, მათ ”უპასუხეს ზუსტად იმ მეთოდით, რა მეთოდიც მანამდე ქართული სამთავრობო და ინფორმაციული რესურსები იყო გატეხელი”. რუსეთის მხარემ ე.წ. DDos შეტევებით შეძლო რამოდენიმე პოპულარული ქართული საინფორმაციო რესუსრსის მუშაობის შეფერხება, ხოლო რამოდენიმე ინტერნეტ-გვერდი საერთოდ გაეთიშა. პირველი ქართული Cyber-შეტევის დროს ქართველმა ჰაკერებმა კომერციული და პერსონალური ინტერნეტ-გვერდები გატეხეს, რომელთა უმრავლესობა უფასო (FREE) სერვერებზეა განთავსებული.
|