ძვირფასო თანამემამულენო! ორშაბათს 1 სექტემბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოეწყობა საპროტესტო აქცია (საპროტესტო ჯაჭვი), იმისათვის რომ მსოფლიომ და მათ შორის რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაინახოს ქართველთა ერთიანობა. ეს არ არის პოლიტიკური მოწოდება, უბრალოდ ეს არის საქართველოს მოწოდება. მოგმართავთ თხოვნით, ყველას ვისაც გვაქვს შესაძლებლობა დავუდგეთ მსგავსი ფორმით ქვეყანას გვერდში. ვინც ცხინვალში ვერ დაიცვა სამშობლო ახლა გვეძლევა შესაძლებლობა მშვიდობიანი აქციით დავუდგეთ საქართველოს. (მსგავსი აქცია წლების წინ გაიმართა ბალტიისპირეთის ქვეყნებში 300 კმ იანი ჯაჭვით)
და კიდევ ერთი რაც ყველაზე მთავარია პირადად ჩემთვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კურთხევა მისცა ქართველ ხალხს ამ აქციაში მონაწილეობაზე.